Categories
Hardware

LG G3, G Watch R და 4K OLED ტელევიზორი დეტექტიური ისტორიების გმირები გახდნენ

PictureQuality_ourstory_960x540

კომპანია LG Electronics-მა, კამპანიის ფარგლებში “ვინ ჩაშალა ჯენის ქორწილი”, წარმოადგინა მაღალი ხარისხის გამოსახულება თავის ახალ Ultra HD 4K OLED ტელევიზორის რკალისებულ ეკრანზე, სმარტფონზე LG G3 და საათზე G Watch R. წამოწყლებული კამპანია ვიდეორგოლში გვიყვება საიდუმლო დეტექტიურ ისტორიას. ვიდეორგოლი გადაღებულია LG G3-ით. LG-ის რკალისებურმა ტელევიზორმა კი წარმოაგდინა შესაძლებლობა თითოეული დეტალის აღსაქმელად. G Watch R კი დეტექტივის იმიჯის ნაწილი გახადეს.

 

შეთქმულებმა მოაწყვეს “ფერთა ხულიგნობა” და დაარღვიეს საქორწინო ცერემონიალი. თუმცა, ვერ მოახერხეს დამალვოდნენ ცნობისმოყვარე დეტექტივს, რადგან LG-ის მოწყობილობებმა შეძლო გადმოეცა ყველაზე წვრილმანი დეტალები. ყველა ვიდეოს ნახვა შეგიძლიათ აქ.

LG G3 აერთიანებს ყველაზე პროგრესულ ტექნოლოგიებსა და გამოყენების სიმარტივეს. სმარტფონის ეკრანი Quad HD გაფართოებით, 5,46 დიუმიანი დიაგონალით და 538ppi პიქსელების სიმჭიდროვით, უზრუნველყოფს გამოსახულების სიცხადეს და ფერთა ბუნებრივობას.

LG Ultra HD 4K OLED ტელევიზორი რკალისებური ეკრანით იყენებს WRGB ტექნოლოგიებს 4K Ultra HD (3840×2160პიქსელი) გაფართოებით, უზრუნველფოფს ახალი დონის ხარისხს და გამოსახულების რეალურობას.

G Watch R-ის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი გახდა მრგვალი P-OLED დისპლეი 1,3 დიუმით, რომელიც კარგად ახდენს ფერთა დემონსტრაციას ნებისმიერი კუთხიდან და კაშკაშა, მზიან ფონზეც.

PictureQuality2_ourstory_960x540

Categories
Hardware

OctoFire-ს შეუძლია ერთდროულად 8 მოწყობილობის დამუხტვა

OctoFire-8-Port-USB-3

რთული ასარჩევია USB კერა, მითუმეტეს თუ აპირებთ მოწყობილობას მიუერთოთ ბევრი გაჯეტი, რადგან ისინი საჭიროებენ ბევრ ენერგიას. კომპანია Skiva Technologies-მა, საიტზე Kickstarter, წარმოგვიდგინდა USB ცენტრი OctoFire, რომელიც აღჭურვილია 8 USB 3.0 პორტით. თითოეულ პორტზე დენის ძალა არის 2,1ამპერი, ხოლო სიმძლავრე – 12ვატი. OctoFire-ს სპეციალური სისტემა საშუალებას აძლევს მოახდინოს მიერთებული მოწყობილობის იდენტიფიცირება და დაარეგულიროს კვების პარამეტრები. გარდა ამისა, მოწყობილობა უზრუნველყოს მონაცემების გადაცემას სიჩქარით 5გიგაბიტი წამში.

OctoFire საშუალებას იძლევა დავმუხტოთ ნებისმიერი მოწყობილობა, რომელსაც გააჩნია USB ინტერფეისი. პროექტის მხარდაჭერა და მოწყობილობის შეძენა შეგიძლიათ საიტზე Kickstarter 66დოლარად.

