Screenshot-2015-03-30-at-9.34.53-AM1

ფლაგმან Galaxy S6-ის კონსტრუქციაში გამოყენებულია მეტალი და მინა. ნალებად საინტერესოდ არც Galaxy S6 Edge გამოიყურება, რომელიც გამოირჩევა ორმაგი ეკრანით. სამწყხაროდ, შარშანდელი S5-სგან განსხვავებით, წლევანდელ ფლაგმანებს არ მიუღიათ დაცვა წყლისგან. ყოველ შემტხვევაში, პრეზენტაციაზე ამ შესაძლებლობის შესახებ Samsung-ის წარმომადგენლებს არაფერი უთქვამთ. თუმცა რესურსმა, TechSmartt, გადაწყვიტა Galaxy S6 Edge გაეჩერებინა წყალში და შეემოწმებინა, როგორ იმუშავებდა.

როგორც ვიდეოში ჩანს, სმარტფონმა წყალქვეშ სრულიად წარმატებით იმუშავა დაახლოებით 22 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ კი ფლაგმანში წლის შესვლა დაიწყო და სმარტფონი გამოირთო. ამის შემდეგ მოწყობილობა არასტაბილურად მუშაობდა. დასამუხტად კაბელის შეერთებისას, ის ჩაიწვა სმარტფონის შიგნით. სმარტონის შიგნით არსებული წყალი კი არ იძლეოდა კამერის გამოყენების საშუალებას. თუმცა, ასეთი შედეგიც კი არ არის ცუდი. მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ Galaxy S6 Edge-ს არ გააჩნია სპეციალური დაცვა წყლისაგან.

წყარო: geeky-gadgets.com