გასულ წელს, ჩინური კომპანია Xiaomi გამოჩნდა ტელევიზორების ბაზარზე. მან წარმოადგინა 4K ეკრანიანი Mi TV. დღეს კი ჩინურმა გიგანტმა კომპანიამ დააანონსა ახალი მოდელი: Mi TV 2, რომელსაც აქვს 40-დიუმიანი ეკრანი და Full-HD გარჩევადობა. დისპლეი ჩასმულია ჩარჩოში, რომლის სისქე მხოლოდ 14,5მმ-ია. უკანა პანელი ხელმისაწვდომი იქნება რამდენიმე ფერის: ციფერი, მწვანე, ყვითელი და წითელი. Mi TV 2 მუშაობს ოპერაციულ სისტემა Android 4.4 KitKat-ზე (ხელმისაწვდომი განახლებით Android 5.0 Lollipop-მდე).

ca15o3yu8aekjfh-480x240

Mi TV 2-ზე დაყენებულია შუქდიოდური პანელი  Sharp SDP X-GEN LED გაფართოებით 1920×1080 პიქსელი. აქვს პროცესორი MediaTek MStar 6A908 ოთხბირთვიანი Cortex-A9, მუშაობს 1,45გჰც-ზე. აქვს გრაფიკული ამაჩქარებელი Mali-450 MP4, 1.5გბ-იანი ოპერატიული მეხსიერება DDR3 და 8გბ შიდა მეხსიერება.

Xiaomi Mi TV 2 გამოირჩევა Dolby MS12 ხმის ტექნოლოგიით, აქვს აპარატული დეკოდირება H.265, მხარდაჭერა პოპულარული ფორმატების, როგორიცაა: MKV, MP4, MOV, TS, AVI და ბევრი სხვა. სმარტ ტელევიზორს შეუძლია შეასრულოს სათამაშო Android კონსოლის როლი.

Xiaomi Mi TV 2-ის გაყიდვები ჩინეთში დაიწყება 31 მარტიდან და მისი დაახლოებითი ფასი იქნება 320 დოლარი.

xiaomi-mi-tv-2-40-inch_2