OnePlus ახალ “თამაშის შემცვლელ” დევაისს აპრილში წარმოადგენს

Hardware
OnePlus Gadget
OnePlus-მა თავისი სახელი “ფლაგმანების მკვლელი” ტელეფონით გაითქვა, OnePlus One-ით. როგორც ჩანს კომპანია თავის ახალ თავგადასავალს იწყებს. OnePlus-ის ფორუმზე კომპანიის წარმოდადგენელი წერს, რომ მათი ახალი პროდუქტი “არა ჭკვიანი საათი, და არა ტაბლეტი. მაგრამ თამაშის შემცვლელი იქნება.”სამი სურათი გამოქვეყნდა ფორუმზე. პირველ სურათზე, ჩვენ ვხედავთ რაიმე სენსორს. ამის გარდა არაფერი არაა ცნობილი.

OnePlus Motion

შემდეგ სურათზე კი ვხედავთ OnePlus-ის ლოგოს, ორი წითელი სინათლის დატოვებული კლავით. ეს იმაზე მიგვანიშნებს, რომ დევაისს შეიძლება ჰქონდეს რაღაცა ტიპის motion tracking ტექნოლოგია, მიახლოებით იგივე რაც Nintendo Wii-ს აქვს.

ბოლო სურათში კი ვხედავთ ხელებს, რომლებსაც კონტროლერი უკავია. ეს შეიძლება იმაზე მიგვანიშნებს, რომ დევაისი ყურადღებას მიაქცევს თუ სად გაამოძრავებთ ამ სენსორს.

OnePlus Controller

რაც არ უნდა იყოს, ჩვენ მოცდა აპრილამდე მაინც მოგვიწევს სანამ OnePlus-ისგან დეტალურ ინფორმაციას შევიტყობთ.

წყარო: Android Authority

Akaki Peikrishvili

Technology enthusiastic from Georgia.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.