კომპანია HMD Global-მა, რომელიც Nokia-ს სავაჭრო მარკის ექსკლუზივს ფლობს განაცხადა, რომ Android-ის ბაზაზე  მყოფი ბრენდის ყველა სამრტფონი ოპ. სისტემის ბოლო ვერსიამდე განახლდება.

საუბარია შემდეგ მოდელებზე: Nokia 3, Nokia 5, Nokia 6 და Nokia 8. პროგრამული პლატფორმა, როგორც მოსალოდნელია Android 8.0 Oreo იქნება. დასახელებულ სისტემაში Notification Dots გამოჩნდება. ამა თუ იმ აპლიკაციის შეტყობინების წასაკითხად მისი გახსნის გარეშე, საკმარისია შესაბამის სენსორულ ღილაკზე თითის დაჭერა.

ახალ ოპ. სისტემასში გამოჩნდება ვიდეოს ყურების საშუალება რეჟიმში  «სურათი სურათში». პლატფორმა Android Oreo,  ჩაშენებული ფუნქციის «Google Play დაცვის» მეშვეობით, უსაფრთხოების უფრო მაღალ დონეს უზრუნველყოფს. ასევე, გათვალისწინებულია მოწყობილობის უსაფრთხოების მდგომარეობის მონიტორინგი და უფრო მეტად გაკონტროლდება აპლიკაციის დაყენების პროცესი.

Android Oreo შეამცირებს იმ აპლიკაციების აქტივობას, რომლებიც ფონურ რეჟიმში გამოიყენება. ეს ყველაფერი სმარტფონის ელემენტის ენერგიის დაზოგვის საშუალებას იძლევა.

თუ როდის გამოვა Android 8.0 Oreo Nokia-ს სმარტფონებზე, ჯერჯერობით უცნობია.

წყარო: geeky gadgets.