Categories
Internet

Nestle Fitness-ის რეკლამა: ფარული კამერა ლიფში

video.lifestylemanualupload.com@2cee26a2-efba-3895-a2d0-2a3bd71945c1_FULL

Nestle Fitness-მა ქალს ჩააცვა ლიფი, რომელზეც მიმაგრებული იყო ფარული კამერა იმისათვის, რომ ეჩვენებინა დღის განმავლობაში რამდენი ადამიანი შეავლებდა მზერას ქალის მკერდს. რატომ გააკეთეს ეს? იმისათვის, რომ ქალმა თვითონაც “შეხედოს” თავის მკერდს, რათა თავიდან აირიდოს მკერდის კიბო.

ამ ვიდეოში კი შეგიძლიათ ნახოთ, როგორ მომზადდა და გადაიღეს ეს ყველაფერი.

Categories
Microsoft

Windows-ის Start მენიუს ვიზუალური ისტორია

gcfhhbsaqtquzlmrryqk

Windows 10-ის Start მენიუ სოლიდურად გამოიყურება, მაგრამ სანამ ამ სახეს მიაღწევდა ბევრი ცვლილება გამოიარა. გადავავლოთ თვალი, როგორ გამოიყურებოდა Start მენიუ Windows-ის ოპერაციული სიტემის წინა ვერსიებში.

Windows 95

Windows 95

ყველაფერი აქედან დაიწყო. Windows 95-მდე Start მენიუ არ არსებობდა. აქამდე ხალხი იყენებდა Program Manager-ს. ახლა კი Minesweeper-მდე წვდომა გამარტივდა და ცხოვრება გაიოლდა.

Windows XP

Windows XP

Windows XP გამოვიდა Start მენიუს ახალი იმიჯით. Microsoft-მა ის არსებითად შეაკეთა: შემოგვთავაზა ორი სვეტი და მეტი დაკონფიგურების ვარიანტი. ერთი დიდი გაუმჯობესება: სწრაფი წვდომა დოკუმენტებზე, სურათებზე და პერსონალურ ფაილებზე.

Windows Vista

Windows Vista

Windows Vista-სთვის Microsoft-მა მცირეოდენი კორექტირება შეიტანა. Vista-ს Start მენიუ არ იყო ცუდი, მაგრამ ის ახალს ახაფერს გვთავაზობდა. ამ პერიოდისთვის დიდი ცვლილება იყო ის, რომ Start მენიუს გაფართოება დამოკიდებული იყო იმაზე, თუ რას დააკლიკავდი.

Windows 7

Windows 7

Windows 7-მა წარმატებით გადაწყვიტა პრობლემები, რაც Vista-ს ჰქონდა, მაგრამ Start მენიუში დიდი ცვლილებები არ შეუტანია.
დიდი განსხვავება იყო ის, რომ Windows 7-ში შენ უკვე არ შეგეძლო Start Mენიუ გარდაგექმნა კლასიკურ სტარტის მენიუდ.

Windows 8

Windows 8

როდესაც მოვიდა Windows 8 გრანდიოზული ოცნებებით, სტარტის მენიუმ მიიღო რადიკალურად განსხვავებული სახე: გაიშალა მთელ ეკრანზე. Start მენიუ გადაიქცა Start ეკრანად და იყენებდა “კაფელს” პატარა ბარების ნაცვლად. სტარტის დაკლიკვისას სხვა სამყაროში გადადიოდი. Power Settings კიდევ ერთ სამარცხვინო ბარში იყო განთავსებული. მოკლედ, დიდი ქაოსი იყო.

Windows 10

Windows 10

და აი, ახლა სადაც ვართ: უკან, ჩვეულ სტარტ მენიუსთან. ეს სტარტ მენიუ შეიცავს კლასიკური სტარტ მენიუს უნარებს და ამასთანავე, ერთიანდება “კაფელთან” :-). სურვილის შემთხვევაში შეგიძლია გადახვიდე მთლიან ეკრანზე, მაგრამ ეს აუცილებლობას არ წარმოადგენს.

დრონიდან გადაღებული საპროტესტო აქცია ჰონგ-კონგში

ეს პატარა გასაოცარი ვიდეო გადაღებულია ორშაბათს ღამე ჰონგ-კონგში დრონის გამოყენებით. ეს საპროტესტო აქცია ცნობილია, როგორც “ქოლგის რევოლუცია”. დემონსტანტები მოითხოვენ დემოკრატიულ არჩევნებს.

