ჭკვიანი მაგიდა

ჭკვიანი მაგიდა

ავეჯის მწარმოებელმა, გიგანტურმა კომპანია IKEA-მ გამოაქვეყნა საკუთარი ხედვა, თუ როგორ შეიცვლება სამზარეულო ათი წლის შემდეგ. მან წარმოგვიდგინა კოცეპტი “სამზარეულო 2025”.

რა შეიძლება შეიცვალოს საჭმლის მომზადების პროცესში? ეს უძველესი საქმიანობა ერთი შეხედვით სრულყოფილია: ცეცხლი, დანა, ტაფა, ქვაბი… თუმცა, მეოცე საუკუნემ სამზარეულოს დაამატა ელექტროენერგია: მიკროტალღური ღუმელი, ელექტრო ღუმელი, ინდუქციური გათბობის ქურები, მინის საფარი…

21-ე საუკუნე ჯერჯერობით ცდილობს იპოვოს სმარტფონების გამოყენების ახალი მეთოდი: საჭმლის მოსამზადებელი 3D პრინტერები,  ჭკვიანი ტაფები, ღუმელის სამართავი გაჯეტი..

IKEA წარმოგვიდგენს თავისი თვალით დანახულ 21-ე საუკუნის სამზარეულოს:

ჭკვიანი მაგიდა

მაგიდა, რომელშიც გაერთიანებულია ვიდეოკამერა, ვიდეოპროექტორი და ინდუქციური ღუმელი.

მაგიდაზე დადებულ ნებისმიერ პროდუქტს ამოიცნობს კამერა. თუ პროდუქტებს დადებთ ერთად, კომპიუტერი შემოგთავაზებთ რეცეპტების შესაძლო ვარიანტებს. პროექტორი ვარიანტებს მაგიდაზე გაჩვენებთ. ასევე, შეძლებთ საჭმლის მომზადების ვიდეორგოლების ნახვას.

საჭმლის მომზადების გარდა, მაგიდას შეუძლია თქვენი ყავა შეინახოს თბილად, დაგიმუხტოთ თქვენი სმარტფონი.

საჭმლის ღიად შენახვა

9d9c7c3f04424f41addc3824931c336c

კონტეინერის ფსკერი შედგება უჟანგავი ფოლადისა და გადოლინიუმის შენადნობისგან. ორმაგი გამჭვირვალე შუშა ინარჩუნებს ტემპერატურას და ამავდროულად, საშულებას გაძლევთ დაინახოთ საჭმელი. თაროებზე საკვები ინდუქციური მეთოდით გრილდება.

ფრთხილი მოპყრობა ნარჩენების მიმართ

73fda07e516846d5b9e16931f44ed3d0

ორგანურული ნარჩენები ნიჟარის საწრეტში მოხვედრის შემდეგ იწურება და ბრეკეტებად გარდაქმნილი ხვდება სანაგვეში. დარჩენილი წყალი მცენარეების მორწყვისთვის გამოიყენება. არაორგანული ნარჩენების გადაირჩევა შემადგენლობის მიხედვით და სხვება სანაგვეში.

წყლის დაზოგვა

058bca2ff4204155b84cf650e039c905

ნიჟარა ღერძის გარშემო მოძრაობს: არც ისე ბინძური წყალი გამოიყენება მცენარეების მოსარწყავად, ბინძური კი კანალიზაციისკენ მიდის.

IKEA-ს სამზარეულოს მომავალი

მაგიდის პროტოტიპი უკვე არსებობს და გამოფენაზე უკვე წარმოადგინეს პროდუქტების ამოცნობა და პროექტორი.