აშშ-ს საპატენტო და სავაჭრო მარკების უწყებამ (USPTO) Samsung-ის საკმაოდ საინტერესო საპატენტო განაცხადი გამოაქვეყნა.

დოკუმენტში საუბარია, «ელქტრონულ მოწყობილობაზე, რომელიც User Input-თვის ელექტრომაგნიტურ ველს იყენებს» (Electronic Device Using Electromagnetic Field For User Input). სარეგისტრაციო განაცხადი შესაბმის გამოგონებაზე, მიმდინარე წლის ივნისში გაკეთდა.

სამხრეთ კორეული გიგანტი პორტატულ კომპიუტერებში თაჩპადის შესაძლებლობების გაფართოვებას გვთავაზობს. სავარუდოდ, ასეთი პანელი უკონტაქტო ჟესტების ამოცნობას შეძლებს. სხვა სიტყვებით: მომხარებელი თაჩპადის ზედაპირთან ხელის გულის ან თითების მოძრაობით სხვადასხვა ბრძანებებს განახორციელებს.

ტექნიკური თვალსაზრისით სისტემა ელექტრომაგნიტური ველის რხევის რეგისტრაციაზე იქნება დამოკიდებული. უკონტაქტო ჟესტების მართვის მხარდაჭერით აღჭურვილი თაჩპადი, შესაძლოა კლავიატურის ქვეშ ან კლავიატურამდე განთავსდეს.

თეორიულად, მომხარებელი ჰაერში ხელის მოძრაობით ისეთი მომქმედებების შესრულებას შეძლებს, როგორიც არის: დოკუმენტის გვერდების გადაფურცვლა, ფოტოსურათის შეცვლა, ტრეკის გადართვა და ა.შ.

როდის ვიხილავთ  შემოთავაზებული გადაწყვეტილების პრაქტიკულ რეალიზაციას, ჯერჯერობით უცნობია.

წყარო: USPTO