Categories
Games Google

Google-მა წარმოგვიდგინა Magic Leap-ის შესაძლებლობები

Goole-მა მილიონობით დოლარით დააფინანსა სტარტაფ პროექტი, რომელიც გულისხმობდა Magic Leap-ის შექმნას. ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა დემო ვიდეოები, თუ როგორ მუშაობს ეს ვირტუალური მანქანა. მოწყობილობა საშუალებას იძლევა, ვირტუალური ხატულების საშუალებით, წვდომა გვქონდეს, როგორც ინტერნეტთან, ასევე დესკტოპ აპლიკაციებთან. შემქმნელები გვპირდებიან, რომ უახლოეს მომავალში წარმოადგენენ შუთერ თამაშებს, სადაც თქვენი იარაღი იქნება სპეციალური კონტროლერები, ხოლო ოთახი სადაც იმყოფებით, გადაიქცევა ნამდვილ საომარ არენად.

დაველოდოთ, როდის იქნება ეს მოწყობილობა გაყიდვაში და რა თქმა უნდა, რა იქნება მისი ფასი.

 

Categories
Games

Angry Birds-მა ახალი ჟანრი აითვისა

Screen+Shot+2014-09-08+at+1.17.58+PM

პოპულარული თამაში Angry Birds-ის მწარმოებელმა Rovio-მ შექმნა თამაშის ახალი მობილური ვერსია სახელწოდებით Angry Birds Stella Pop. თამაში უკვე ხელმისაწვდომია გადმოსაწერა iOS და Android მომხმარებლებისთვის. თამაში გადმოსაწერად უფასოა, თუმცა, როგორც სხვა თამაშებს, მასაც აქვს შიდა ყიდვის ფუნქციები. Angry Birds Stella Pop-ში მომხმარებლებმა უნდა გახეთქონ ფერადი ბუშტები, გადაარჩინონ ცოცხალი არსებები, დააგროვონ ქულების მაქსიმალური რაოდენობა.

ყოველ საფეხურზე მოტამაშეები ხვდებიან სტელას ჩიტებს და მათ მეგობრებს: არტისტული ბილს, მავნე პოპს, გენიოსი დალიასა და ახალგაზრდა ლუკას. თითოული ციტი ფლობს უნიკალურ სუპერშესაძლებლობას, ერთდა კი ისინი არიან ჯგუფი, რომლზეც უნდა გაიმარჯვოს მწვანე ღორმა და წინააღმდეგობა გაუწიოს ცუდ პრინცესა გეილს.

[pb-app-box pname=’com.rovio.ABstellapop’ name=’Angry Birds Stella POP!’ theme=’discover’ lang=’en’]

 

Categories
Android Software

აპლიკაცია Ycon საშუალებას გაძლევთ საკუთარი ფოტოსგან გააკეთოთ სტიკერი

ycon-line-selfie-sticker-maker-app-01

კომპანია LINE Corporation ვთავაზობს სერვისს უფასო ზარებისა და გზავნილებიისათვის. ამჯერად, მათ შექმნეს სტიკერების მენეჯერი სახელწოდებით “Ycon”. აპლიკაცია შექმნილია LINE Selfie Sticker ბაზაზე, რომელიც გამოვიდა გასული წლის ზაფხულში. აპლიკაცია მომხმარებელს საშუალებას აძლევს შექმნას პერსონალიზირებული სტიკერი ნახატებისგან ან საკუთარი ფოტოების გამოყენებით. Ycon გვთავაზობს 1 000 შაბლონს, რომელშიც შეგვიძლია ჩავსვათ ფოტო. შაბლონების რაოდენობა უფრო და უფრო იზრდება. მომხმარებელს საშუალება აქვს გაადიდოს ან დააპატარავოს ფოტო, ან დაამატოს ტექსტი.

