ycon-line-selfie-sticker-maker-app-01

კომპანია LINE Corporation ვთავაზობს სერვისს უფასო ზარებისა და გზავნილებიისათვის. ამჯერად, მათ შექმნეს სტიკერების მენეჯერი სახელწოდებით “Ycon”. აპლიკაცია შექმნილია LINE Selfie Sticker ბაზაზე, რომელიც გამოვიდა გასული წლის ზაფხულში. აპლიკაცია მომხმარებელს საშუალებას აძლევს შექმნას პერსონალიზირებული სტიკერი ნახატებისგან ან საკუთარი ფოტოების გამოყენებით. Ycon გვთავაზობს 1 000 შაბლონს, რომელშიც შეგვიძლია ჩავსვათ ფოტო. შაბლონების რაოდენობა უფრო და უფრო იზრდება. მომხმარებელს საშუალება აქვს გაადიდოს ან დააპატარავოს ფოტო, ან დაამატოს ტექსტი.

LINE Selfie Sticker ძალიან პოპულარული იყო მომხმარებლებში – აპლიკაციას ჰქონდა 4,5 მილიონი გადმოწერა ნახევარი წლის მანძილზე. 14 ქვეყანაში ის გახდა App Store-ის ლიდერი აპლიკაცია “გართობის” განყოფილებაში.

აპლიკაცია ხელმისაწვდომია iOS და Android მომხმარებლებისთვის.

Ycon – Google Play

Ycon – App Store