NASA-ის საერთაშორისო ზონდმა “კასინი” (Cassini) რამოდენიმე დღის წინ დაასრულა სატურნის შესწავლის 13 წლიანი მისია და ჰეროიკულად დაიღუპა მისიის შესრულებისას, აპარატი დაიწვა გაზის გიგანტის ატმოსფეროში. მისი ასაკი 20 წელს აღწევდა.

“ხომალდმა ჩვენს მიერ დასახული ყველა მოთხოვნა შეასრულა, მონაცემებს ის ბოლო მომენტამდე აგზავნიდა”, – განაცხადა “კასინი”-ის პროექტის ხელმძღვანელმა ერლ მეიზმა.

NASA-ში ლეგენდარული კოსმოსური აპარატი აპლოდისმენტებით და ემოციებით გააცილეს – ამ ხომალდმა წლების მანძილზე ძალიან დიდი სამუშაო შეასრულა.

სააგენტომ გამოაქვეყნა სატურნის ბოლო ფოტოები, რომელიც გადაღებულია ზონდის დაღუპვამდე რამდენიმე საათით ადრე. ფოტოებზე, რომელიც მოცემულია ვიდეოში, ჩანს თუ როგორ “შთანთქავს” სატურნი ზონდს.

დედამიწაზე გადმოცემული ბოლო კადრი გახლავთ ეს: