Categories
Science

NASA-მ შექმნა ტრანსპორტი სხვა პლანეტებისათვის

nasas-modular-robotic-vehicle-autonomous-car

ამერიკის კოსმოსურმა სააგენტო NASA-მ წარმოგვიდგინა ახალი სატრანსპორტო საშუალების პროტოტიპი Modular Robotic Vehicle, რომელიც შემუშავებულია უმსხვილეს ავტომწარმოებლებთან ერთად. MRV შექმნილია მკაცრ პირობებში ფუნქციონირებისათვის სხვა პლანეტებზე, მაგალითად, მარსზე.

MRV ვიზუალურად ძალიან ჰგავს ავტომობილს გოლფის სათამაშოდ. ის მუშაობს ელექტრო ძრავებზე. ოთხივე ბორბალი დამოუკიდებლად მოძრაობს და შეუძლია 180 გრადუსზე, რაც ავტომობილს მანევრულობას ანიჭებს. გადაადგილების მაქსიმალური სიჩქარე დაახლოებით 64კმ/სთ-ია. თუმცა, ამ დროისთვის მნახველებისათვის მისი სიჩქარე შეზღუდულია 24კმ/სთ-მდე. MRV-ს წონა შეადგენს დაახლოებით 900კგ-ს, ზომებია: 2.13×1.52მ.

ამ ელექტრო ტრანსპორტს აქვს ოთხი ძრავი: თითო ბორბალზე თითო. MRV-ს მართვა შესაძლებელია დისტანციურად, რაც ინჟინერების ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა. ოპერატორი, რომელიც მოშორებით მართავდეს იქნება მანქანას, შეძლებს ტრანსპორტთან ჰქონდეს დინამიური კავშირი.

იხილეთ NASA-ს მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური ვიდეო:

 

Panasonic HX-A1 – 45 გრამიანი კამერა

10923298_10152872434308562_2564549701252954991_n-1440x564_c

კომპანია Panasonic-მა წარმოადგინა ახალი ექშენ კამერა HX-A1, რომელიც გამორჩეულია რიგი მახასიათებლებით. კამერის სიგრძე 83,1 მმ-ია, დიამეტრი – 26 მმ, ხოლო მისი წონა სულ რაღაც 45 გრამს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ შეგიძლიათ ყოველთვის და ყველგან თან ატაროთ კამერა. მოწყობილობის კორპუსი აგებულია MIL-STD 810F და IPX8 სტანდარტების მიხედვით, რაც ნიშნავს, რომ: კამერა შეგიძლიათ ჩადოთ წყალში 1,5 მეტრ სიღრმეში, ამავე სიმაღლიდან დაანარცხოთ, გამოიყენოთ -10°C ტემპერატურაზე. Panasonic HX-A1-ს აქვს 2,8მპ-იანი MOS სენსორი და 2,6მმ-იანი ობიექტივი. კამერას შეუძლია გადაიღოს Full HD ვიდეო წამში 30 კადრით ან HD ვიდეო წამში 60 კადრით. ასევე აქვს შენელებული კადრის გადაღების რეჟიმი სიხშირით 120 კადრი წამში, თუმცა ამ შემთხვევაში ვიდეოს გაფართოება არის 848×480 პიქსელი.

 

კამერას, Panasonic HX-A1, აქვს დამატებითი აქსესუარები: ინფრაწითელი ფანარი და ინფრაწითელი ფილტრი, რაც საშუალებას გაძლევთ სრულ სიბნელეში გადაიღოთ კადრი. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი: ეს პატარა მოწყობილობა შეგიძლიათ შეუერთოთ Panasonic-ის 2015 წლის ნებისმიერ კამერას და ისარგებლოთ ფუნქციით Twin Camera. ეს ფუნქცია საშუალებას გაძლევთ ობიექტი გადაიღოთ ორი განსხვავებული რაკურსით და შემდეგ მზა მატერიალი გააერთიანოთ ერთ ვიდეოში.

Panasonic-HX-A1-Action-Camera

კამერის შეძენა შესაძლებელი იქნება ამა წლის ივნისიდან დაახლოებით 200$-ად.

