elon-musk-photo

ელონ მასკი 2025 წელს მარსზე გაფრინდება

Science

SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებლემა თქვა, რომ სურს კოსმოსში გაფრენა შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში და მისი კომპანია მისიას მარსზე 2025 წლისათვის გაუშვებს. ჰონ-კონგში StarmeupHK ფესტივალზე მან თქა, რომ ამისთვის ემზადება და პარაბოლური ფრენები  დედამიწის გარშემო  უკვე შესრულებული აქვს. “მე ვფიქრობ, რომ ეს არ იქნება ძალიან ძნელი” – ამბობს ის.

კოსმოსში პერსონალური მოგზაურობის გარდა მასკმა ისაუბა იმაზე თუ რამდენად მნიშვნელოვანია კაცობრიობისთვის მარსის დაპყრობა. მან თქვა, რომ Space X ემზადება შემდეგი თაობის კოსმოსური ხომალდის პრეზენტაციისათვის სექტემბრის საერთაშორისო ასტრონავტების კონფერენციაზე მექსიკაში.

ეს იქნება შემდეგი ნაბიჯი ადამიანის წითელ პლანეტაზე გამგზავრებისკენ – როგორც მასკი ამბობს ეს 2025 წელს მოხდება, რაც იმდენად ამბიციურია, რომ NASA-ს მიმდინარე გეგმას 5 წლით უსწრებს. ის ამბობს, რომ მნიშვნელობა არა აქვს თუ ვინ დაასწრებს, რადგანაც უფრო მნიშვნელოვანია კაცობრიობს ქონდეს თვითმყოფადი ქალაქი მარსზე, რაც გადაშენებისგან დაგვიცავს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.