Truecaller-ის მხარდაჭერა Cyanogen OS-ში გახდება ხელმისაწვდომი

Android

Cyanogen-ისა და Truecaller-ის გუნდები ერთობლივ პროექტზე მუშაობენ, იმისთვის რომ ამ საოპერაციო სისტემის ფუნქციონალი Caller ID სერვისით გაამდიდრონ. სერვისი უფასო იქნება და მომხმარებელს საშუალებას მისცემს უცნობი შემომავალი ზარი ამოიცნოს.

cyngyncaller-480x286

ახალი ერთობლივი პროექტი Lollipop-ის და Cyanogen-ის საუკეთესო შესაძლებლობებს აერთიანებს, რომელთა შორის არის კონტაქტების ბარათები, სწრაფი შეტყობინებები და რა თქმა უნდა Material Design. ამ შესაძლებლობებთან ერთად გამოჩნდება სპამ-ზარების შეტყობინების და დაბლოკვის სისტემა.

truecyngn-480x284

Truecaller-ის მონაცემთა ბაზასთან წვდომა საოპერაციო სისტემის დონეზე იქნება უზრუნველყოფილი და მომხმარებელი შეძლებს ინდივიდუალური ბარათბის შექმნასაც. რა თქმა უდნა ამ სერვისის მხარდაჭერა სავალდებულო არ იქნება Cyanogen-ში და მომხმარებელს მისი გამორთვაც შეეძლება. ჯერ-ჯერობით უცნობია თუ როდის იქნება აღნიშნული ფუნქციონალი მზად რელიზისათვის.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.