 

Categories
Apple

HTC-ის დირექტორის განცხადებით iPhone მოსაწყენი მოწყობილობაა

one-x-iphone-5-htc

ამ კვირის დასაწყისში Apple-მა გამოაქვეყნა თავისი ფინანსური შედეგები. ფაქტებზე დაფუძნებით მიიღო გასაოცარი შედეგი: 2014 წლის ოქტომბრიდან დეკემბრამდე გაიყიდა 74,5 მილიონი iPhone (iPhone 6 და iPhone 6 Plus  რა თქმა უნდა ვარსკვლავები იყვნენ). ჯეფ გორდონმა, HTC-ის დირექტორმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, Apple-ს მიულოცა ეს მიღწევები. ამასთანავე, განაცხადა, რომ iPhone-ს თვლის ძალიან მოსაწყენ მოწყობილობად. მისი სიტყვებით Apple-ს სმარტფონი არის მოსაწყენი და მარტივი არჩევანი. “მე ვამჯობინებდი უფრო უნიკალურ მოწყობილობას, რომელიც ჯიბინად ამოღების შემდეგ გამაოცებდა,” – განაცხადა გორდონმა. ალბათ, ამგვარ მოწყობილობად თვლის HTC One M8-ს.

წინა თვეს ჯეფ გორდონმა მოგვიყვა HTC-ის 2015 წლის გეგმების შესახებ და დაგვპირდა “დიდ სიურპრიზებს”. მოარული ხმების თანახმად, HTC One M9 არ იქნება ისეთივე ძლიერი მოწყობილობა, როგორიც მისი წინამორბედი. ასე რომ, ვიმედოვნებთ, საუბარია კომპანიის სხვა ახალ მოწყობილობებზე.

წყარო: 4pda.ru

LG G4 შესაძლებელია გახდეს პირველი სმარტფონი 3K ეკრანით

lg-logo

LG-მ შარშან წარმოგვიდგინა სმარტფონი LG G3, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო Quad HD (2560×1440პიქსელი) გარჩევადობით. ფლაგმანის რელიზის შემდეგ, მწარმოებლებმა მასიურად დაიწყეს QHD ეკრანიანი ტელეფონების წარმოება. ამგვარად, LG G3 გახდა ამგვარი მობილური მოწყობილობის სტანდარტი, როგორც არის Samsung Galaxy Note 4 და Google Nexus 6. ახლა მომხმარებლები დაინტერესებულები არიან, შეძლებს თუ არა LG G4 გახდეს ასეთივე წარმატებული მოწყობილობა ინოვაციური ტექნოლოგიების სამყაროში. გამოცემა MyLGPhones იუწყება, რომ აღმოაჩინეს UA პროფილი სმარტფონში LG-VS999, რომელიც აღჭურვილია 3K დისპლეით (2880×1620პიექსელი) და წამოდგენილი იქნება, როგორც ქსელზე მიბმული ვერსია LG G4 Verizon-სთვის.

ბოლო ინფომაციის გაჟონვის შედეგად გაირკვა, LG-ის მომდევნო ფლაგმანი არ იქნება წარმოდგენილი MWC 2015-ზე. მისი ანანოსი მოგვიანებით მოხდება. მოსალოდნელია, რომ G4 აღჭურვილი იქნება უახლესი მახასიათებლებით: 8-ბირთვიანი პროცესორი Snapdragon 810 და 3გბ ოპერატიული მეხსიერება.

