6306414094_086968f7fe_z

დღეს iCloud-ის 11 სერვისი მიუწვდომელი  იყო მომხმარებლებისთვის, პრობლემა დაფიქსირდა Find My iPhone, iPad, iPod Touch, Mac”, “iCloud Drive”, “iCloud Keychain”, “iCloud Mail”, “iCloud Backup”, “iCloud Account & Sign” და სხვა სერვისების მუშაობაში.

მათთვის ვინც არ იცის კომპანია Apple არ გამოირჩევა თავისი ონლაინ სერვისების მაღალი ხარისხით, განსხვავებით Google, Amazon-ისა და Microsoft-ისგან, Apple-მა ვერ შეძლო მისი MobileMe სერვისის წარმატებით გარდაქმნა iCloud სერვიში. მას ქონდა უსაფრთხოების პრობლემები, ხშირად აქვს შეფერხებები, რითაც ზიანდება სერვისისა და რა თქმა უნდა კომპანიის რეპუტაცია.

 

Apple-ის ღრუბლოვანი პრობლემები MobileMe-თი დაიწყო. პრიველად ის 2008 წელს გამოვიდა და მოიცავდა iWeb, ელ-ფსოტასა და iDrive სერვისებს. სერვისი 150$ ღირდა წელიწადში და დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა.

mobilme_to_icloud_screen

iOS-ისა და OS X-ის სერვისების შეერთების პროცესის დაწყებასთან ერთად 2010 წელს Apple-მა გაუშვა iCloud, რომელსაც MobileMe-დან შემორჩა მხოლოდ ელ-ფოსტსა, თუმცა დემატა iMessage. წლების განმავლობაში iMessage პრობლემებით მუშაობდა და მოხმამრებლებს ისევ SMS შეტყობინებებით სარგებლობა უწევდათ. 2014 წლის ზაფხულში iCloud-ის ანგარიშებზე ჰაკერული შეტევის შემდეგ მოხდა სენსიტიური ინფორმაციის გაჟონვა, რასაც მრავალრიცხოვანი ცნობილი ადამიანების პირადი ფოტოების გამოქვეყნება მოყვა.

iCloud-ის მთავარი პრობლემა არის ის, არ არის სტაბილური და Apple-ის სხვა პროდუქციის ფონზე ძალიან ცუდად გამოიყურება. როგორც კი iMessage დაუნშია Twitter, Facebook და სხვა სოციალურ ქსელებში დამსახურებულ რისხვასაც იღებს უკმაყოფილო მოხმარებლებისაგან. უკმაყოფილებას გამოთქვამენ დეველოპერებიც, რომელთა აპლიკაციებიც ამ სერვისთან თავსებადობას იყენებს.

Apple-ს ჯერ კიდევ აქვს შანსი გამოასწოროს მდგომარეობა და კომპანიას, რომელსაც კოლოსალური კაპიტალიზაცია აქვს არ უნდა ქონდეს მსგავსი პრობლემები. iMessage-ის დროდადრო გამორთვა ნამდვილად არ გამოიწვევს მომხმარებლების ბოიკოტს მისი მოწყობილობების მიმართ, თუმცა ყოველი პატარა ინციდენტი კომპანიის რეპუტაციაზე უარყოფითად მოქმედებს, როცა მისი კონკურენტი, როგორიცაა Google და Microsoft ამ მიმართულებით დიდ წარმატებებს აღწევს.