chromebit-1500x1000

Google აგრძელებს თავისი ღრუბლოვანი Chrome OS-ის მასიურ გავრცელებს და ამასთან ერთად ხმარებაში შემოდის ახალი იაფფასიანი კომპიუტერები აღნიშნული სისტემის მართვის ქვეშ. ASUS-თან კოლაბორაციის შედეგად შეიმქ 99 დოლარიანი კომპიუტერი, რომელიც ზომით ჩვეულებრივ ფლეშ დრაივზე დიდი არ არის.

სიახლეს Chromebit ქვია და მას შემდეგი ტექნიკური მონაცემები აქვს: Rockchip 3288 პროცესორი, 2 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება, 16 გიგაბაიტი SSD დისკი, Bluetooth 4.0 და Wi-Fi მოდულები.

00320

მოწყობილობა ძალიან გავს ფლეშკას HDMI და USB პორტებით, რომელიც საკმარისია შეუერთოთ ტელევიზორს ან მონიტორს, იმისთვის, რომ მივიღოთ სრულყოფილი Chrome OS კომპიუტერი. კლავიატურა და მაუსი სავარაუდოდ მას უკაბელოდ მიერთდება.

Google-ის გათვლებით სახლე ყველაზე მეტად მოთხოვნადი იქნება სკოლებსა და უნივერსიტეტებში, ასევე მოგაზურებს შორის, რომლებისთვისაც ფასი და მობილურობა გადამწყვეტია.