image_thumb10

ანალიტიკური კომპანია Comscore-ის მონაცემებით, პლატფორმა Windows Phone ამერიკის შეერთებულ შტატებში სერიოზული პრობლემების წინაშეა. საქმე იმაშია, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში შეიმჩნევა ამ პლატფორმის მომხმარებლების წრაფი კლება. მიმდინარე წლის იანვრის შემდეგ Windows Phone-ის მფლოებელთა რაოდენობა 0,6%-ით შემცირდა, რაც რაოდენობრივად 966 000 მომხამრებელია, რომლებმაც სხვა საოპერაციო სისიტემა არჩიეს.

image_thumb11

 

მიზეზები გაურკვეველია, მაგრამ ექსპერტების აზრით ეს გამოიწვია იმან რომ გასული წლის ბოლოს არ იქნა ახალი ფლაგმანი წარმაოდგენილი, რითაც მომხმარებლების არჩევანი უფრო iPhone 6-ის სასარგებლოდ შეიცვალა. დამატებითი სტიმული პლატფორმის შეცვლისთვის ასევე აღმოჩნდა ის, რომ Microsoft-მა ხელმისაწვდომი გახადა თავისი სერვისები და პროგრამები სხვა მობილურ პლატფორმებზეც.

მიუხედავად ამისა არ არის გამორიცხული Window 10 Mobile-ის გამოსვლასთან ერთად მომხამრებლები ისევ დაუბრუნდნენ Microsoft-ის სმარტფონებს.

წყარო: wmpoweruser