11966-5441-force-touch-example-l

ჭორები იმის შესახებ, რომ iPhone-ის შემდეგ მოდელებში იქნება Force Touch ტექნოლოგიის მხარდაჭერა, რომელიც ეკრანზე დაწოლის ძალა აღიქვამს ახალი არ არის. სატიზე 9to5Mac გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ იმუშავებს ეს მომავალ მომწყობილობებზე.

Force Touch გამოყენებული იქნება შემდეგ შემთხვევებში:

  • ტექსტის მონიშვნისა და ჩასმისათვის (ახლა ამისათვის უნდა დატოვოთ თითი ეკრანზე და დაელოდოთ, მანამ სანამ გამოჩნდება შესაბამისი ღილაკი).
  • რუკებზე პინების დასამატებლად.
  • მედიაფლეერების სამართავა (მაგ. ტრეკის გადართვის ღილაკზე მძლავრად დაწოლა გადახვევას გააქტიურებს)
  • ტექსტში სიტყვაზე მძლავრი დაჭერით გამოჩნდება ამ სიტყვის მნიშვნელობა ლექსიკონებიდან.

9to5Mac ასევე წერს, რომ Force Touch-ის მხარდაჭერა ინტეგრირებული იქნება iOS 9-ში და აქედან გამოდინარე მასზე წვდომას მიიღებენ აპლიკაციების დეველოპერებიც, ხოლო მომავლაში მისი მხარდაჭერა iPad-ებშიც გამოჩნდება.

Force Touch დაეხმარება გამოცდილების მქონე მომხმარებელს და უმრავლესობისთვის ეს სიახლე შეუმჩნეველი დარჩება. თუმცა ზოგიერთი აპლიკაციის ინტერფეისი შეცვლება – ზოგიერთი ღილაკი დაიმალება სპეციალურ მენიუში, რომლებიც Force Touch-ით ისედაც მუშაობს.

ამის გარდა Apple გეგმას სტანდარტული კლავიატურის ოპტიმიზაციას. მასთან მუშაობა ერთნაირად კომფორტული იქნება ორივე ორიენტაციაში და ნორმალურად გამოჩნდება დაჭერილია თუ არა Shift ღილაკზე. iOS 9-თან ერთად Apple Pay-ს მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიას გასცდება და კანადაში გახდება ხელმისაწვდომი.

დიდი ცვლილებები ახლაი მოდელებისგან მოსალოდნელი არ არის. წყაროები გვარწმუნებენ, რომ iPhone 6S და 6S Plus ვიზუალურად იდენტური იქნება წინამორბედებისა და ექნება უმნიშვნელო განახლებები, რომელბიც განსაკუთრებულ როლს არ თამაშობენ. მოსალოდნელია, რომ Apple არ გაამხელს Force Touch-ის დანერგვის სიახლეს მოახლოებულ WWDC-ზე ივნისში, ვინაიდან ახალი სმარტფონები მხოლოდ შემოდგომაზე იქნება წარმოდგენილი. დღეისათვის Force Touch გამოიყენება Apple Watch-სა და MacBook-ის უახლეს მოდელში.