Here-maps-624x351

როგორც The Wall Street Journal გვატყობინებს, რამდენიმე კვირიანი მოლაპარაკებების შემდეგ Audi, BMW და Daimler AG – Mercedes-ის დედობილი კომპანია შეთანხმდნენ Nokia Here Maps-ის შესყიდვაზე. ჯერჯერობით შესყიდვის ფასი საჯაროდ არ არის დადასტურებული, მაგრამ როგორც გავრცელდა თანხა 2.5 მილიარდ ევროზე მეტს შეადგენს. სატრანსპორტო კომპანია Uber-ს ერთ დროს აინტერესებდა Here Maps-ის შესყიდვა, მაგრამ როგორც გაირკვა აუქციონზე მათ ფასი არ შეუთავაზებიათ.

Journal-ის თანახმად კომპანიების ტრიო თავისთვის Here Maps-ს არ შეინახავს. Audi, BMW და Daimler გეგმავენ სხვა კომპანიებთან წილის გაყოფას. ეს შესაძლებლობას მისცემს მათ გარდა სხვა ავტო მწარმოებლებს უპოვონ Google Maps ალტერნატივა.