ძალიან საინტერესოა ვისაუბროთ სატარებელი მოწყობილობების ელექტრონიკის  ბაზრის შესახებ − პირველ რიგში იმიტომ რომ, აქ ხდება თითქმის ნებისმიერი აზრის და პროგნოზის დაფიქსირება. შთაბეჭდილება იქმნება, რომ თავად Samsung-იც ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული აქვს თუ არა მომავალი სატარებელი მოწყობილობების ელექტრონიკას. ერთის მხრივ, კომპანიას გააჩნია გარკვეული წარმატება ამ ბიზნესში (მეორე ადგილზეა გაყიდვებით), თუმცა მეორეს მხრივ – თვითონ  გამოსვლა IFA 2017-ზე გარკვეულ ეჭვებს აჩენს.

არავინ ელოდა რაიმე სენსაციურს, მას შემდეგ რაც Samsung-მა ბერლინში თავისი ფლაგმანური სმარტფონი წარმოადგინა. იყო მოლოდინი, რომ წარმოდგენილი იქნებოდა კორეელების მთავარი საათი – Gear S, რომელმაც კომპანიას მეორე ადგილი მოუტანა სატარებელი ელექტრონიკის ბაზარზე. მოლოდინი არ გამართლდა –  როგორც ჩანს, მთლიანობაში ჭკივანი საათების მიმართ იმედებმა არ გაამრთლა. არავითარი რევოლუცია არ მომხდარა, ხოლო სატარებელი ელექტრონიკით ძირითადად ის ხახლხი ინტერსედება, ვინც სპორტით არის დაკავებული ან ჯანმრთელ ცხოვრების წეს მისდევს.

Samsung-მა Gear S4-ის ნაცვლად Gear Sport-საათები წარმოადგინა. მათი მთავარი მახასიათებელი წყალგაუმტარობაა: თეორიულად მოწყობილობების გამოყენება წყალში 50 მეტრამდე სიღრმეშია შესაძლებელი. ამასთანავე, ეს არ ასახულა Gear Sport-ის დიზაინზე, განსხავავებით სხვა მოწყობილობებისგან. მართვა ხორციელდება მარჯვენა მხარეს განთავსებული წყვილი ღილაკებით, რომლის მეშეობითაც ბრუნავს ბუდე და სენსორული ეკრანი. საათები შავ და ლურჯ ფერებშია შესრულებული, თუმცა მათი სამსაჯურების შეცვლა შესაძლებელია საკუთარი გემოვნების მიხედვით.

ეკრანი – როგორც ყოველთვის Super AMOLED, დიაგონალი– 1,2 დიუმი, გარჩევადობა – 360 × 360 წერტილი. ოპ. სისტემა – Tizen. ტექნიკური პარამეტრები: ორბირთვიანი პროცესორი 1 გჰც ტაქტური სიხშირით, ოპერატიული მეხსიერება 768 მბ, ფლეშ-მეხსიერება 4 გბ მოცულობით, Bluetooth 4.2, Wi-Fi b/g/n, NFC, GPS/GLONASS/Beidou.

საათებს ნაბიჯების და პულსის დათვლა შეუძლიათ. შესაძლებელია კალორიების მოხმარების რეჟიმის შეყვანა – ჩაშენებული აპლიკაცია მათ დაითვლის და თქვენი პარამეტრების და პრიორიტეტების მიხდევით მოგვაწვდით რეკომენდაციებს. Samsung-მა სიამაყით განაცხადა ცნობილ მწარმოებელთან Speedo-თან თავისი პარტნიორობის შესახებ, რომელმაც დაამზადა აპლიკაცია, რომელსაც შეუძლია სხვადასხვა წყლის ვარჯიშების ანალიზი. მაგალითად, ნიჩბის მოსმის რაოდენობა. გარდა ამისა, განაცხადეს Under Armour-თან და Spotify-თან პარტიორობის შესახებ, რომლებმაც თავის მხრივ შექმნეს აპლიკაციაTizen-თვის.