LINE Selfie Sticker ძალიან პოპულარული იყო მომხმარებლებში – აპლიკაციას ჰქონდა 4,5 მილიონი გადმოწერა ნახევარი წლის მანძილზე. 14 ქვეყანაში ის გახდა App Store-ის ლიდერი აპლიკაცია “გართობის” განყოფილებაში.

აპლიკაცია ხელმისაწვდომია iOS და Android მომხმარებლებისთვის.

Ycon – Google Play

Ycon – App Store

Categories
Google Hardware

მომდევნო Nexus შესაძლოა ჩინელებმა გამოუშვან

nexus-china

Google-სათვის Nexus მოწყობილობების წარმოებით დაკავებული იყო HTC, Samsung, LG, Motorola და Asus. მიუხედავად იმისა, რომ გავრცელებული იყო ჭორები ხაზის დახურვის შესახებ, Motorola-მ გამოუშვა უზარმაზარი Nexus 6, HTC-მ კი ლაკონური Nexus 9. ამასთანავე, ჩინურ სოციალურ ქსელ Weibo-ში გავრცელდა ხმები, რომ Google-მა Nexus-ის ახალი მოდელის წარმოება შესაძლოა მიანდოს ჩინურ მწარმოებლებს. სამწუხაროდ, დეტალები ცნობილი არაა. მწარმოებლად შესაძლოა მოგვევლინოს, როგორც ადგილობრივი ტექნოლოგიური გიგანტები – Xiaomi, Huawei, Lenovo, ასევე, ნაკლებად ცნობილი კომპანიები, როგორიცაა Meizu და OnePlus.

Xiaomi აცხადებს, რომ კომპანიის მიმდინარე ვიცე პრეზიდენტი ჰიუგო ბარა არის Google-ის ყოფილი თანამშრომელი. გარდა ამისა, Xiaomi-მ უკვე აქვს გამოცდილება ტოპ მოწყობილობების გამოშვებისა, როგორიცაა Mi Note და Mi Note Pro. ნებისმიერ შემთხვევაში, Nexus-ის ახალი დივაისის დაანონსებამდე დარჩენილია თითქმის 9 თვე და ამ პერიოდში ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს.

წყარო: phonearena.com

Categories
Hardware

Huawei-მ წარმოადგინა სმარტ სამაჯური 4,5G მხარდაჭერით

ლონდონში სპეციალური ღონისძიებაზე Huawei-მ წარმოადგინა “ჭკვიანი” სამაჯური, რომელსაც აქვს LTE მხარდაჭერა. დივაისის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება არის ის რომ, სამაჯური იმუშავებს 4,5G ქსელში, რომლის განვითარებაზეც თავად Huawei მუშაობს. რაც შეეხება სხვა თავისებურებებს: სამაჯური “თვალს ადევნებს” მფლობელის ფიზიკურ აქტივობას და ასევე, შეუძლია შეცვალოს მისი გულისცემა. თუ კომპანიის ანალოგიური მოწყობილობის ბოლო მოდელთან შედარებით განვიხილავთ, სამაჯურმა უნდა მიიღოს 1,4 დიუმიანი OLED დისპლეი, Bluetooth-ისა და NFC-ის მხარდაჭერა და ასევე, მტვერ- და წყალდაუმტარი კორპუსი.

დივაისის შიგნნით ვიხილავთ კომპანია Neul-ის წარმოებულ LTE-M ჩიპს, რომელიც Huawei-მ შეიძინა გასულ წელს.

huawei_talkband_b1_blue_black-480x359

4,5G-ს გამტარუნარიანობაა 1გბ/წმ. ამგვარ ქსელს შეუძლია უზრუნველყოს დრონებისა და ვირტუალური რეალობის მოწყობილობების მუშაობა. Huawei-ს განცხადებით 4,5G არის რაღაც საშუალო დღევანდელ 4G-სა და მომავალ 5G-ს შორის.

