25190947215504

კომპანია Qualcomm-მა გადაწყვიტა, წარმოეჩინა საკუთარი სწრაფი დამუხტვის ტექნოლოგიის უპირატესობები და წარმოგვიდგინა Quick Charge 2.0. ამისათვის გამოყენებულ იქნება სამი სმარტფონი Nexus 6. თითოეულ მათდგანზე დაყენებული იყო ფლაგმანური 64-ბიტიანი პროცესორი Snapdragon 810 და 3200მა/სთ სიმძლავრის ბატარეა. ყველა მოდელი დამუხტეს 0-დან 100%-მდე. პირველ შემთხვევაში გამოყენებულ იქნა ტიპიური დამტენი მოწყობილობა 5ვ/1ა, მეორე – 5ვ/2ა, მესამე სმარტფონის შემტხვევაში კი გამოიყენეს დამტენი მოწყობილობა Qualcomm Quick Charge 2.0 5ვ/3ა-ზე.

ვიდეოში ნაჩვენებია, თუ როგორ დაიმუხტა Nexus 6 დამტენი მოწყობილობა Quick Charge 2.0-ის გამოყენებით 50%-მდე 40 წუთში. მაშინ, როდესაც იმავე დროში პირველმა და მეორე მოწყობილობა დაიმუხტა 22%-მდე და 32%-მდე. Qualcomm-ის განცხადებით, ტექნოლოგია Quick Charge 2.0-ს შეუძლია დამუხტოს მოწყობილობა 75%-ით სწრაფად.

ტექნოლოგია Quick Charge 2.0 მხარდაჭერილია Qualcomm-ის ზოგიერთ Snapdragon პროცესორზე. დღეისათვის Quick Charge 2.0-ზე მხარდაჭერიალია 13 Android მოწყობილობა: Motorola DROID Turbo, Nexus 6, Samsung Galaxy Note Edge, Samsung Galaxy Note 4, HTC Desire EYE, HTC One remix, HTC One (M8), Motorola Moto X (2014), Sony Xperia Z3 Tablet Compact, Sony Xperia Z3 Сompact, Sony Xperia Z3, Sony Xperia Z2 Tablet.

phband-210609