hed+mosaic

3D პრინტერი შესანიშნავი მოწყობილობაა სახლისა თუ ოფისისათვის. მისი საშუალებით შესაძლებელია უამრავი სამომხმარებლო ნივთის შექმნა სათამაშოების ჩათვლით. თუმცა 3D პრინტერების უმრავლერობას მხოლოდ მონოქრომული ნივთების შექმნა შეუძლია. დღეისათვის მიმდინარეობს მუშაობა ახალ მოწყობილობაზე, რომელიც საშუალებას მოგვცემს შევქმნათ ფერადი ობიექტები. თუმცა, ამგვარი მოწყობილობები ძალიან ძვირი ღირს და უმრავლესობა გაყიდვაშიც კი არ არის.

კანადურმა კომპანია Mosaic Manufacturing ეცადა ეპოვა გამოსავალი ამ მდგომარეობიდან. კომპანიის დეველოპერებმა შეიმუშავეს პრინტერისათვის პლასტმასის მიწოდების სისტემა, რომელიც მართავს პლასტმასზე ძაფების ფერთა გამას. შედეგად ვიღებთ რთული სტრუქტურის ფერად ფიგურებს.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისათვის ფერადი 3D პრინტერების ფასი (მაგ. Cube Pro C) იწყება 4990 დოლარიდან და არ მუშაობს ყველა მატერიალზე.

The Palette არის სისტემა, რომელიც იმუშავებს ნებისმიერ პრინტერზე 1,75მმ-იანი სისქის ძაფების გამოყენებით. დეველოპერები რესურსებს აგროვებენ Kickstarter-ზე. კომპანია ამ სისტემას აფასებს 899დოლარად. მართალია, ეს არ არის იაფი, თუმცა ფერად 3D პრინტერთან შედარებით ძალიან მციირეა მისი ფასი.