მოცეკვავე დრონები

დიუ სოლეის ცირკმა დრონები ააცეკვა. მათ გადაიღეს პატარა ვიდეო, სადაც ცეკვავს ათი დრონი, რომელთაც დამაგრებული აქვთ ნათურები. დრონები კონტროლირდება კომპიუტერული პროგრამიდან,  ასე რომ, მათ შეუძლიათ იმოძრაონ სინქრონულად და ამასთანავე, ინტერაქცია ჰქონდეთ მსახიობთან.

ამ ვიდეოში კი შეგიძლიათ ნახოთ, როგორ დადგეს ეს პერფომანსი.

Categories
Science

მეცნიერები გვიჩვენებენ, როგორ შევქმნათ “უჩინმაჩინის მოსასხამი”

cloak-video-image

როჩესტერის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს ოპტიკურ-ილუზიური მოწყობილობა, რომელიც შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ არის უჩინმაჩინის მოსასხამის სახეობის.

ეს არის სტაციონალური ხრიკი, მოწყობილობა ირეკლავს სინათლეს პატარა საგნების გარშემო – მკვლევარების მიერ, მაგალითისთვის გამოყენებულია სახაზავები და ფანქრები – შედეგად ისე ჩანს, თითქოს, საგნები გაქრა. ოთხი ლინზა განლაგებულია ამგვარად:

lens-diagram

თუ სწორად გამოიყენებ, შენ შეგიძლია დაინახო ლინზებს უკან , მაგრამ არა მათ შორის. მკვლევარებმა გვაჩვენეს ვიდეო, თუ როგორ ხორციელდება ეს. ფიზიკის პროფესორმა John Howell-მა და სტუდენტმა Joseph Choi-მ მოწყობილობა დაახასიათეს, როგორც სამგანზომილებიანი, მულტიმიმართულებიანი საშუალება გაუჩინარებისთვის.

მკვლევარები ამბობენ, რომ ილუზია შეიძლება განხორციელდეს უფრო დიდი ან პატარა ლინზებითაც.

აქ შეგიძლია ნახო მეტი ინფორმაცია, თუ როგორ შექმნა საკუთარი გასაუჩინარებელი მოწყობილობა ლინზებისგან.

2014 წლის საუკეთესო დრონები

Parrot-AR.Drone-2.0

თანამედროვე ტექნოლოგიების სასწაულების დახმარებით შენ შეგიძლია მშვიდად წამოწვე სავარძელზე და გახდე აგენტი. დაივიწყე ვარჯიში, ფიტნესი, სპეციალური უნარები. ახლა, იმისათვის, რომ გახდე აგენტი, გჭირდება მხოლოდ და მხოლოდ ამათგან ერთ-ერთი დრონი. მათი დახმარებით შენ შეგიძლია გაირბინო და დაათვალიერო სამეზობლო ან შენი შვილი გამოიჭირო არასაურველ ადგილას.

აჰ, ასევე, თუ გინდა დრონები შეგიძლია გამოიყენო ფილმის ან სურათის გადასაღებად, ჩაატარო კვლევა ან რამე, რასაც შენი გული ისურვებს.

 

DJI PHANTOM 2 VISION

DJI-Phantom-2-Vision

 

თუ უკვე გაქვს GoPro, მაშინ შეგიძლია იყიდო ორიგინალი Phantom-ი. მაგრამ თუ შენ გინდა კვადროკოპტერი, რომელსაც ჩაშენებული აქვს კამერა, მაშინ დაგჭირდება გაუმჯობესებული Phantom 2 ვერსია. აღჭურვილია 14მეგაპიქსელიანი კამერით, აქვს WiFi. მარტივად მუშაობს ნებისმიერ iOS ან Android მოწყობილობასთან. პირველ ვერსიასთან შედარებით, მეორეს წონა გაუმჯობესებულია, ანუ უფრო მსუბუქია. აქვს 5,200მა/სთ-იანი ბატარეა, ფრენა შეუძლია 25წუთის განმავლობაში. ეს დრონი დამწყებთათვის ყველაზე მარტივი მოსახმარია. ყიდვა

 

HUBSAN X4 H107C

Hubsan-X4-H107C

ამ დრონის კამერა არის ორი კატეგორიის: მარტივი და რთული. განსხვავება არის ფუნქციონალში. კამერა არის ფიქსირებული და არ მოძრაობს. თუმცა ყველაზე გამოუცდელ პილოტსაც კი შეუძლია ამ დრონს გააკეთებინოს სხვადასხვა ტრიუკები. ყიდვა

