Samsung-Unpacked-2015

აგვისტოს ლაივზე Samsung-მა ყველა მოსალოდნელი და მოულოდნელი სიახლეებიც ამცნო ფართო საზოგადოებას. Galaxy  Note 5, Galaxy S6 Edge+და კიდევ მრავალი საინტერესო დეტალი, მოდით მივყვეთ თანმიმდევრობის მიხედვით.

Galaxy Note 5

galaxy-note5

ახალი Galaxy Note ყოველ შემოდგომაზე გამოდის, თუმცა მეხუთე თაობის ნოუთი ცხელი ზაფხულის სიახლე გახდა. შესაძლოა Samsung-მა იჩქარა უმთავრესი კონკურენტის გადასწრების მიზნით ან თუნდაც იმიტომ, რომ Galaxy S6-ის გაყიდვებმა არ გაამართლა მოლოდინები? ვინ იცის. ფაქტია, რომ ჩვენს წინაშეა მშვენიერი ახალი პროდუქტი, რომელიც Galaxy S6-ის სტილშია შესრულებული და აქვს 5,7 დიუმიანი QHD ეკრანი, Exynos პროცესორი, განახლებული S Pen სტილუსი,  4 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება და ხელმისაწვდომია 32 ან 64 გიგაბაიტი მონაცემთა საცავით.

მთავარი კამერა შესანიშნავი 16 მეგაპიქსელიანი სენსორია ოპტიკური ტაბილიზაციით. სამწუხაროა, რომ მას არ აქვს მოხსნადი აკუმლატორი და ის მხოლოდ 3000 მილიამპერია მოცულობით, ასევე არ არის microSD ბარათების სლოტიც, როგორც Galaxy S6/S6 Edge-ში.

Galaxy Edge+

galaxy-s6-edge-plus

 

მათთვის ვისაც ორიგინალური Galaxy S6 Edge თვალში ეპატარავებოდა Samsung-მა უფრო დიდი ვარიანტი შექმნა. ახალი GS6 Edge+ ნამდვილად უფრო დიდი და უკეთესია ვიდრე წინამორბედი. ეკრანის ზომა 5,1 დიუმიდან 5.7 დიუმამდე გაიზარდა, იგივე რაც Note 5-ში თუმცა მომრგვალებული ნაპირებით. გაიზარდა აკუმლატორის მოცულობა 155-ით და გახდა 3000 მილიამპერი. Samsung-ის სწრაფი დამუხტვის უკონტაქტო ტექნოლოგია 1.4-ჯერ უფრო სრაფად დამუხტავს სმარტფონს.

SAMSUNG PAY

samsung-pay

Samsung Pay-ს ყველა ელოდა, ფაქტია რომ ის მას ჯერ კიდევ ელიან. მაგრამ უკვე ცნობილია რომ სამხრეთ კორეაში 20 აგვისტოდან და შეერთებულ შტატებში 20 სექტემბრიდან შემოვა.  მოგიანებით სერვისი დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში და ჩინეთში გახდება ხელმისაწვდომი. Samsung Pay იმუშავებს S6 სერიის და Galaxy Note სმარტფონებზე. სერვისი ეყრდნობა NFC და Magnetic Secure Transmission ტექნოლოგიებს.

GEAR S2

gear-s2

ეს მხოლოდ ანონსია, მაგრამ Samsung შეგვპირდა, რომ ახალი Gear ჭკვიანი საათი IFA-ზე იქნება ბერლინში წარმოდგენილი. Gear S2 მრგვალი საათია – პირველი რალურად მგრვალი Samsung-ის ჭკვიანი საათი და როგორც წინამორბედი მუშაობს Tizen OS-ზე და არა Android Wear-ზე ამიტომაც მხოლოდ Samsung-ის მწოყობილობებთან იქნება თავსებადი.

KEYBOARD COVER

keyboard-cover

სწორედაც BlackBerry-ს მოყვარულთათვის და მათთვის ვისაც ჯერ კიდევ უჭირს თაჩ კლავიატურასთან შეგუება, კომპანიამ გამოუშვა შესანიშნავი ქავერ კლავიატურა, რომელიც ახალ Note 5-თან და S6 Edge+-თან არის თავსებადი. ის ფიზიკური კლავიატურაა, თუმცა ეკრანზე შეხებით გადასცემს ღილაკებზე დაჭერას და ამიტომაც არ საჭიროებს სმარტფონთან მიერთებას ან უკაბელო კავშირს.