Windows 10-ს განახლებების მიწოდების ახალი სისტემა აქვს

Microsoft

 

windows-10-update

Windows 10-ის ბოლო RTM 10240 განახლებაში, რომელიც საბოლოოა საინტერესო სიახლე შეინიშნება. Microsoft-მა განახლებების გავრცელების პრინციპულად ახალი სისტემა წარმოადგინა. გარდა იმისა, რომ Windows 10 განახლებებს ავტომატურად Microsoft-ის სერვერებიდან ჩამოტვირთავს, ის საშუალებას აძლევს მომხმარებელს თვითონ გასცეს განახლებები სხვა მომხმარებლებისათვის. მაგალითად თუ თქვენს კომპიუტერზე უკვე განაახლეთ სისტემა მაგრამ თქვენი ოჯახის წევრს ეს ჯერ არ გაუკეთებია, თქვენი კომპიუტერი მას ლოკალური ქსელიდან მიაწვდის უკვე ჩამოტვირთულ განახლებას, რაც ინტერნეტთან დაკავშირებას და Mcirosoft-ის სერვერიდან ხელახლა ჩამოწერას და ზედმეტი დროის და რესურსების ხარჯვას აგაცილებთ თავიდან. აღსანიშნავია ისიც, რომ განახლებები არა მხოლოდ ლოკალური ქსელით ასევე ინტერნეტში სხვა Windows 10-ის მომხმარებლებისგანაც შეგიძლიათ მიიღოთ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.