საათების ეკრანებზე მიღებული შეტყობინების მეშვეობით შესაძლებელია გადახდების განხორციელება (Samsung Pay). ასევე დაანონსებულია, რომ Gear Sport-ის გამოყენება შესალძლებელია Samsung-ის ჭკვიანი ეკოსიტემების კონტროლერად (Gear VR-მდე).

ელემენტის მოცულობა – 300 მა/სთ. გვპირდებიან,  რომ ელემენტი დამუხტვის გარეშე ოთხ დღმე გაძლებს, ხოლო GPS-ის განუწყვეტლივ გამოყენების შემთხვევაში 14 საათამდე. არის უკაბელო დამუხტვაც. მოწყობილობების ფასი და გაყიდვაში გამოსვლის თარიღი უცნობია.

Fit2 Pro ღირებულება $200-ს შეადგენს, ხოლო გაყიდვაში გამოსვლის თარიღი 15 სექტემბერია.

Fit2 Pro-ს ტექნიკური დეტალებიც ცნობილია. ეს არის Gear Sport-ის  გამარტივებული ვერსია, იგივე ფიტნეს-შესაძლებლობებით (ასელერომეტრი, ბარომეტრი, GPS, პულსის დათვლა და აპლიკაცია Speedo On), სენსორული Super AMOLED-დისპლეი( ამჯერად 1,5-დიუმიანი, გარჩევადობით 216 × 432 წერტილი), ორბირთვიანი პროცესორი ტაქტური სიხშირით 1 გჰც, ოპერატიული მეხსიერება512 მბ, ფლეშ-მეხსიერება 4 გბ მოცულობით, უკაბელო კავშირის ადაპტერი Bluetooth 4.2, Wi-Fi b/g/n, GPS/GLONASS/Beidou.

დიზაინი კვლავაც უნივერსალურია. შავ-წითელი კორპუსი და სამაჯური მოსახერხებელია, როგორც სირბილის და ცურვის დროს,  ასევე ყოვლდღიურ ცხოვრებაში.

Fit2 Pro-მა წყალში, ასევე უნდა გაძლოს 50-მდე სიღრმეში. ჩაშენებული ელემენტის მოცულობა – 200 მა/სთ,  დამუხტვა – მხოლოდ კონტაქტური (POGO).

Samsung-ის ნაჩვენები მესამე «აქტიური» გაჯეტი პრეზენტაციაზე – უკაბელო ყურსასმენი IconX 2018. ყურასასმენის მთავარი მახასიათებელი – ავტონომიურბა, ხოლო დამუხტვით ორივე ერთად იმუხტდება.

IconX 2018-ის მართვა შესაძლებელია სენსორული ზედაპირით ან ხმით – ახალი თაობის ყურსასმენი მეგობრობს Bixby-თან. არის 4 გბიანი ჩაშენებული მეხსიერება.

მუშაობის ხანგძლივობა გაზრდილია: 7 საათმდე მოსმენის და 4 საათმდე საუბრის რეჟიმში. მიუხედავად, იმისა რომ პრეს-რელიზზე მხოლოდ შავი ფერი იყო დაანონსებული, დემოზონაში შესამჩნევი იყო ნაცრისფერი და ვადრისფერი IconX. წყალგაუმტარობასთან დაკავშირებით არაფერი არ იყო ნათქვამი. სავარაუდოდ მისი მხარადჭერა უბრალოდ არ არის. ასევე უცნობია გაყიდვაში გამოსვლის თარიღი და ფასი.

ყველაზე საინტერესოა, არა სატარებელი მოწყობილობები, რომელიც წარმოადგინა Samsung-მა, არამედ 34-დიუმიანი მონიტორი CH890  მომრგვალებული დისპლეით, რომლის გარჩევადობაც არის 3440 × 1440 პიქსელი. ფორმატი– 32:9. გამოყენებულია საფირმო ტექნოლოგია QLED, მხარდაჭერილია სტანდარტი HDR10. უმნიშვნელოვანესი გეიმერული მახასიათებლებიც მწყობრშია – 144 გჰ. გამოსახულების განახლების დრო 1 მწ-ს შეადგენს. სამწუხაროდ, მისი ფასი და გაყიდვაში გამოსვლის თარიღი უცნობია.

წყარო:3Dnews.