apple-watch-vs-android-wear-2015

Apple Watch პერსპექტიულ პროდუქტად ითვლება და მას უდაო წარმატებას უწინასწარმეტყველებენ, თუმცა ის არც ისე იდეალურია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. საერთო ჯამში ტარებადი ელექტრონიკის ბაზარზე არსებულ ვენდორებს მიუხედავად პლატფორმისა თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები აქვს. ყველა ვინც მოასწო Apple Watch-ის საქმეში გამოცდა, ადვილად შეადგენენ სიას თუ რითი ჯობია ის Android Wear-ს, თუმცა შეიძლება საპირისპირო მოსაზრების გამოთქმაც.

ციფერბლატები

ერთ-ერთი მთავარი ჩავარდნა Apple-ის მხრიდან არის გარეშე დეველოპერებისთვის ციფერბლატების დიზაინის შექმნის აკრძალვა. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ კომპანიაში შემოთავაზებული ვარიანტები იდეალურად და უალტერნატივოდ ითვლება, მაგრამ თუ გულახდილები ვიქნებით: ყველა მომხმარებლის გემოვნების დასაკმაყოფილებლად ეს ძალიან ცოტაა. მიუხედავად იმისა, რომ Android Wear-ზე არის უამრავი უხარისხო ციფერბლატი, არის ასევე ბევრი შედევრიც, რომელიც უფრო პოპულარულია ვიდრე სტანდარტული არჩევანი.

მუდმივად გაშვებული აპლიკაციები

Android Wear 5.1.1-ში გამოჩნდა რეჟიმი “always-on” ზოგიერთ აპლიაკციაში, ხოლო Apple Watch-ის ეკრანი მყისიერად ქრება, როცა მომხმარებელი შეაბრუნებს და ჩამოუშვებს ხელს. Android Wear საათებში ზოგიერთი აპლიკაცია შეგიძლიათ მუდმივად ჩართული გქონდეთ ეკრანზე. მაგალითად ეს ძალიან მოსახერხებელია ნავიგაციისას. “always-on” რეჟიმში რეკანი მთლიანად არ ირთვება, ფონური განათება მინიმუმამდე დადის და იკლებს ფერების რაოდენობა. ინფორმაცია აღქმადი რჩება თუმცა სერიოზულად იზოგება ბატარეის მუხტი.

ნებისმიერ Wi-Fi ქსელთან მიერთება

ჭკვიანი საათის მუდმივად სმარტფონთან კავშირი Bluetooth პროტოკოლით ძალიან დიდი პრობლემაა ენერგოეფექტურობის თვალსაზრისით. კომპანია Apple აკუმლატორის შენახვას უზრუნველყოფს ტელეფონის და საათის ერთ Wi-Fi ქსელთან მიერთებით. Android Wear-ში შესაძლებელია ნებისმიერ Wi-Fi ქსელთან მიერთება, რითაც მომხმარებლისთვის მაქსიმალურ კომფორტს უზრუნველყოფს.

ხელნაწერი ემოჯი

გულისცემის და ანიმირებული სმალების გარდა Apple Watch-ის მომხმარებლებს შეუძლიათ ხელით დახატული სურათების გაგზავნაც, თუმცა აქაც ფუნქციონალის სიმწირეს ვხვდებით და იმათთვის ვისაც არ შეუძლია ნორამლურად ხატვა, არ არის წინასწარ გამზადებული ემოციების ნაკრები რაც Android Wear-ში რეალიზებულია.

მაჯის მოძრაობებით მართვა

ტარებადი ელექტრონიკის უპირატესობა ინფორმაციის მიღების მარტივი გზაა. მაგალითსთვის თუ ხელები დაკავებული გვაქვს ხელელბი არ მოგიწევთ სმარტფონის ამოღება ჯიბიდან, იმისთვის რომ მიღებული შეტყობინება წაიკითხოთ. მაგრამ რა უნდა ვქნათ, როცა საჭიროა პასუხის გაცემა? Android Wear-ში არის მაჯის მოძრაობის აღქმა, რაც ძალიან ამარტივებს ინტერფეისის მართვას.

ეკრანის დაბლოკვის შაბლონები

Apple Watch-ში შესაძლებელია მხოლოდ პაროლით ბლოკირება, ხოლოდ Android Wear-შეუძლია პატერნების და სხვა საშუალებებით განბლოკოს ეკრანი. განბლოკვის მხოლოდ ერთი მეთოდი, როცა სენსორებით დახუნძლული მოწყობილობა გვაქვს?