10923298_10152872434308562_2564549701252954991_n-1440x564_c

კომპანია Panasonic-მა წარმოადგინა ახალი ექშენ კამერა HX-A1, რომელიც გამორჩეულია რიგი მახასიათებლებით. კამერის სიგრძე 83,1 მმ-ია, დიამეტრი – 26 მმ, ხოლო მისი წონა სულ რაღაც 45 გრამს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ შეგიძლიათ ყოველთვის და ყველგან თან ატაროთ კამერა. მოწყობილობის კორპუსი აგებულია MIL-STD 810F და IPX8 სტანდარტების მიხედვით, რაც ნიშნავს, რომ: კამერა შეგიძლიათ ჩადოთ წყალში 1,5 მეტრ სიღრმეში, ამავე სიმაღლიდან დაანარცხოთ, გამოიყენოთ -10°C ტემპერატურაზე. Panasonic HX-A1-ს აქვს 2,8მპ-იანი MOS სენსორი და 2,6მმ-იანი ობიექტივი. კამერას შეუძლია გადაიღოს Full HD ვიდეო წამში 30 კადრით ან HD ვიდეო წამში 60 კადრით. ასევე აქვს შენელებული კადრის გადაღების რეჟიმი სიხშირით 120 კადრი წამში, თუმცა ამ შემთხვევაში ვიდეოს გაფართოება არის 848×480 პიქსელი.

 

კამერას, Panasonic HX-A1, აქვს დამატებითი აქსესუარები: ინფრაწითელი ფანარი და ინფრაწითელი ფილტრი, რაც საშუალებას გაძლევთ სრულ სიბნელეში გადაიღოთ კადრი. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი: ეს პატარა მოწყობილობა შეგიძლიათ შეუერთოთ Panasonic-ის 2015 წლის ნებისმიერ კამერას და ისარგებლოთ ფუნქციით Twin Camera. ეს ფუნქცია საშუალებას გაძლევთ ობიექტი გადაიღოთ ორი განსხვავებული რაკურსით და შემდეგ მზა მატერიალი გააერთიანოთ ერთ ვიდეოში.

Panasonic-HX-A1-Action-Camera

კამერის შეძენა შესაძლებელი იქნება ამა წლის ივნისიდან დაახლოებით 200$-ად.

წყარო: geeky-gadgets.com