რამოდენიმე დღის წინ კომპანია Huawei-მ ფლაგმანური სმარტფონების Mate 10-ის და Mate 10 Pro-ს წარდგენის შესახებ განაცხადა. ცნობილი გახდა, რომ მოწყობილობები ახალ პროცესორს Kirin 970-ს მიიღებდნენ. ჩინურმა კომპანიამ სხვა მახასიათებლები არ გაამჟღავნა. თუმცა გამოცდილმა ინსაიდერმა ევან ბლასმა (Evan Blass), Huawei Mate 10 Pro-ს სპეციფიკაციების შესახებ თითქმის სრული ინფორმაცია გაავრცელა.

ბლოგერის ინფორმაციით, Huawei Mate 10 Pro 5,99-დიუმიან IPS-ეკრანს (გარჩევადობით 2880 × 1440 წერტილი) მიიღებს. ოპერატიული მეხსეირება 6 გბ-ს შეადგენს, ხოლო შიდა მეხსიერება 64 ან 128 გბ-ს.

მთავარ კამერას გამოსახულების ორი სენსორი (20 და 12 მეგაპიქსელიანი) ექნება, ასევე ოპტიკია Leica, ლაზერული ავტოფოკუსი, Led-ფლეში და გამოსახულების ოპტიკური სტაბილიზაცია. აპარატის წინა მხარეს განთავსდება 8-მეგაპიქსელიანი კამერა.

7,5 მმ-იანი ტელეფონი დაცულია წყლის და მტვრის ნეგატიური ზემოქმედებისგან IP68 სტანდარტით. აკუმულატორული ელემენტი მოცულობით 4000 მა/სთ სწარფი ტექნოლოგიით დაიმუხტება. ოპ. სისტემა − Android 8.0 Oreo, საფირმო სამომხმარებლო ინტერფეისით Emotion UI 6.0.

Huawei Mate 10-ის და Mate 10 Pro-ს პრეზენტაცია გერმანიაში 16 ოქტომბერს შედგება. სმარტფონების გაყიდვები სავარაუდოდ დეკემბერში დაიწყება.

წყარო: fonearena.