წყარო: www.4pda.ru

Categories
Hardware

2015 წლის ივლისში LG დაიწყებს მოქნილი ეკრანების მასიურ წარმოებას

LG Display-მ განაცხადა, რომ ამა წლის ივლისიდან დაიწყებს მოქნილი Plastic-OLED დისპლეების მასიურ წარმოებას. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე თვის დასაწყისში გამართულ CES 2015-ზე LG-მ წარმოგვიდგინა G Flex 2 რკალისებრი დისპლეით. თუმცა, თხელი დამცავი მინის გამოყენება გაღუნვის რადიუსს უწესებს ლიმიტს 75მმ-მდე. ამ მიმართულებით კორეული მწარმოებლების უახლესი მიღწევები კი საშუალებას იძლევა დისპლეი გაკეთდეს მთლიანად პლასტმასისგან 30მმ-იანი გაღუნვის რადიუსით.

lg-flexible-oled-displays1-480x339

~

ახალი დიპლეების გამოირჩევა იმით, რომ ისინი არ ტყდება. გარდა ამისა, LG-მ ტექნიკური მახასიათებლების საკმაოდ მაღალ საფეხურს მიაღწია: ენერგომოხმარება 60 ლუმენი/ვტ, 75 ლუმენი სიკაშკაშით, საშუალო ფერთა ტემპერატურა შეადგენს 3000 კელვინს, ფერთა გადაცემის ინდექსი 85-ზე მაღალია. ამგვარი მახასიათებლები ფერთა გადაცემაში არ არის საუკეთესო, მაგრამ LG განაგრძობს ტექნოლოგიების განვითარებას.

lg-flexible-oled-displays-2-480x290

lg-flexible-oled-displays-3-480x290

ჯერ არ არის ცნობილი რომელ მოწყობილობებზე გამოიყენებს LG ახალ პანელს.

LG G Flex 2 – განხილვა

ces-2015-lg-g-flex-2-7437.0

LG G Flex 2 კომპანიის მეორე მცდელობაა შექმნას რკალისებრი სმარტფონი. G Flex 2, როგორც დაგეგმილი იყო, წარმოდგენილ იქნა CES 2015-ზე. აღსანიშნავია, რომ სმარტფონის ზომა, წინა მოდელთან შედარებით გაცილებით პატარაა – ის 5,5 დიუმიანია. ამავე ზომისაა LG G3. Flex-ის წინა მოდელი 6 დიუმიანი იყო, რასაც მოწყობილობას სმარტფონიდან ფაბლეტის კატეგორიაში გადაყავდა. ბევრი მომხმარებილისთვის 5,5 დიუმი გაცილებით მისაღები ზომაა, რადგან პატარა ზომა ამარტივებს მოწყობილობის ხელში დაჭერას და დისპლეის მართვას.

G Flex 2-ს აქვს მაღალი გარჩევადობის P-OLED დისპლეი 1080 წერტილით. წინა მოდელს კი 720 წერტილი ჰქონდა. G Flex 2 ასევე გამოირჩევა უფრო სწრაფი Snapdragon-ის პროცესორით, მეტი RAM-ით და დაყენებული Android 5.0 Lollipop-ით.

ces-2015-lg-g-flex-2-7570.0

სპეციფიკაციები:

• 2გჰცQualcomm Snapdragon 810, 64-ბიტიანი, octa-core პროცესორით
• Android 5.0 Lollipop ოპერაციული სისტემა
• 5.5დიუმიანი full-HD (1920×1080, 403ppi) რკალისებრი P-OLED დისპლეი
• 16/32გბ-იანი მეხსიერება (აქვს microSD მეხსიერების ბარათის სლოტი)
• 2/3გბ RAM
• 13მპ მთავარი კამერა OIS+თა და ლაზერული ავტო ფოკუსი
• 2.1მპ წინა კამერა
• 4G/LTE/HSPA+ 21/42Mb/s
• 802.11a/b/g/n/ac Wi-Fi
• Bluetooth 4.1  apt-X-ით
• NFC
• A-GPS
• 3000mAh ჩაშენებული ბატარეა
• 149.1×75.3×7.1-9.4მმ ზომები
• 152გ

ces-2015-lg-g-flex-2-7564.0

G Flex 2 აღარ არის 720 წერტილი გადაჭიმული 6 დიუმზე. ეს არის 1080 წერტილი 5,5 დიუმზე, რაც ნიშნავს 403 წერტილს თითო დიუმზე. ეს არ არის Quad HD დისპლეი და მას ვერ შევადარებთ LG G3-ს. თუმცა, თავის უშუალო წინაპართან შედარებით ბევრად უკეთესია.

