Samsung-ის ნოუთბუქებზე, რომლებიც წინასწარ დაყენებული Windows საოპერაციო სისტემით გამოდის, მომხამრებლის გაფრთხილების გარეშე იწერენ კომპანიის სერვერებიდან მოდულს Disable_Windowsupdate.exe, რომელიც საოპერაციო სისტემის განახლებების გადმოწერას ბლოკავს. ასეთი გადაწყვეტილება მწარმოებელმა იმიტომ მიიღო, რომ მოაგვარსო Samsung-ისა და Micorosft-ის მიერ მოწყოდებულ დრაივერებს შორის წარმოქმნილი კონფლიქტი მოაგვაროს.
პრობლემის შესახებ თავის ბლოგში Microsoft-ის თანამშრომელმა პატრიკ ბეიკერმა დაწერა, რომელიც ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილებაში მუშაობს. ბეიკერი ცდილობდა გარკვეულიყო სიტუაციაში, როლის წინაშეც მისი მომხმარებელი აღმოჩნდა. Samsung-ის ნოუთბუქზე Windows Update რეგულარულად ითიშებოდა გაურკვეველი მიზეზის გამო. ინციდენტის გამოკვლევისას აღმოჩნდა, რომ ამოცანების მენეჯერში იყო აპლიკაცია Disable_Windowsupdate.exe – Samsung-ის ციფრული ხელმოწერთი, რომელიც კომპიუტერის ყოველ ჩართვაზე ეშვებოდა.
Samsung deliberately disabling Windows Update with "Disable_Windowsupdate.exe" – http://t.co/dEkXcBJlCY
— Patrick (@0x124) June 23, 2015
მოდული შედის Samsung SW Update პაკეტში და გამოიყენება დრივერების განახლებისთვის. ბეიკერმა აღნიშნა, რომ Samsung ამ პაკეტს ლეპტოპებზე წინასწარ აყენებს და მისი დანიშნულება Microsoft-ის სერვერებიდან დრაივერების განახლების დაბლოკვაა.
როცა ირთვება Windows Update, აპარატურის სტანდარტული დრაივერები ყენდება სისტემაში და ამ დროს არ მოწმდება მუშაობენ თუ არა ისინი სტაბილურად. Samsung-ის ინჟინრები არაერთხელ აღმოჩნდენე მაგალითისთვის USB 3.0 პორტების დრაივერის პრობლემასთან, მას შემდეგ, რაც Windows Update ჩაანაცვლებდა განახლებული სტანდარტული ვერსიით. Samsung-ის ტექნიკური მხარდაჭერის თანამშრომლის განმარტებით, განახლებებე სწორედ პრობლემების თავიდან აცილების მიზნით იბლოკება.