წყარო: geeky-gadgets.com

Categories
Microsoft

Microsoft-ის პატენტი ეკრანის ბაქტერიებისგან გასუფთავებას ეხება

colocolo_tablet_cleaner_a

თანამედროვე სამყაროში, ჩვენ მუდამ გვიწევს დისპლეის სენსორთან შეხება. ჩვენ გვაქვს სმარტფონები, პლანშეტები, ნოუთბუქები სენსორული ეკრანით და სხვა ბევრი მოწყობილობა. თუმცა, არ ვუფიქრდებით, რომ ამგვარი დივაისების ეკრანი შესაძლოა მრავალრიცხოვანი ვირუსებისა თუ ბაქტერიების მატარებელი იყოს. საზოგადოებრივ ტრანსპორტში ვეხებით სახელურებს, შემდეგ კი ვიღებთ სმარტფონს. ამ დროს ყველა მიკრობი ეკრანზე რჩება. კიდევ უფრო დიდი პრობლემაა, როდესაც ერთ სმარტფონს რამდენიმე ადამიანი იყენებს. ამ პრობლემაზე დაფიქრდა Microsoft და დააპატენტა დისპლეის ბაქტერიებისგან ულტრაიისფერი გამოსხივების საშუალებით ავტომატური დეზინფექციის ტექნოლოგია.

1

Microsoft გვთავაზობს განვათავსოთ პანელში ან პანელზე ფენა, რომელიც გამოასხივებს ულტრაიიფერ სხივებს და  გაასუფთავებს ეკრანს. შუქი გამოსხივდება სპეციალური წყაროდან, რომელიც ფირის ნაპირებზეა მოთავსებული და ირეკლება მისი გვერდებიდან. შუქის ნაწილი სპეციალური საკონტაქტო წერტილებიდან გარეთ აღწევს, რა დროსაც მომხმარებლის თითებს ბაქტერიებისგან ასუფთავებს.

uv-infection-microsoft-touchscreen-421x480

ჯერ-ჯერობით ამ ტექნოლოგიის რეალურ მოწყობილობებში დანერგვაზე არაფერი არ არის ცნობილი.

Categories
Android Hardware Samsung

Galaxy Note 5-ს შესაძლოა 4K დისპლეი ჰქონდეს

gsmarena_002

Analyst Days-ს პრეზენტციისას,  სამხრეთ კორეულმა კორპორაცია Samsung-მა დაამტკიცა ვარაუდი, რომ ამ წელს გამოუშვებს მობილურ მოწყობილობას Super AMOLED 3840х2160 გაფართოების  დისპლეით. ამავდროულად, მწარმოებლებმა შეიმუშავეს პიქსელების ახალი განლაგება, რომლის სახელწონდებაა “ალმასის პიქსელი”, რომელსაც აქვს PenTile-ის მსგავსი სტრუქტურა. წყაროებზე დაყრდნობით, ცნობილი გახდა, რომ სწორედ ასეთი ეკრანით აღიჭურვება Galaxy Note 5. პანელის წარმოება კი აგვისტოში დაიწყება. კომპანიამ უნდა მოასწოს დივაისის პრეზენტაცია IFA 2015-სთვის.

samsung-display-slide-1-480x282

ამასთავე, ცნობილი გახდა, რომ ჩვეულებრივ Galaxy Note 5-ს ექნება 5,89 დიუმიანი დისპლეი, ხოლო Galaxy Note 5 Edge მიიღებს 5,78 დიუმიან ეკრანს. პიქსელების სიმჭიდოვე იქნება 748ppi და 762ppi, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი მაჩვენებელია.

წყარო: phonearena.com

Categories
Android Hardware

Pebble ციფერბლატების კოლექციას მიიღებს

pebble-header-3

დღეისათვის, კომპანია Pebble-ს “ჭკვიანი” საათები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია. წინა კვირას დასრულდა რესურსების შეგროვების კამპანია ახალი თაობის საათისთვის Pebble Time. კამპანიის ფარგლებში, 78 470-ზე მეტმა მონაწილემ გაიღო ჯამში 20 338 986 დოლარი. თუ თქვენ ხართ Pebble-ს სმარტ საათის მფლობელი, ან აპირებთ მის შეძენას, ტქვენთვის სასიამოვნო სიახლე გვაქვს. Kickstarter-ზე დაიწყო კამპანია Lignite Collection-ის უნიკალური ციფერბლატების განვითარებისთვის. ციფერბლატები ორივე მოდელზე იდენდურად გამოიყურებოდეს იქნება, მხოლოდ ერთი განსხვავებით: Pebble Time-ზე ისინი იქნება ფერადი.

6d0b08bf2c173424d7471849ab36f8c9_original-480x344

69b9fc2b70610c769d14ffd8d4ebc757_original-480x344

შეგიძლიათ Kickstarter-ზე გადაიხადოთ 4$, რათა უკვე ივნისში მიიღოთ წვდომა Lignite Collection-ზე iOS-სა და Android-სთვის.