წყარო: phonearena.com

Categories
Hardware

Pixie-ს სენსორები დაგეხმარებათ დაკარგული ნივთების პოვნაში

pixie_4-480x342

თუ თქვენ ხშირად კარგავთ მნიშვნელოვან ნივთებს, ახალი თვალყურის დივაისი სახელწოდებით Pixie დაგეხმარებათ იპოვოთ ისინი მალე. Pixie-ს სენსორი შეგიძლიათ მიაკრათ გასაღებების აცმას, საფულეს, დისტანციური მართვის პულტს და ძაღლის ყელსაბამსაც კი. ნივთის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას კი მიიღებთ თქვენს სმარტფონში. მწარმოებელი კომპანია გვთავაზობს პლატფორმას Location of Things, რომელიც IoT (Internet of Things)-სგან განსხვავებით, არა მხოლოდ აკავშირებს ნივთს ინტერნატთან, არამედ თვალს ადევნებს მის მდებარეობას.

Pixie Point-ის წინასწარი შეკვეთა უკვე შესაძლებელია მწარმოებლის საიტზე. Pixie იყიდება კომპლექტებად და ფასი იწყება 39,95დოლარიდან. ამ ფასად თქვენ მიიღებთ 4 ტრეკერს. 8 ტრეკერი დაგიჯდებათ 74,90 დოლარი, ხოლო 12 – 109,85დოლარი.

https://www.youtube.com/watch?v=3hXfZNL9Zq4

Categories
Hardware

BlackBerry Leap – კომპანიის ახალი სენსორული სმარტფონი

რესურსმა CrackBerry გაამღჟავნა ინფორმაცია მოსალოდნელი ახალი სმარტფონის BlackBerry Leap-ის შესახებ, რომელიც შესაძლოა წარადგინონ MWC 2015-ის გამოფენაზე. ამ მოწყობილობის შესახებ ხმები უკვე დადიოდა და და ვრცელდებოდა სახელით BlackBerry Rio, დღეს ეს ხმები დადასტურდა და ტექნიკური სპეციფიკაციების შესახებაც გავრცელა ინფორმაცია. მოწყობილობა იმუშავებს ოპერაციულ სისტემაზე BlackBerry 10. დივაისი აღჭურვილი იქნება მთლიანი სენსორული ეკრანით. თუმცა, გავრცელებული იყო ჭორები, რომ მას ექნებოდა QWERTY კლავიატურა.

largekeyboard-e1424786890815

გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, BlackBerry Leap-ის ტექნიკური მონაცემები გამოიყურებოდეს იქენბა შემდეგნაირად:

  • 5-დიუმიანი ეკრანი გაფართოებით 1280×720 პიქსელი;
  • 8მპ-იანი მთავარი კამერა და 2მპ-იანი წინა კამერა;
  • ბატარეა 2 800 მა/სთ;
  • ორბირთვიანი პროცესორი Qualcomm Snapdragon S4 (MSM 8960) სიხშირით 1,5 გჰც;
  • 2 გბ ოპერატიული მეხსიერება;
  • 16 გბ შიდა მეხსიერება + სლოტი მეხსიერების ბარათისთვის microSD;
  • LTE-ის მხარდაჭერა + ოპცია 4G Hotspot;
  • Wi-Fi 802.11 b/g/n;
  • Bluetooth 4.0, DLNA, Miracast;
  • 9,5მმ-ის სისქის კორპუსი;
  • ორმაგი მიკროფონი.

blend2_rio_-329x480

მოწყობილობის საბოლოო სახელი ჯერ ჯერობით დანამდვილებით არ არის ცნობილი. არ არის გამორიცხული, რომ დივაისი ბაზარზე გამოვიდეს BlackBerry Rio-ს ან BlackBerry Z20-ის სახელით. სმარტონის მოსალოდნელი ფასია 300დოლარამდე.