PARROT AR.DRONE 2.0 POWER EDITION

Parrot-AR-Drone-20-Power-Edition

2.0 Power Edition გაუმჯობესებული ვერსიაა ორიგინალი და სტარდარტული 2.0 ვერსიებისა. აქვს 1500მა/სთ-იანი ბატარეა, ფრენის დრო აქვს 20 წუთი, სურათებს იღებს 720პიქსელში და აქვს WiFi მხარდაჭრა. ყიდვა

3D ROBOTICS IRIS

3D-Robotics-Iris

ეს დრონი აღჭურვილია Pixhawk-ის ავტოპილოტის სისტემით, რომელიც საშუალებას გაძლევს დაგეგმო დრონის აფრენა და დაფრენა, განუსაზღვრო მისიები. თავად დრონს არ აქვს ჩაშენებული კამერა, მაგრამ შესაძლებელია კამერის მიმაგრება. ფრენა შეუძლია 10-დან 15წუთამდე, მაგრამ აპარატურული განახლება შესაძლებელია. ყიდვა

DJI SPREADING WINGS S1000

DJI-Spreading-Wings-S1000

თუ ფული გაქვს და არ იცი სად დახარჯო, S1000 დაგეხმარება ამ პრობლემის მოგვარებაში. ის ღირს დაახლოებით 4000$. ფასი განპირობებულია დრონის წონით. ის არის ძალიან მსუბუქი და ამასთანავე, შეუძლია მძიმე კამერის ტარება. მიმაგრებული კამერა მარტივად მართვადია. S1000 არის ძლიერი და სტაბილური, როგორც ჩაფიქრებული იყო. ამასთანავე, ის ფურფუშებიანია :დ ყიდვა

SKYBOTIX COAX AUTONOMOUS UAV MICRO HELICOPTER

Skybotix-CoaX-Autonomous-UAV-Micro-Helicopter

ეს დრონი არის პატარა, სუპერ ინტელიგენტი კომპიუტერი, რომელმაც იცის როგორ იფრინოს ქარიან ამინდში, როგორც ფოთოლმა. ამი წაკითხვა თუ არ შეგაშინებს, მისი ფასი დაახლოებით 5000$-ია. მას აქვს ორი კამერა, WiFi, Linux-ზე დაფუძნებული Gumstix Overo მიკროკომპიუტერული სისტემა, რომელსაც შეუძლია ჩაიტვირთოს კომპიუტერული პროგრამებით. აქვს წნევის სენსორი და ოთხი სონარი. ყიდვა

ZIPHIUS

ZIPHIUS

ღრუბლებში ფრენა საგმირო საქმეა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ მსოფლიოს დიდი ნაწილი წყალს უკავია. წყალქვეშა სამყაროს გამოსაკვლევად გამოგვადგება დრონი Ziphius-ი. მას შეუძლია გაიაროს წამში 6 მილი, გადაიღოს ვიდეოები და სურათები 720პიქსელში. ის კონტროლირდება აპლიკაციით შენს ტელეფონში ან ტაბლეტში. რაც საინტერესოა, მას ზურგზე აქვს თეფში, რომელიც შეგიძლია გამოიყენო სხვადასხვა ფუნქციით. მაგალითად, დაუმაგრო მეორე კამერა მეორე ვიდეოს გადასაღებად ან დააკავებინო შენი ლუდი. ყიდვა

Categories
Hardware

სამზარეულოს გაჯეტები

0-cover-mc-hammer

დღევანდელი მსოფლიო სავსეა გაჯეტებით. ყველას შეუძლია მონახოს მეთოდები იმისათვის, რომ ყოველდღიური საქმიანობა აქციოს მარტივად და სახალისოდ. სამზარეულოს გაჯეტები თანამედროვე საქმიან ადამიანს ეხმარება თავისი გატარებული დრო სამზარეულოში გახადოს მეტად გასართობი.

1. ბანანის დასაჭრელი

3-bananza-banana-slicer

2. საუზმისთვის სენდვიჩის მოსამზადებელი

5-breakfast-sandwich-maker

3. მწვანილის დასაჭრელი სპეციალური მაკრატელი

7-herb-scissors

4. ვაშლისა თუ კარტოფილის გასათლელი მოწყობილობა

9-victoria-apple-potato-peeler5. გაჯეტი სუშის მოსამზადებლად

1-sushezi-sushi-bazooka (1)

6. გაჯეტი ხელიდან არასასიამოვნო სუნის მოსაშორებლად

8-amco-rub-away-bar

7. ბულგარულის შიგთავსის ამოსაცლელი

15-norpro-ez-jalapeno-corer

8. გაჯეტი ბოსტნეულის სპირალურად დასაჭრელად

16-beiftons-spiral-slicer

9. სილიკონი ორთქლით მოსახარშად

14-tovolo-vegetable-steamer

10. მარწყვის ყუნწის მოსაშორებელი

11chefn-stemgem

 

Radiohead-ის ვოკალისტმა, ტომ იორკმა ახალი ალბომი BitTorrent-ზე დადო

Thom_Yorke

ტომ იორკის პირველი სოლო ალბომია “The Eraser”, რომელიც 2006 წელს გამოუშვა. რვა წლის შემდეგ კი მან გამოსცა ახალი ალბომი სახელწოდებით “Tomorrow’s Modern Boxes” და მოგვაწოდა არასტანდარტული გზით.

