dsc04843

Nvidia-მ CES-ზე დააანონსა  ავტომობილის ხელოვნური ინტელექტის სუპერკომპიუტერი. მათი თქმით ის 24 ტრილიონ თვითშესწავლის ოპერაციას ასრულებს ყოველ წამს. ახალი კომპიუტერი Drive PX 2 ზომით ლანჩბოქსის ხელაა და აქვს 150 MacBook Pro-ს გამოთვლითი შესაძლებლობა. საუბარია ორ Tegra პროცესორზე და ორ დისკრეტული ვიდეო ადაპტერზე, რომლებიც საკმარისია მიიღოს ინფორმაცია 12 ვიდეო კამერისგან. ამის გარდა სისტემა მონაცემებს რადარისგან, ლადარისგან და ულტრაბგერითი სენსორებისგან მიიღებს.

nvidia_drive-px-2

ჯამში ეს არის კომპიუტერი რომელსაც შეუძლია წამში 2,800 გრაფკული გამოსახულების ნეიროქსელური ანალიზი. ეს საკმარისი იქნება ავტომობილისთვის, რომ მოახერხოს აკურატული ორიენტირება გზაზე, ტრასაზე და თავი აარიდოს ინციდენტებს, ცუდ მძღოლებს, მოტოციკლისტებს ან უბრალოდ ჩვეულებრივ ხელისშემშლელ ბარიერებს, რაც ყველაზე დიდი პრობლემაა ავტონომიური მანქანებისთვის.