03eee1506bde3853dc85f056c5bf

როგორც ვიცით Apple iPhone ჩინეთში იწარმოება, ამ აპარატის პოპულარობიდან გამომდინარე გამოიდს ბევრი ყალბი და თითქმის იგივე დიზაინის მქონე ტელეფონებიც. მსგავს ყალბ აიფონებზე ჩვეულებრივ გამოიყენება Android საოპერაციო სისტემა, რომლის ინტერფეისი ძალიან გავს iOS-ს. მაგრამ ახლა საქმე უფრო წინ წავიდა და ჩინელებმა შექმნეს iPhone-ის ყალბი ვარიანტი ნამდვილი  iOS საოპერაციო სისტემით.

როგორც ჩინური პრესა გვატყობინებს, ადგილობრივმა მთავრობამ რომელი აქტიურად ებრძვის კონტრაფაქტს ამოიღო 30-ზე მეტი გაყალბებული iPhone 4S, რომელზეც ორიგინალური iOS 8 საოპერაციო სისტემა აყენია. მოწყობილობა შექმნილია არაორიგინალური კომპონენტებისგან, თუმცა მასზე უპრობლემოდ მუშაობს ოფიციალური iOS.

ცნობილია, რომ Apple არ იძლევა თავისი სისტემის ლიცენზიას სხვა მწარმოებლებისთვის და მასზე წვდომა მხოლოდ კომპანიას აქვს და საკამოდ უცნაურიცაა ის თუ როგორ შეძლეს ამ სისტემის გაშვება და შემდგომში მისი სტაბილური მუშაობის უზრუნველყოფა. იყო თუ არა ამ მოწყობილობებზე Apple-ის სერვისების მხარდაჭერა და განახლებების დაყენებსი საშუალება უცნობია. ასევე გაურკვეველია, როგორ მიიღეს  iOS-ზე წვდომა გამყალბებლებმა.

სუპერმარკეტი სადაც აღნიშნული სმარტფონები იყიდებოდა უკვე დააჯარიმეს 16 300 დოლარის ეკვივალენტური ჯარიმით, თუმცა აქვთ თუ არა მათ ამოღებული პარტიის გარდა სხვა მოწყობილობები უცნობია.

რა შედეგები მოყვება ამას Apple-ის პარტნიორებისთვის ჩინეთში ჯერ-ჯერობით უცნობია, რადაგანაც iOS-ის გაჟონვა შესაძლებელი იყო სწორედ ქარხანაში წარმოების ეტაპზე. ასევე უცნობია როგორ აისახება ეს Apple-ის რეპუტაციაზე.

წყარო: Ubergizmo