Wi-Fi დღეისათვის უმთავრესი უკაბელო კავშირის საშუალებაა. საკომუნიკაციო მოწყობიობების უმრავლესობას კავშირის სწორედ ეს საუშუალება აქვს. ჭკვიანი გაჯეტები, ანუ smart კატეგორიის სათამაშოები იშვიათად იყენებენ მას ერთმანეთთან დაკავშირებისთვის. მწარმოებლები თავს არიდებენ Wi-Fi-ის გამოყენებას, რადგანაც მას მეტი ენერგია ჭირდება და ეს მცირე ზომის მოწყობილობებისთვის დიდი პრობლემაა, რომლებმაც ავტონომიურად ხშირად თვეები და წლებიც კი უნდა იმუშაონ. Wi-Fi Alliance-მა Wi-Fi HaLow სტანდარტის სერტიფიცირება გადაწყვიტა, რომელის საფუძველიც გახდა IEEE 802.11ah სტანდარტი.

Wi-Fi HaLow-ის მუშაობაში გამოიყენება 900 მეგაჰერცი სიხშირული დიაპაზონი. ეს საშუალებას აძლევს მოწყობილობებს უფრო დიდ მანძილზე დაუკავშირდნენ ერთამენთს, რაც ჭკვიანი სახლისათვის, ავტომობილისათვის, ჯანმრთელობის მონიტორინგის მოწყობილობებისთვის და ბევრ სხვა სფეროში ექენება გამოყენება.

HaLow-ის დაფარვის ზონა ორჯერ მეტი იქნება ვიდრე სტანდარტული Wi-Fi და ამასთან ერთად კდელიები და სხვა წინაღობა ნაკლებ პრობლემას შეუქმნის სიგნალის გავრცელებას, რაც რა თქმა უნდა გამტარუნარიანობის კომპრომისს უკავშირდება. დაგეგმილია, რომ ახალი მოწყობილობები არა მხოლოდ 800 მეგაჰერცზე იმუშავებენ და ასევე შეეძლებათ 2,4 და 5 გიგაჰერცის გამოყენებაც. ამით შეაძლებელი გახდება გარკვეული ეკოსისტემის შექმნა, რომელიც IoT გაჯეტებ საშუალებას მისცემს დაუკავშირდნენ სხვა უფრო სწრაფ მოწყობილობებს და ღრუბლოვან სერვისებს. ერთი დაშვების წერტილი შეძლებს მოემსახუროს ათასამდე განსხვავებული დანიშნულების მოწყობილობას.

ახალი სტანდარტით სერტიფიცირება  2018 წლიდან არის დაგეგმილი, მაგრამ მოწყობილობები მისი მხარდაჭერით მანამდეც გამოვა ისევე, როგორც სხვა სტანდარტების შემთხვევაში.

წყარო: Wi-Fi Alliance