წყარო: geeky-gadgets.com

Categories
Samsung

Samsung Galaxy S6 Edge – წყალგაუმტარობის ტესტი

Screenshot-2015-03-30-at-9.34.53-AM1

ფლაგმან Galaxy S6-ის კონსტრუქციაში გამოყენებულია მეტალი და მინა. ნალებად საინტერესოდ არც Galaxy S6 Edge გამოიყურება, რომელიც გამოირჩევა ორმაგი ეკრანით. სამწყხაროდ, შარშანდელი S5-სგან განსხვავებით, წლევანდელ ფლაგმანებს არ მიუღიათ დაცვა წყლისგან. ყოველ შემტხვევაში, პრეზენტაციაზე ამ შესაძლებლობის შესახებ Samsung-ის წარმომადგენლებს არაფერი უთქვამთ. თუმცა რესურსმა, TechSmartt, გადაწყვიტა Galaxy S6 Edge გაეჩერებინა წყალში და შეემოწმებინა, როგორ იმუშავებდა.

როგორც ვიდეოში ჩანს, სმარტფონმა წყალქვეშ სრულიად წარმატებით იმუშავა დაახლოებით 22 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ კი ფლაგმანში წლის შესვლა დაიწყო და სმარტფონი გამოირთო. ამის შემდეგ მოწყობილობა არასტაბილურად მუშაობდა. დასამუხტად კაბელის შეერთებისას, ის ჩაიწვა სმარტფონის შიგნით. სმარტონის შიგნით არსებული წყალი კი არ იძლეოდა კამერის გამოყენების საშუალებას. თუმცა, ასეთი შედეგიც კი არ არის ცუდი. მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ Galaxy S6 Edge-ს არ გააჩნია სპეციალური დაცვა წყლისაგან.

წყარო: geeky-gadgets.com

 

Categories
Android Hardware

Qualcomm-მა წარმოადგინა Quick Charge 2.0

25190947215504

კომპანია Qualcomm-მა გადაწყვიტა, წარმოეჩინა საკუთარი სწრაფი დამუხტვის ტექნოლოგიის უპირატესობები და წარმოგვიდგინა Quick Charge 2.0. ამისათვის გამოყენებულ იქნება სამი სმარტფონი Nexus 6. თითოეულ მათდგანზე დაყენებული იყო ფლაგმანური 64-ბიტიანი პროცესორი Snapdragon 810 და 3200მა/სთ სიმძლავრის ბატარეა. ყველა მოდელი დამუხტეს 0-დან 100%-მდე. პირველ შემთხვევაში გამოყენებულ იქნა ტიპიური დამტენი მოწყობილობა 5ვ/1ა, მეორე – 5ვ/2ა, მესამე სმარტფონის შემტხვევაში კი გამოიყენეს დამტენი მოწყობილობა Qualcomm Quick Charge 2.0 5ვ/3ა-ზე.

ვიდეოში ნაჩვენებია, თუ როგორ დაიმუხტა Nexus 6 დამტენი მოწყობილობა Quick Charge 2.0-ის გამოყენებით 50%-მდე 40 წუთში. მაშინ, როდესაც იმავე დროში პირველმა და მეორე მოწყობილობა დაიმუხტა 22%-მდე და 32%-მდე. Qualcomm-ის განცხადებით, ტექნოლოგია Quick Charge 2.0-ს შეუძლია დამუხტოს მოწყობილობა 75%-ით სწრაფად.

ტექნოლოგია Quick Charge 2.0 მხარდაჭერილია Qualcomm-ის ზოგიერთ Snapdragon პროცესორზე. დღეისათვის Quick Charge 2.0-ზე მხარდაჭერიალია 13 Android მოწყობილობა: Motorola DROID Turbo, Nexus 6, Samsung Galaxy Note Edge, Samsung Galaxy Note 4, HTC Desire EYE, HTC One remix, HTC One (M8), Motorola Moto X (2014), Sony Xperia Z3 Tablet Compact, Sony Xperia Z3 Сompact, Sony Xperia Z3, Sony Xperia Z2 Tablet.

phband-210609

Categories
Apple

AppStore-ის 21 ყველაზე ძვირადღირებული აპი

apple-sign-apps

ბევრი მომხმარებელი ძალიან უკმაყოფილო შეხვდა Apple-ის ჭკვიანი საათების ფასებს. მაგრამ რას იტყვით თქვენ, თუ გეტყვით, რომ თქვენ მოგიწევთ 12149,79$-ის დახარჯვა App Store-ის სულ რაღაც 21 ყველაზე ძვირადღირებულ აპლიკაციაში. საუბარია ყველაზე ძვირიან აპლიკაციებზე, რომლებიც განთავსებულია App Store-ში. რესურსმა, Business Insider გადაწყვიტა მოეძია ეს აპლიკაციები და გაერკვიათ ნამდღვილად ღირს თუ არა ეს აპლიკაციები ის ფასი, რასაც ადებენ შემქმნელები.  ზოგი აპლიკაცია, მაგალითად, კატალოგი ექიმებისთვის ან პროგრამა ხალხთან ურთიერთობის დამყარებისთვის, რომელიც ეხმარება ადამიანებს, რომელთაც რაღაც მიზეზის გამო არ შეუძლიათ საუბარი, ნამდვილად ადეკვატურად ადევს მაღალი ფასი. თუმცა, დანარჩენი აპლიკაციები უყურადღებო ადამიანებზეა გათვლილი.

