Cortana Android და iOS მოწყობილობებზე წელს გამოვა

Android Apple Microsoft
Microsoft-მა დღეს დაანონსა, რომ Cortana ვირტუალური ასისტენტი Android და iOS მოწყობილებებზე გამოვა.აპლიკაცია ამდროისთვის მხოლოდ Windows Phone მოწყობილობებზე და Windows 10 Preview PC-ისთვისაა ხელმისაწვდომი. როგორც კომპანიამ აღნიშნა, აპლიკაციის კონკურენტუნარიანობისთვისაა საჭირო მისი Android და iOS მოწყობილობებზე გამოშვება.

 

Cortana Android-ისთვის გააკეთებს “თითქმის ყველაფერს რასაც ის PC-ზე ან Windows Phone-ზე აკეთებს.”

 

რადგან Cortana Android-ისთვის ნებისმიერი სხვა აპლიკაცია იქნება, მას ვერ ექნება სისტემის ღრმა ინტეგრაცია. Cortana Android-ისთვის მოწყობილობის პარამეტრებს ვერ შეცვლის. Cortana-ს ფუნქციონალურობა ნაცნობი იქნება Google Now-ს მომხმარებლებისთვის, თუმცა მოწყობილობას ვერ გამოვაღვიძებთ “Hey, Cortana”-ს ძახილით, რომელიც უფრო კარგად ჟღერს ვიდრე “Ok, Google.”

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=lXREpLEwgOY[/youtube]

პირველი ვერსია Android-ისთვის ივნისის ბოლოს გამოვა, ხოლო iOS მოწყობილობებისთვის კი ამ წლის  ბოლოს.

Akaki Peikrishvili

Technology enthusiastic from Georgia.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.