ტექ-ინდუსტრიას  თუ შორიდან შევხედავთ მოგეჩვენებათ, რომ ის დაუნდობელი და მკაცრი კონკურენციის პირობებშია და მხოლოდ ძალიან წარმატებული კომპანიები და პროდუქტები გადარჩებიან. უმთავრესად ეს სიმართლეა, მაგრამ აღმოჩნდა ერთი სექტორი სადაც წარუმატებელი პროგრამული პროექტები საბოლოოდ განისსვენებენ.

web-os-tv-lg

როცა მობილური საოპერაციო სისტემა ჩავარდება, ის არ კვდება, არამედ გარდაიქმნება ტელევიზორის საოპერაციო სისტემად. Palm-ის webOS-მა ვერაფერი შეცვალა მობილურ სამყაროში, მაგრამ დღს ის LG-ის ფლაგმანურ ტელევიზორებშია. Samsung-ის შემთხვევაში ამ როლს მრავალნატანჯი Tizen ასრულებს, რომელიც მობილური სოპერაციო სისტემის წარუმატებლობის კულმინაცია იყო. ჯერ Nokia-ს Maemo პლატფორმა იყო, შემდეგ Intel-ის Moblin, რომელიც გარდაიმნა MeeGo-ში და Samsung-ის წარუმატებელ Bada OS-თან შერწყმის შემდეგ გახდა Tizen. და აი მესამეც: CES 2016-ზე Panasonic-მა Firefox OS-ზე დაფუძნებული ჭკვიანი UHD ტელევიზორები წარმოადგინა.

ყველაზე მარტივ ახსნას თუ ვეძებთ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სმარტ ტელევიზორები ერთგვარი შავი ხვრელებია, რომელიც იზიდავს ყველას და ყველაფერს რადგანაც ჩვენი საცხოვრებელი ფართის ცენტრშია ყოველთვის. Android და iOS საოპერაციო სისტემები ამ მხრივ კარგად გამოიყურებიან, რადგანაც აპლიკაციების ბაზარი ათვისებული აქვთ და უმრავლესობა ვენდორებისგან იღებენ მხარდაჭერას, რის გამოც მათთან კონკურენციას არანაირი აზრი არ აქვს.

vs01-08_2020cxs.0

აპლიკაციები და ინტერფეისები ტელევიზორში ცალკე თემაა, რა თქმა უნდა Apple-სა და Google-ს გარკვეული წარმატებები აქვთ ამმიმართულებით, მაგრამ აქ საქმე რთულადაა როცა თამაშში Microsoft Xbox One და Playstation 4 ერთვება, რომლებსაც გარკვეული პრეტენზიებიც კი აქვთ. ტელევიზია ყველაზე ნელა ვითარდება და ალბათ მოთმინება თუ გვეყო მოვესწრებით დროს, როცა გარკვეულ მწიფე პროდუქტს მივიღებთ ვინმესგან. Apple ყველაზე წინ არის, რადგანაც უარი თქვა მილიონ-ღილაკიან დისტანციური მართვის პულტებზე და აქცენტი მოძრაობის სენსორებზე და შეხებაზე გააკეთა, სმარტ ტელევიზორების ევოლუციაში სწორედ იქ ვართ სადაც ტელეფონებმა ღილაკებიდან და ჯოისტიკებიდან თაჩსქრინებზე გადასვლა დაიწყეს.

წყარო: TheVerge