Remix OS - Screenshot

არ მოგესმათ, ეს ნამვილად სამაგიდო საოპერაციო სისიტემაა დესკტოპ და ლეოპტოპ მოწყობილობებისთვის. Google-მა ვერ მოიშორა Chrome OS და ჯერ კიდევ აპირებს მის განვითარებას, ამიტომაც Jide-ის გუნდი შეეცადა და წარმატებითაც შეძლო Android Lollipop დესკტოპი შეექმნა. საოპრაციო სისტემა აუცილებლად განახლდება Marshmallow-ზე და რა თქმა უნდა აქვს Google Play Services-ის მხარდაჭერა.

კომპანია ასევე გვთავაზობს პერსონალურ კომპიუტერებს ამ საოპერაციო სისტემით და ასევე საოპრაციოს სიტემის გადმოწერის საშუალებასაც, რომელიც ნებისმიერ Intel-ის პროცესორზე დაფუძნებულ კომპიუტერზე გაეშვება, მათ შორის Apple-ის მოწყობილობებზეც. საოპერაციო სისტემა ხელმისაწვდომი იქნება იანვრის შუა რიცხვებიდან ოფიცილაური საიტიდან.

წყარო: Jide