WiFi ქსელის რადიოტალღები მთლიანად ავსებენ ნაგებობს. სინამდვილეში, ეს რადიაცია თავის თავში მატარებელია არც თუ ისე მცირე ენერგიის, რომელიც გამოუყენებლად იკარგება: იკარგება კედლებისა და ოთახის ავეჯის გათბობაში. ამ დროს კი, მისი გამოყენება შესაძლებელია ჩვენთვის სასარგებლოდ – ბატარეების დასამუხტად და მცირე ელექტრონიკის სამუშაოდ.

მაგალითისთვის, წარმოგიდგენთ ოთხ გაჯეტს, რომელმაცც ენერგია მიიღო WiFi-ს საშუალებით. ეს ექსპერიმენტი ჩატარდა სიეტლში, რომლის შესახებაც დაწვრილებით დაბლა მოგიყვებით.

კამერა ბატარეის გარეშე (მაქსიმალური დაშორება როუტერისგან შესაძლოა იყოს 5,8 მეტრი)

1

ტემპერატურის სენსორი (მაქს. დაშორება 6მ)

2

დასამუხტი მოწყობილობა ლითიუმის ბატარეებისთვის (მაქს. დაშორება 8,5მ)

3

დამტენი მოწყობილობა NiMH ბატარეებისთვის (მაქს. დაშორება 8,5მ)

4

ექსპერიმენტში მონაწილება მიიღო სიეტლის ექვსმა ოჯახმა. მათ გადაეცათ WiFi როუტერები და ელექტრონული გაჯეტების ნაკრები ენერგიის ამკრეფით, რომელიც 2,4გიგაჰერციან რადიოტალღებს მუდმივ დენში გარდაქმნის.

რეალურ პირობებში ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ 24 საათის განმავლობაში ყველა მოწყობილობა იკვებებოდა WiFi-ს რადიოტალღების ენერგიით. ამასთანავე, WiFi როუტერი განაგრძობდა წარმატებით შეესრულებინა თავისი ძირითადი ფუნქცია: გადაეცა ინტერნეტ-ტრაფიკი კომპიუტერებისა თუ სხვა დივაისებისათვის.

ავტორების თქმით, ამ შემთხვევაში ენერგიის გადაცემისას ძირითადი პრობლემა არის გადაცემის არათანაბარი სტრუქტურა. რის გამოც რთულია მიაღწიო ვოლტაჟს, რომელიც აუცილებელია მობილური მოწყობილობების სამუშაოდ (0,3 ვოლტი).

c49c268a454a49769f1879ece497eb36

ამის გამო, შემქმნელებმა წარმოგვიდგინეს PoWiFi – მათი თქმით, სამყაროში პირველი რეალურად მომუშავე სისტემა, რომელიც იყენებს არსებულ კომერციულად ხელმისაწვდომ WiFi ჩიპსეტებს ენერგიის შეგროვებისა და კვებისთვის.

კერძოდ,  შეცვალეს Atheros-ის WiFi გადამცემი ისე, რომ მას გადაეცა მცირე ტრაფიკი უმოქმედობის დროს. მოდული ენერგიის შეგროვებისთვის გააკეთეს ისე, რომ ის მუშაობდეს ერთდროულად რამდენიმე 2,4გჰც-იან WiFi არხზე.

მეცნიერებმა შეძლეს, WiFi-ს საშუალებით წარმატებით დაემუხტათ ვიდეოკამერა Omnivision OV7670 VGA, ტემპერატურული სენსორი, ბატარეები Li-Ion და NiMH.

ყველა დეტალი აღწერილია აქ. ასევე, შეფასებულია სიტემის ეფექტურობა ექსპერიმენტის შედეგებზე დაყრდნობით.

P.S. საინტერესოა, რომ ერთ-ერთ დამატებით ექსპერიმენტში, მეცნიერებმა კონსტრუქცია შექმნეს ორი ანტენით, რომლისგანაც ენერგიის მიღება შესაძლებელი იყო USB-ის საშუალებით.

383a4bbfe4c04e4b832358a1ec0378e1

ასეთი სისტემა, საშუალებას იძლევა დავმუხტოთ ნებისმიერი USB გაჯეტი არც ისე ცუდი სიჩქარით. მაგალითად, ფიტნეს სამაჯური Jawbone UP24 დამუხტეს 41%-მდე სულ რაღაც 2,5სთ-ში.

ცუდი არ იქნებოდა ამგვარი ენერგიის ამკრეფი ოთახში. ან მთლიან სადარბაზოში 🙂