ალბომი გადმოსაწერად ხელმისაწვდომია BitTorrent-ზე და მისი ფასია 6$. მომხმარებლებისთვის ალბომის პირველი სინგლის “Brain in a Bottle” აუდიო და ვიდეო ვერსია უფასოა.

ხელოვანები, რომლებიც თანამშრომლობენ BitTorrent-თან იღებენ თანხის 90%-ს, BitTorrent კი – 10%-ს.

პროექტი BitTorrent Bundles ერთი წელია რაც ხორციელდება. უკვე განხორციელდა 120 მილიონი გადმოწერა 11 ათასი შემსრულებლის ნამუშევრების.

კამერა, რომელიც გაფრინდება და სურათს გადაგიღებს

გაიცანით Nixie :))
Nixie არის აქსესუარული კამერა, რომელიც შეგიძლია ატარო როგორც სამაჯური. მაგრამ განსხვავებით ფართოდ გავრცელებული სამაჯურებისა, Nixie-ს შეუძლია აფრინდეს შენი მაჯიდან და გადაიქცეს დისტანციურად მართვად მოწყობილობად. ის არის მომხიბვლელი კამერა დრონი.

nixie-selfie-drone-wrist

Intel-ი მართავს კონკურსს, რათა წაახალისოს აქსესუარული ტექნოლოგიების იდეები. Nixie ამ კონკურსის ერთ-ერთი ფინალისტია. ჯგუფის ლიდერს, Christoph Kohstall-ს სურს, მომხმარებელს ჰქონდეს შესაძლებლობა Nixie გააგზავნოს საფრენად ჟესტებით. ის ამოიცნობს სად დგახარ, გადაგიღებს სურათს და დაგიბრუნდება მაჯაზე. სავარაუდოდ, ხალხმრავალ ადგილას Nixie-ს გაუჭირდება ამოგიცნოს, რომელი მათგანი ხარ შენ. ჯგუფს ჯერ კიდევ ბევრი აქვს სამუშაო.

დრონის გამოყენებით გადაღებული ფოტოები

ფოტოგრაფმა Amos Chapple-მა გადაიღო ევროპის ისტორიული ქალაქები დრონის ტექნოლოგიის გამოყენებით. გადაღებულ ფოტოებში მოხვედრილია ჭიათურა, თბილისი, აფხაზეთი.

 

ბარსელონა, ესპანეთი

98127a50-441c-4af8-9ca7-363dc8868fce-1020x746

 

ტრიესტი, იტალია

b381d031-795c-495c-92f8-bd680f9107b4-1020x695

 

ბურტანჟი, ნოდერლანდები

7b2adf9e-60eb-44ac-ac51-289f98f8f7f0-1020x654

 

აფხაზეთი, საქართველო

cdbd5193-62ef-4f9d-9587-3589059ab09d-1020x766

 

კაცხის სვეტი, საქართველო

08a7b805-03af-483a-be29-7a49eacb5825-1020x655

 

ერევანი, სომხეთი

ab7e47ef-2f26-439e-93ba-581b79156532-1020x662

 

პარიზი, საფრანგეთი

1e88cc5e-0a81-449b-becc-4c70eba0905d-1020x724

 

თბილისი, საქართველო

7301d015-a085-4d5a-870b-34db05b3fff3-1020x586

 

ბუდაპეშტი, უნგრეთი

301b350a-fe1c-4650-9674-619479f64735-1020x675

 

მაგდებურგი, გერმანია

488cc71c-e6a7-4695-bf90-1a3f0d114381-1020x740

 

ბარსელონა, ესპანეთი

2987ee91-54f8-4345-bc3d-e37afbecea76-1020x824

 

სტამბული, თურქეთი

612b4132-7b3c-4089-b945-0ab5d2fca2da-1020x671

 

ბუდაპეშტი, უნგრეთი

f5ec12e1-bb95-4251-b4c8-f34119bf60f5-1020x612