Apple ყოველ წელს შემოდგომაზე ატარებს სპეციალურ პრეზენტაციას სადაც ახალ გაჯეტებს წარადგენს ხოლმე. 2017 წლის პრეზენტაცია iPhone-ის 10 წლის იუბილეს მიეძღვნა და მასზე რამდენიმე სიახლე წარმოადგინეს, მათ შორის iPhone 8 და 8 Plus. სიახლეები გასული წლის მე-7 თაობის სმარტფონების გაგრძელებაა თუმცა კომპანიამ დაარღვია ტრადიცია და 7S/7S Plus-ის ნაცვლად პირდაპირ მე-8 თაობაზე გადავიდა.

ახალი iPhone 8 და 8 Plus-ის კორპუსი შუშისაა და ის მაღალი ხარისხის ალუმინის ჩარჩოშია მოთავსებული და გამაგრებულია ფოლადის კონსტრუქციით. სმარტფონის ქვედან მხარეს მოთავსებულია სტერეოდინამიკები, რომელბიც 25%-ით უფფო ხმამაღალ აუდიოს იძლევა ვიდრე iPhone 7. უკანა პანელის შუშით შეცვლა არა მხოლოდ დიზაინერული გადაწყვეტილება იყო, რადგანაც ამის წყალობით სმარტფონის უსადენოდ დამუხტვაა შესაძლებელი Qi სტანდარტის შესაბამისად. გარდა ამის Apple-შეძლო შეენერჩუნებია გამძლეობა და სმარფტონი წყლისა და მტვირსგან დაცვითაც აღჭურვა. ხელმისაწვდომი იქნება ერცხლის, მუქი ნაცრისფერი და ახალი სპილენძი-ოქროს ფერის მოდელები.

წინამორბედების მსგავსად Apple iPhone 8-ს აქვს 4,7 დიუმიანი ეკრანი ხოლო iPhone 8 Plus-ში არის 5,5 დიუმიანი მატრიცა. ორივე ეკრანი Retina სტანდარტს აკმაყოფილებს და აქვს TrueTone ტექნოლოგიის მხარდაჭერა, რითაც ფერების გარემოს განათებასთან ადაპტაცია ხდება.

iPhone8-ისა და 8 Plus-ის შეიგნით ახალი A11 Bionic ჩიპსეტია მოთავსებული. კომპანია გვპირდება, რომ ორი მაღალი წარმადობის ბირთვი 25%-ით ჯობია გასული წლის მოდელს, ხოლო ვიდეო ამაჩქარებლის სიჩქარე და ენერგომოეფექტური ბირთვების წარმადობა 75%-ით გაიზარდა. საინტერეოსა, რომ ახლა უკვე Apple საკუთარი დიზაინის გრაფიკულ ჩიპს იყენებს, რომელიც ახალ ჩიპსეტშია ინტეგრირებული. კამერის გამოსახულებისა და დამატებითი რეალობის დამუშავებისათვის Apple A11-ში ცაკლე გამოყოფილი ISP ჩიპი გამოიყენება, ხოლო ქსელთან კავშირს Wi-Fi, Bluetooth და LTE Advanced მოდულები უზრუნველყოფს.

iPhone 8-ის უკანა პანელზე 12 მეგაპიქსელიანი კამერაა f/1,8 დიაფრაგმით. Plus ვერსიაში დამატებითი კამერის მოდულია f/2,8 დიაფრაგმით და Protrait Lightning რეჟიმით.

კიდევ ერთი სიახლე ვიდეოს 4K გარჩევადობითა და 60 კადრი წამში სიჩქარით ჩაწერაა, ხოლო შენელებული რგოლების გადასღებად 1080p-ში 240 კადრი წამში გახდა შესაძლებელი. გარდა ამისა კამერები ორივე მოდელში აღჭურვილია ოპტიკური სტაბილიზაციით. შეგახსენებთ, რომ წინა მოდელებში ამის მარდაჭერა მხოლოდ Plus ვერსიას ქონდა.

ანსაკურთრებული ყურადღება Apple-მა AR ტექნოლოგიებს დაუთმო და ახალ iPhone-ებში არის დამატებითი რეალობის და Metal 2 ძრავის მხარდაჭერა. უკვ ძალიან მალე კომპანიის პარტნიორები გამოუშვებენ ახალ თამაშებს, რომელიც ამ თქნოლოგიების გამოყენებით შეიქმნა.

iPhone 8 და iPhone 8 Plus-ის ტექნიკური მონაცემები:

  • 4,7-დიუმიანი IPS-ეკრანი გარჩევადობით 1334х750 წერტილი, კონტრასტულობა 1400:1, ტექნოლოგია TrueTone (iPhone 8) ან 5,5-დიუმიანი IPS-ეკრანი გარჩევადობით 1920х1080 წერტილი, კონტრასტულობა 1300:1, ტექნოლოგია TrueTone (iPhone 8 Plus);
  • ჩიპსეტი A11 Bionic მოძრაობის დამხმარე პროცესორით M11;
  • 12-მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა f/1,8 დიაფრაგმით;
  • დამატებითი კამერა ტელეობიექტივით და f/2,8 დიაფრაგმით (მხოლოდ iPhone 8 Plus-ში);
  • 7-მეგაპიქსელიანი კამერა f/2,2 დიაფრაგმით;
  • წყლისა და მტვრისაგან დაცვა IP67 სტანდარტით;
  • თითის ანაბეჭდების სკანერი Touch ID;
  • Qi უკაბელო დამუხტვა;
  • გაბარიტები: 138,4 х 67,3 х 7,3 მმ (iPhone 8), 158,4 х 78,1 х 7,5 მმ (iPhone 8 Plus);
  • წონა: 148 გრამი (iPhone 8), 202 გრამი (iPhone 8 Plus);
  • iOS 11

ფასები და ხელმისაწვდომობა:

iPhone 8 64 GB – 699$
iPhone 8 256 GB – 849$

iPhone 8 Plus 64 GB – 799 $
iPhone 8 Plus 256 GB – 949 $

წყარო: ნავიგატორი