ამერიკელმა ბიოლოგებმა კოლუმბიის უნივერსიტეტიდან გაარკვიეს, რომ ადამიანი ამ დრომდე ევოლუციონირებს. რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში აღმოჩნდა, რომ ბუნებრივი გადარჩევის შედეგად დაიწია იმ გენების სიხშირემ, რომელიც დაკავშირებულია თამბაქოს მოწევასა და ალცჰეიმერის დაავადებასთან, სპეციალისტები, მაშტაბური კვლევის შედეგად, მივიდნენ ასეთ დასკვნამდე. კვლევაში  150 ათასზე მეტმა ბრიტანელმა მიიღო მონაწილეობა. სტატია, კვლევის შესახებ, ჟურნალ PLOS Biology-ში გამოქვეყნდა.

მეცნიერებმა გენეტიკური მონაცემების, ორი წყების, ანალიზი მოახდინეს, ეს მონაცემები მათ ორი მაშტაბური კვლევისგან მიიღეს. პირველი წყება – Genetic Epidemiology Research on Adult Health and Aging —მა მოიცვა 57 ათასი ადამიანი, ხოლო მეორე – UK Biobank – 117 ათასი. ბიოლოგები იმ გენის ნაირსახეობას ეძებდნენ, რომელიც სიცოცხლისუნარიანობას აქვეითებს. ამერიკელი გენეტიკოსის, რიჩარდ ლევონტინის დასკვნით, ასეთი გენეტიკური ვარიაცა, რომელიც გავლენას ახდენს რეპროდუქციულ უნარზე, ყველაზე იშვიათად უნდა გვხვდებოდეს ასაკოვან ადამიანებში.

მკვლევარებმა იპოვეს ბუნებრივი გადარჩევის გავლენა და დაადგინეს გენებში კონკრეტული უბნების ცვლილებები. პირველ წყებაში ეს გენეტიკური ვარიაცია მდებარეობდა gen APOE-სთან ახლოს, რომელიც დაკავშირებულია ალცჰეიმერისა და გულ-სისხლძარღვთა დააავადებებთან. ერთ-ერთი მათგანის სიხშირე კლებულობდა ასაკის მიხედვით, 70 წელს გადაცილებულ ადამიანებში. UK Buibank-ის მონაცემთა ანალიზმა აჩვენა, რომ,  რაც უფრო გვიან ასაკში გარდაიცვალა საკვლევი ობიექტის მამა , მით ნაკლებია მის შთამომავალში  CHRNA3 გენის გამოჩენის ალბათობა. ეს გენი ადამიანში თამბაქოს ხშირად მოხმარებისას იჩენს თავს.

მეცნიერები თვლიან, რომ ბუნებრივმა გადარჩევამ დასწია მავნე გენი CHRNA3-ის სიხშირე 1%-ით ყოველ 20 წელიწადში. სხვა სიტყვებით, ამ დროის განმავლობაში ადამიანები ნაკლებად მოიხმარენ თამბაქოს. ასევე შემცირდა ალცჰეიმერის დაავადებით დაღუპულთა რიცხვი, რომელიც, როგორც  წესი, ხანშიშესულ ადამიანებში იჩენს თავს . APOE გენის მავნე უჯრედები ქრება მისი მატარებლის გარდაცვალებასთან ერთად, ხოლო ჯანმრთელი გენები გადაეცემა შემდგომ თაობას.