ces-2015-lg-g-flex-2-7579.0

ორიგინალურ G Flex-ს ქონდა კამერა რომელიც ვერ აკმაყოფილებდა მომხმარებლების მოლოდის, მაგრამ 13 მეგაპიქსელიანი კამერაა ახალ მოდელში ამ პრობლემასაც მოაგვარებს. მას აქვს ოპტიკური სტაბიზლიზაცია, ლაზერული ავტოფოკუსი და ორმაგი ფლეში. წინ არის 2.1 მეგაპიქსელიანი სელფ კამერა, რომელიც მაღალი ხარისხით ვერ დაიკვეხნის. კამერის პროგრამული უზრუნველყოფაც უფრო დახვეწილი იქნება და ექნება შესაძლებლობა ვიზუალური ჟესტებით და ტაიმერის საშუალებით სურათების გადაღება.

ces-2015-lg-g-flex-2-7490.0

LG-ის მცდელობა მისასალმებელია გამოუშვას განსხვავებული სმარტფონი და რა თქმა უნდა კარგია, რომ ის ხელმისაწვდომი იქნება ფერთა ვარიაციაშიც პლატინის ვერცხლი და ფლამინგოს წითელი.

ces-2015-lg-g-flex-2-7701.0

სპეციფიკაციები დამაკმაყოფილებელია და როგორც მოსალოდნელია სმარტფონი წლის პირველ ნახევარში გამოვა ჯერ კორეის ბაზარზე და მოგვიანებით სხვა ქვეყნებშიც. ასევე საინტერესოა გახდება თუ არა რკალისებური სმარტფონები ტენდენციური და გასცდება თუ არა ის ერთ კომპანიას.

ces-2015-lg-g-flex-2-7733.0

 

Categories
Internet Software

Vivaldi – ახალი ბრაუზერი

viv1

ბრაუზერმა Opera-მ ბევრი გააკეთა იმისათვის, რომ არ ჩამორჩენოდა მოდის ტენდენციებს: ვიზუალურად არაუშავდა, გამოირჩეოდა მახასიათებლებით, როგორიცაა ჩაშენებული bitTorrent, მეილი და RSS კლიენტები. თუმცა, ბრაუზერის დეველოპერები დიდად არ იყვენენ კმაყოფილები იმით, რაც ხდებოდა ამ დიდი წითელი “O”-ს თავს. ასე რომ, სცენაზე გამოვიდა ახალი ბრაუზერი Vivaldi – ბრაუზერი, რომელიც გვპირდება ფუნქციონალს საზღვრების გარეშე.

ბრაუზერის ტექნიკური პრევიუ უკვე ხელმისაწვდომია და შეგიძლიათ გადმოწეროთ ოფიციალური საიტიდან. პრევიუში არსებული ფუნქციონალის გარდა, კიდევ ბევრ სიახლეს ველოდებით Vivaldi-სგან.

Vivaldi დაფუძნებულია Chromium-ზე. მას ბევრი საერთო აქვს თავის წინაპარ Opera-სთან, თუმცა ამავდროულად, სიახლეებითაც გამოირჩევა.

დიზაინი

თანამედროვე მინიმალისტური მოდის ტენდენციების გათვალისწინებით, Vivaldi თანამედროვედ გამოიყურება. პირველი ყველაზე თვალშისაცემი ცვლილება: ტაბები და მენიუ იცვლის ფერს და იღებს აქტიურ ტაბზე გახსნილი საიტის დომიმანტურ ფერს. მაგალითად, Hi-Tech-ზე შესვლისას ის ავტომატურად შეიცვალა ცისფერად. ეს ქამელეონის ეფექტი კარგი სიახლეა, მაგრამ თუ თქვენს გემოვნებაში არ ჯდება, შეგიძლიათ გამორთოთ.

