457253-hands-on-windows-10-for-phones

თუ თქვენ Microsoft-ის ფანი ხართ, მაშინ უნდა გახსოვდეთ, რომ კომპანიამ უკვე არაერთხელ შეცვალა თავისი მობილური საოპერაციო სისიტემის სახელი. 2000 წელს მსოფლიოს წარუდგინეს Pocket PC 2000, რომელიც Windows CE 3.0-ზე მუშაობდა, ხოლო ორის წლის შემდეგ გამოვიდა Pocket PC 2002. 2003 წელს Microsoft-მა რებრენდინგი ჩაატარა და საოპერაციო სისტემის სახელი Windows Mobile 2003-ის სახელით წარმოგვიდგინა პროდუქტი, რომელიც შემდგომში Windows Mobile 2003 SE გახდა, შემდგომ კი Windows Mobile 5.0 და Windows Mobile 6. 2010 წელს Windows Phone 7 გამოვიდა ხოლო გასულ წელს მათ განაცხადეს, რომ სისტემა ინქენბოდა უნიფიცირებული ყველა მოწყობილობისათვის და Windows 10-ის სახელით წარსდგებოდა პუბლიკის წინაშე.

windowsmobilelogos.0

 

დიდი ხანი ითვლებოდა, რომ როგორ სამაგიდე ასევე მობილური ვერსია უბრალოდ Windows 10 იქნებოდა, მაგრამ დღეს გახდა ცნობილი პროდუქტების ყველა ვერსიების ოფიციალური სახელები: Home, Pro, Enterprise, Education, IoT Core, Mobile და Mobile Enterprise. ამით კომპანიამ ისევ დაუბრუნდა Windows Mobile სახელწოდებას სმარტფონებისათვის.

Windows 10 სმარტფონებისაგნა იქნება Windows 10 Mobile. ასეთი გადაწყვეტილება არ არის შემთხვევითი, რადგანაც სმარტფონებზე არ იქნება Windows 10-ის სრულყოფილი ვარიანტი, რომელიც პლანშეტებსა და პერსონალურ კომპიუტერებზე გამოვა. ამასთანავე Microsoft ცდილობს გააერთიანოს ესპლატფორმები, უნივერსალური აპლიკაციებით და ფუნქციონალით, რომელიც მუშაობის გაგრძელების საშუალებას მისცემს მომხმარებელს ერთი მოწყობილობიდან მეორეზე გადასვლისას.

ბუნებრივია, რომ შეზღუდვები, რომლებიც არქიტექტურებს შორის და პლატფორმებს შორის დიდ უფსკრულს წარმოქმნის ადვილი დასაძლევი არ არის და ძალიან რთულია უნივერსალური საოპერაციო სისტემის შექმნა, როგორიც უკვე არის linux და unix სისტემები, თუმცა ამ მიმართულებით წინსვლა არც ამ პლატფორმაზე შეინიშნება და ჯერ ყველაფერი წინაა. კომპანიებს სერიოზული მუშაობა მოუწევთ მომავალშიც, რომ შეძლონ ერთიანი გარემოს შექმნა.