android-windows-phone

Microsoft-მა დაანონსა, რომ ის მუშაობს Xiaomi-სთან ერთად, რომ Mi4-ის მომხმარებლებს მიაწოდოს სპეციალური ROM, რომელიც Windows 10-ის გაშვებას უზრუნველყოფს მათ სმარტფონებზე. როგორც ჩანს პროგრამა უფრო დიდ მასშტაბებზეა გათვლილი და შესაძლოა ის სხვა მოწყობილობებზეც გავრცელდეს. ჯერ-ჯერობით ამაზე კომენტარი არც ერთ კომპანიას არ გაუკეთებია, თუმცა Mi4-ის შემთხვევაში ამ ROM-ის ჩაწერის შემდეგ ტელეფონი სრულუფლებიან Windows სმარტფონად გადაიქცევა. ის რომ Microsoft-ი ცდილობს Android-ზე გამოუშვას თავისი პროგრამული უზრუნველყოფა პირველი ნაბიჯები იყო ამ პლატფორმის დასაპყრობად, ახლა კომპანია ცდილობს გამოუშვას საოპერაციო სისტემა, რომელიც კონკურენტს ჩაანაცვლებს ისევე, როგორც CyanogenMod აკეთებს ამას უკვე დიდი ხნის განმავლობაში.

შესაძლოა Microsoft მხოლოდ ოფიციალური ხელშეკრულებებით შემოიფარგლოს და გარკვეულ კომპანიებთან ერთად გამოუშვას თავისი პროდუქტი Android-ის პარალელურად ან სულაც ანდეგრაუნდშიც გადავიდეს და დარუთული ანდროიდებისთვისაც შემოგვთავაზოს საკუთარის საოპერაციო სისტემა. ორივე შემთხვევაში მომხმარებელი რჩევა მოგებული, რადგანაც მას მეტი არჩევანი ექნება საოპერაციო სისტემის თვალსაზრისით რაც ეკოსისტემის გაჯანსაღებას და სწრაფ განვითარებას შეუწყობს ხელს.