წყარო: crackberry.com

Categories
Hardware

Acer გვპირდება, რომ MWC 2015-ზე წარმოადგენს Windows 10-ზე მომუშავე სმარტფონს

acer-smartphone

მიუხედავად იმისა, რომ Acer დღევანდელ მსოფლიოში არ არის წამყვანი მწარმოებელი სმარტფონებისა, კომპანია არ აპირებს ბრძოლის გარეშე დატოვოს მობილური ბაზარი. ბოლო პერიოდში, ტაივანური მწარმოებელი კომპანია კონცენტრირებული იყო Android-ის ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე სმარტფონის შექმნაზე, თუმცა, როგორც ჩანს, უნდა ველოდოთ რაღაც ახალს. გამოცემა Focus Taiwan-ის ცნობით, MWC 2015-ის გამოფენაზე, რომელიც შემდეგ კვირას გაიმართება, Acer აპირებს წარმოგვიდინოს თავისი პირველი სმარტფონი Windows 10-ის ბაზაზე. ტექნიკური მონაცემების შესახებ ცნობილი არაფერია, თუმცა წყაროს მტკიცებით, მოწყობილობა იქნება საწყისი ან საშუალო დონის.

Windows 10 სმარფტონებისთვის ოფიციალურად ჯერ არ გამოსულა, ასე რომ, Acer-ის ახალ სმარტფონს 2015წლის მეორე ნახევრამდე არ უნდა ველოდოთ.

წყარო: phonearena.com

Categories
Android Google

Project Ara-სთვის ახალ მოდულებს MWC 2015-ზე წარმოადგენენ

Project-Ara

წინა თვეს Google-მა გამართა კონფერენცია Project Ara Developers Conference, რომელზეც ანონსირებულ იქნა მოდულური სმარტფონი Spiral 2. მოწყობილობის დისპლეის გარჩევადობა არის 1280х720 პიქსელი, აქვს პროცესორი  Marvell PXA1928 ან NVIDIA Tegra K1 და 5-მეგაპიქსელიანი კამერა. ახლა კი ცნობილი გახდა, რომ მომავალი თვის დასაწყისში MWC 2015-ზე წარმოდგენილი იქნება ახალი ჩანაცვლებითი მოდულები აღნიშნული სმარტფონისთვის. ცნობილია, რომ Google-მა დაიწყო თანამშრობლობა კომპანია Yezz-თან, რომელიც გააკეთებს რამდენიმე მოდულს Spiral 2-სთვის.

https://www.youtube.com/watch?v=intua_p4kE0#t=11

გავრცელებული ინფორმაციით, კომანია Yezz-ს, ამ დროისთვის, აქვს 100-მდე მოდული, თუმცა, მხოლოდ რამდენიმე მათგანი იქნება წარმოდგენილი კონფერენციაზე. სამწუხაროდ, დღეისათვის სხვა სიახლეები ცნობილი არაა.

წყარო: Geeky Gadgets

Xiaomi აპირებს გამოუშვას საკუთარი კვადროკოპტერი

sunset-dji-phantom

Xiaomi ამჟამად აწარმოებს სმარტფონებს, პლანშეტებს, სხვადასხვა სახის აქსეუარებს და ტანსაცმელსაც კი. თუმცა, ის ამით არ კმაყოფილდება და აპირებს გაზარდოს საკუთარი საქონლის ხაზი. კომპანია აპირებს თავი გამოცადოს კვადროკოპტერების სწრაფად მზარდ ბაზარზე. ბაზრისათვის დადებითად იმოქმედებს Xiaomi-ს სურვილი დაკავდეს დრონების წარმოებით. სმარტფონების შემთხვევაში, Xiaomi-ს პოპულარობა უზრუნველყო დაბალმა ფასებმა და კარგმა ტექნიკურმა მახასიათებლებმა.

წინასწარი ინფორმაციით, Xiaomi-ს კვადროკოპტერი მსგავსი იქნება DJI Phantom-ის.

წყარო: 4pda.ru