LE LABORATOIRE / OPHONE

გასულ წელს ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს ფუტურისტული აქსესუარი სახელწოდებით oPhone. ეს უცნაური მოწყობილობა აფრქვევს სურნელს. ასე რომ, მომხმარებელს შეუძლია oSnap-ის მეშვეობით გააგზავნოს სურათი და თან დაურთოს სასურველი სურნელი. მესიჯის ადრესატი კი შეძლებს გაგზავნილი არომატის შეგრძნებას. შერჩეული არომატის შეგრძნება ხდება oChips-ის საშუალებით, რომელსაც შეუძლია 300 000-ზე მეტი განსხვავებული სურნელის ამოცნობა. ეს ყველაფერი უჩვეულო ჩანს, თუმცა მეცნიერები მხოლოდ ამ ეტაპზე არ შეჩერებულან. ახლა უკვე, მათ დაამატეს სურნელი ელექტრონულ წიგნებსა და მუსიკალურ ჩანაწერებს.

დივაისის შემქნელმა და Vapor Communications-ის დამფუძნებელმა, დეივიდ ედვარდსმა, თავის ახალ შემოქნედებას უწოდა oBooks და oSongs. ამ წიგნებში, თუ თქვენ კითხულობთ ყვავილების ან ხილის შესახებ, შეძლებთ მათი სურნელის შეგრძნებას. oSongs-ში კი სიმღერებს მინიჭებული აქვთ მელოდიის შესაბამისი არომატი.

obook

ჯერჯერობით, მხოლოდ ერთი oBook წიგნი არსებობს. ზღაპარს “Goldilocks and the Three Bears”-ს მიანიჭეს შესაბამისი არომატები. წიგნის ხელმისაწვდომია გამოფენაზე Sensory Stories: An Exhibition of New Narrative Experiences, რომელიც ამ წუთებში ნიუ-იორკში მიმდინარეობს. კომპოზიცია oSongs-სათვის ერთად შეიმუშავეს კომპოზიტორმა დანიელ პიტერ ბირომ და პარფიუმერმა კრისტოფერ ლადამიელმა. მისი ნახვა შესაძლებელია გამოფენაზე Memory: Witness of the Unimaginable დიზაინ ცენტრში Le Laboratoire Cambridge, რომელიც მდებარეობს კემბრიჯში.

obrac_1

კომპანია Vapor Communications-მა განაცხადა, რომ ზრდის თავის ასორტიმენტს სამაჯურზე oBracelet. სამაჯურში ჩამოტაჟებულია ჩიპი, რომელსაც შეუძლია გამოსცეს სასურველი სურნელი რამდენიმე კვირის მანძილზე.

წყარო: engadget.com