qualcomm-lte-u

Qualcomm-ის განცხადებით ის მალე გამოუშვებს ახალ ჩიპებს, რომელბიც მობილურ ქსელებთან კავშირს მოკლე მანძილებზე, ლიცენზიისგან თავისუფალ სიხშირებზე განახორციელებს.

ახალი სისტემა ჩიპზე LTE-U-ს მხარდაჭერას მიიღებს, რაც LTE Advanced პროტოკოლში 5 გიგაჰერციანი დიაპაზონის განოყენებას გულისხმობს, რომელიც თითქმის არ ექვემდებარება რეგულაციებს მარეგულირებელი სტრუქტურების მხრიდან.

იდეა ძალიან მარტივია და ის ითვალისწინებს LTE-U ფიჭების განთავსებას მაღალი დატვირთვის მქონე ადგილებში, როგორიცაა სატრანსპორტო კვანძები, სუპერმარკეტები და ოფისებიც სადაც მომხმარებლების დიდი რაოდენობა იყრის თავს.

LTE-U არ იქნება ამ სიხშირის ერთადერთი მომხამრებელი, რადგანაც ახალი თაობის WiFi როუტრენებიც აქტიურად არიან ამ დიაპაზონში. ამ პრობლემის მოსაგვარებლად Qualcomm-ს აქვს დაცვის მექანიზმები, რომლებიც WiFi-ს სიგნალთან ინტერფერენციას გამორცხავს.

ტესტირებსისას რამდენიმე LTE-U დაშვების წერტილი მარტივად ოპერირებს WiFi როუტერებთან ერთად ექსტრემალური დატვირთვის პირობებშიც.

Qualcomm ამბობს რომ “ხშირ შემთხვევებში, ტრაფიკის LTE-U-ზე გადართვა აუმჯობესებს WiFi-ს მუშაობის ხარისხს, რადგანაცე LTE-U უკეთესად იყენებს არალიცენზირებულ სპეტქტრს”

LTE-U არ არის ერთადერთი გადაწყვეტილება, მობილური ტრაფიკის გადაცემისათვის და ამ მიმართულებით არის მცდელობები ოპერატორების მხიდანაც, რომლებიც ცდილობენ მცირე დაფარვის გადამცემებით დააბალანსონ მოხმარება, მაგრამ Qualcomm-ის LTE-U უკეთეს წარმადობას უზრუნველყოფს ვიდრე ჩვეულებრივი LTE არალიცენზირებულ სიხშირეებზე.

LTE-ს მცირე ფიჭებს აქვთ ერთი უპირატესობა, რომ ისინი ბაზარზე არსებულ ტელეფონებთანაც იქნებიან თავსებადი, ხოლო LTE-U-ს მხარდაჭერისთვის მოწყობილობას უნდა ქონდეს Qualcomm WTR3950 მიმღები, რომელიც ერთადერთია თავის კლასში და 2015 წლის მეორე ნახევარში იქნება ხელმისაწვდომი.

Qualcomm-ის ახალი ტექნოლოგიის ცოცხალი დემოსტრაცია წარმოდგენილი ქინება Mobile World Congress-ზე ბარსელონაში მომდევნო კვირას.