კომპანია Samsung-მა ოფიციალურად წარმოადგინა ფლაგმანური პროცესორი  Exynos 9810. როგორც ცნობილია ჩიპი ჩაყენებული იქნება სმარტფონებში Galaxy S9 და Galaxy S9 Plus. ჩიპს აქვს ჩაშენებული LTE მოდემი, რომლის სიჩქარეა 1,2გიგაბიტი წამში. პოროცესორს აქვს ექვსი მატარებლის აგრეგაცია. ეს საშუალებას მისცემს მობილური ინტერნეტის საშუალებით ვიდეოს UHD ხარისხში ან 360 გრადუსში გაშვებისა.

Samsung-ის თქმით პროცესორი უზრუნველყოფს აპლიკაციების კიდევ უფრო სწრაფად გაშვებასა და გადართვებს შორის ნაკლები დროის საჭიროებას. Exynos 9810  არის რვაბირთვიანი, მუშაობს მაქსიმალურ 2,9 გიგაჰერც სიხშირეზე.

ასევე, ჩიპში ჩამონტაჟებულია მანქანური განვითარების ტექნოლოგია, რაც ნიშნავს, რომ მაგალითად მას შეუძლია ფოტოების საშუალებით ადამიანების ამოცნობა. სარგებლიანობის მხრივ, ეს საშუალებას მოგვცემს სასურველი ფოტო ვიპოვოთ მარტივად და სწრაფად მოვახდინოთ ფოტოების კლასიფიკაცია. აქვს თვალის გუგის სკანირების, სახის ამოცნობის, თითის ანაბეჭდის ტექნოლოგიების მხარდაჭერა.

Exynos 9810 უკვე გაშვებულია მასიურ წარმოებაში.