The Verge-მა გაავრცელა ფინური კომპანია Nokia-ს ბოლო გეგმების შესახებ, რომლებიც ვერ იქნა რეალიზებული Microsoft-თან შეერთების გამო. ფინური გიგანტი მუშაობდა საკუთარ ჭკვიან საათზე Moonraker და მისი მუშა პროტოტიპი Mobile World Congress-ზე იყო წარმოდგენი, რაც რელიზსაც მოასწავებდა. მაგრამ კომპანია Microsoft-მა, რომელიც საკუთარ ფიტნეს-სამაჯურს Band-ს ამუშავებდა დახურა კონკურენტი პროექტი. დღეს ხელმისაწვდომი გახდა მაღალი ხარისხის რენდერები, სადაც კარგად ჩანს საათის დიზაინი და მისი პროგრამული შესაძლებლობები.

nokia-moonraker

Moonraker აღჭურვილია სენსორული ეკრანით და ინტერფეისით, რომელიც ძალიან გავს Windows Phone-ს. გათვალისწინებული იყო Facebook-თან და MixRadio-სთან ინტეგრაცია, ხოლო აპარატულად მას ქონდა ყველა ის სენსორი რითაც გავლილი მანძილის, ანაბიჯების და სხვა აქტივობების დათვლას შეძლებდა.

ნაკლებად სავარაუდოა Moonraker ამ სახით გამოვიდეს ბაზარზე, მაგრამ არ არის გამოირცხული Microsoft-მა გამოიყენოს აღნიშნული გადაწყვეტილება Microsoft Band 2-ში.