Google-მა Android სმარტფონებისთვის წარმოადგინა დამცავი ქეისების ხაზი, რომლებიც შეიმუშავა პოპულარულ ამერიკელ დიჯეი Skrillex-თან თანამშრომბლობით. აქსესუარები გამოირჩევა ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებლით: ქეისთან ერთად Google გვთავაზობს ცოცხალ ფონებს, რომელიც დღის განმავლობაში გვაჩვენებს სპეციალური საჰაერო ბურთის სატელიტიდან გადაღებულ დედამიწის სურათებს.

სატელიტს სონი მურის ძაღლის პატივსაცემად, Nanou დაარქვეს.

ქეისებზე არის სპეციალური ღილაკი, რომელიც სმარტფონზე გახსნის Skrillex-ის YouTube არხს. ამ ღილაკის ფუნქციონალის შეცვლა შესაძლებელია სურვილისამებრ.

skrillex-live-case-480x228

ქეისები ხელმისაწვდომია (საქართველოსთვის ჯერჯერობით ხელმიუწვდომელი) Play Store-ში 40 დოლარად. მხარდაჭერილი მოწყობიობების რაოდენობა შეზღუდულია: Nexus 5, Nexus 6, Samsung Galaxy S5, Galaxy S6 и Galaxy Note 4. აქსესურის მყიდველები უფასოდ მიიღებენ Skrillex-ის ახალ ალბომს.

Google-ის თქმით ამგვარი პროექტები კიდევ ბევრი გველოდება.