HTC One M9 – Grip – Re Vive

Android

 

L8AAlv9NfBNJeAQAAAAASUVORK5CYII=

რამდენიმე საათის წინ კომპანია HTC-მ ბარსელონაში გამართულ Utopia ევენთზე სამი ახალი მოწყობილობა წარმოადგინა. პირველი მათ შორის არის HTC One M9, რომელიც მისი განახლებული ფლაგმანური ანდროიდია, Grip – ფიტნეს ტრეკერი და სრულიად ახალი ვირტუალური რეალობის ჩაფხუტი Re Vive, რომელიც VALVe-სთან ერთად შეიმუშავეს.

2Q==

 

HTC One M9, არის ახალი თაობის სმარტფონი, რომელიც აგრძელებს ტრადიციას და გვთავაზობს 20 მეგაპიქსელიან კამერას, საფირონის ლინზით. მთავარი კამერა DSLR-ის დონის ფოტოებს იღებს, მაგრამ ეს არ არის ამ სმარტფონის ფოტოგრაფიული შესაძლებლობების ზღვარი. UltraPixel სელფი კამერა კიდევ უფრო აუმჯობესებს სმარტფონის ფუნქციონალს და მოხმარებლებს კიდევ უფრო ნათელი, ფართო და მაღალი ხაფისხის სელფების გადაღების საშუალებას აძლევს.

 

9k=

რაც შეეხება სმარტფონის დამზადების ხარისხს ის უმაღლეს დონეზეა შესრულებული და სრულიად მეტალის უნიბოდი შესრულებასთან ერთად ერგონომილულობას და პრემიუმ დიზაინს გვთავაზობს.

Dolby-სთან ერთაც HTC One M9 საშუალებას იძლევა მოისმინოთ 5.1 მოცულობითი ხმის ეფექტი ფილმების და სხვა შესაბამისი კონტენტის გაშვებისას. HTC BoomSound ტექნოლოგია ჩაშენებული გამაძლიერებლისა და Dolb Audio-სთან ერთად გვთავაზობს ოპტიმიზირებულ ხმას სტრუმინგის დროსაც.

Z

სმარტფონს აქვს Qualcomm® Snapdragon™ 810, რვა ბირთვიანი 64-ბიტინაი, 4 x 2.0GHz + 4 x 1.5GHz პროცესორი, რომელიც 3 გიგაბაიტ ოპერატიულ მეხსიერებასთან და 32 გიგაბაიტ საცავთან ერთად არის ჩაშენებული. 1080p გარჩევადობის 5 დიუმიანი ეკრანი, ყველა შესაძლო სენსორი და უახლესი მობილური და უკაბელო ქსელების მხარდაჭერა უზრუნველყოფილია 2840 მა/სთ აკუმლატორით.

 

ww-video-tile

HTC Grip არის ფიტნეს ტრეკერი, რომელიც მომხმარებლის ფიზიკური აქტივობის, ჯანმრთელობის და ფიზიკური ვარჯიშის კონტროლსა და თვალყურს უზრუნველყოფს. მოწყობილობა თავსებადია Android და iOS პლატფორმებთან და მისი გამოყენება ნებისმიერ თავსებად მოწყობილობასთან არის შესაძლებელი.

 

2Q==

Vive ჩაფხუტი კომპანიამ Valve-სთან ერთად შეიმუშავა, ის ჯერ-ჯერობით დეველოპერებისთვისაა ხელმისაწვდომი და მისი სამომხმარებლო ვარიანტი წლის ბოლოსკენ უნდა გამოვიდეს. მოწყობილობა მომხამრებლის თითოეული თავლის წინაშ 1200×1080 გარჩევადობის გამოსახულებას გვთავაზობს 90 კადრი წამაში სიხშირით, რაც ფოტორეალისტური სურათების პროექციებას ახდენს ჰორიზონტის ყველა მიმართულებით და რეალობის თითქმის სრულ აღქმას უზრუნველყოფს. მოწყობილობას აქვს აუდიო კონექტორი სადაც შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი ყურსასმენების შეერთება. არის აქსელერომეტრი, გიროსკოპი, ლაზერული პოზიციონირების სენსორი, რომელიც თავის მობრუნებას ორივე ღერძზე აღიქვამს და შესაბამისად მოქმედებს პროეცირებად გამოსახულებაზე. ჰედსეტს აქვს VR საბაზისო სადგურებიც, რომლებიც თქვენს ფიზიკურ ადგილმდებაროებას აფიქსირებს 4.5 მეტრის სიგრძე სიგანის მქონე სივრცეში, რაც ვირტუალურ სამყაროში გადაადგილების საშუალებას იძლევა.

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.