მაგალითად, აპლიკაცია QSFFStats-ის ფასია 999,99$. აპლიკაცია ძალიან მარტივი და უბრალო ინფერფეისით სთავაზობს მომხმარებელს, გაიგონ როდის წარმოადგენენ თავისი საყვარელი საფეხბურთო ჯგუფის დროშას. აპლიკაცია iVIP Black, რომლის ფასი ასევე 999,99$-ია, განკუთვნილია მილიონერებისათვის, რომლებსაც შეუძლიათ დაადასტურონ, რომ მათ ანგარიშზე არის თანხა არანაკლებ 1 მილიონისა. ამის შემდეგ ისინი იღებენ VIP სტატუსს, ხელმისაწვდომობას სხვადასხვა მომსახურებაზე, ფასდაკლებებს და სხვა უპირატესობებს.

App Store-ის ყველაზე ძვირადღირებული აპლიკაციების სია:

most-expensive-iphone-apps-480x460

წყარო: bgr.com

Handiii – სმარტფონით მართვადი ხელი

handiii_logo

მწარმოებლები დიდი ხანია გადავიდნენ მაღალტექნოლოგიური პროთეზების წარმოებაზე, რომლებიც რეაგირებენ მაუსის სიგნალებზე. ამ სახის პროდუქტები არ არის ფართოდ გავრცელებული, მათი მაღალი ფასის გამო. რობოტიზირებული ხელი Handiii შესაძლებელია გახდეს ბიუჯეტური ვერსია ამ სახის პროდუქტებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. Handiii-ს ფასი შეადგენს 300$-ს. Handiii-ს შეუძლია ამოიცნოს მაუსის სიგნალები და გარდაქმნას ის სწორ მოძრაობად. მოწყობილობა იაფია იქიდან გამომდინარე, რომ Handiii დამზადებულია 3D პრინტერში.

 

Categories
Android Hardware

Xiaomi Mi TV 2 – 40-დიუმიანი Android ტელევიზორი

გასულ წელს, ჩინური კომპანია Xiaomi გამოჩნდა ტელევიზორების ბაზარზე. მან წარმოადგინა 4K ეკრანიანი Mi TV. დღეს კი ჩინურმა გიგანტმა კომპანიამ დააანონსა ახალი მოდელი: Mi TV 2, რომელსაც აქვს 40-დიუმიანი ეკრანი და Full-HD გარჩევადობა. დისპლეი ჩასმულია ჩარჩოში, რომლის სისქე მხოლოდ 14,5მმ-ია. უკანა პანელი ხელმისაწვდომი იქნება რამდენიმე ფერის: ციფერი, მწვანე, ყვითელი და წითელი. Mi TV 2 მუშაობს ოპერაციულ სისტემა Android 4.4 KitKat-ზე (ხელმისაწვდომი განახლებით Android 5.0 Lollipop-მდე).

ca15o3yu8aekjfh-480x240

Mi TV 2-ზე დაყენებულია შუქდიოდური პანელი  Sharp SDP X-GEN LED გაფართოებით 1920×1080 პიქსელი. აქვს პროცესორი MediaTek MStar 6A908 ოთხბირთვიანი Cortex-A9, მუშაობს 1,45გჰც-ზე. აქვს გრაფიკული ამაჩქარებელი Mali-450 MP4, 1.5გბ-იანი ოპერატიული მეხსიერება DDR3 და 8გბ შიდა მეხსიერება.

Xiaomi Mi TV 2 გამოირჩევა Dolby MS12 ხმის ტექნოლოგიით, აქვს აპარატული დეკოდირება H.265, მხარდაჭერა პოპულარული ფორმატების, როგორიცაა: MKV, MP4, MOV, TS, AVI და ბევრი სხვა. სმარტ ტელევიზორს შეუძლია შეასრულოს სათამაშო Android კონსოლის როლი.

Xiaomi Mi TV 2-ის გაყიდვები ჩინეთში დაიწყება 31 მარტიდან და მისი დაახლოებითი ფასი იქნება 320 დოლარი.

xiaomi-mi-tv-2-40-inch_2