viv1

ერთ-ერთი ფუნქცია, რაც ყველაზე მეტად უყვარდათ Opera-ში იყო Speed Dial. ეს ფუნქცია Vivaldi-შიც შენარჩუნებულია.

viv1

სწრაფი ბრძანებები/ნავიგაცია

თუ უმეტესად კლავიატურის მომხმარებელი ხარ და გიყვარს მალსახმობები, Vivaldi სწორედ შენთვისაა. ის გამოირჩევა მალსახმობებით და ამცირებს მაუსთან წვდომის აუცილებლობას.

ftyndzlrbdqol9xpvxd9

გვერდის ფუნქციები

ეს რაღაც ახალია. Vivaldi შეიცავს ბევრ ე.წ. გვერდის ფუნქციონალს. მათი უმეტესობა არის ფილტრები. თუ ფიქრობ, რომ საიტი გამოიყურება ძალიან მეინსტრიმულად, შეგიძლიათ მას შეუცვალოთ სტილი და გახადოთ სეფია.

viv1

ეს მენიუ, ასევე, საშუალებას გაძლევთ დაბლოკოთ რეკლამები, გვერდი გამოაჩინოთ სურათების გარეშე, შეიტანოთ კოსმეტიკური ცვლილებები და ა.შ.

ჩანიშნვნები

ვებ-გვერდებზე ჩანიშნების გაკეთება ახალი ტენდენციაა, რომელსაც Vivaldi-ც მიჰყვება. შეგიძლიათ გააკეთოთ ჩანიშვნები ნებისმიერი საიტის მონახულებისას და შეინახოთ მარჯვენა პანელში სამომავლო მონახულებისთვის. ეს არ იძლევა საშუალებას პირდაპირ გვერდზე გააკეთოთ კომენტარი და შეინახოთ როგორც სკრინშოტი. Vivaldi-ს ეს ფუნქცია უფრო გავს სხვა ბრაუზერებში არსებული სანიშნეების განვითარებულ ვერსიას.

y0vftjo79apt5hhzk4xn

ჩაშენებული მეილი და გაფართოებები

გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ტექნიკური პრევიუ, ბევრი ფუნქცია ჯერ არ არის დამატებული. თუმცა, ისინი აუცილებლად დაემატება ფინალურ რელიზში. ერთ-ერთი ჯერ დაუმატებელი ფუნქციაა მეილ-კლიენტი. იგივე ფუნქციონალი Opera-დანაც გვახსოვს და ძნელი სათქმელია, რამდენად კარგი იქნება ის Vivaldi-ში.

zktqm0j7l9gtmgypdtia

Vivaldi, როგორც უკვე ვთქვით, დაფუძნებულია Chromium-ზე. შესაბამისად, მას ექნება Chrome-ის გაფართოებების მხარდაჭერა. ასე, რომ დეველოპერები გვპირდებიან, რომ Vivaldi იქნება ძლიერი და ფუნქციურად დატვირთული ბრაუზერი.

მოკლედ, ჯერ ადრეა განვსაჯოთ Vivaldi. ამ დროისათვის ეს ბრაუზერი მზადდება Windows, MacOSX და Linux-სათვის. გეგმაშია მობილური ვერსიის შექმნაც.

 

Categories
Hardware

მოწყობილობა, რომელიც თქვენს ხელს ასწავლის ხატვას

DSC_5016-2_1250-660x495

კარგი სიახლე მათთვის, ვინც განსაკუთრებული ნიჭით არ დაბადებულა: თქვენ ის არ გჭირდებათ! 😀 არ შეგიძლია პიანინოზე დაკვრა? არაა პრობლემა! ხელთათმანს შეუძლია შენს თითებს დააკვრევინოს. ვერ მეგობრობ ფანქართან? არც ესაა პრობლემა! 🙂 რობოტულად კონტროლირებად აქსესუარს შეუძლია დაეხმაროს შენს თითებს იდეალური წრის შემოხაზვაში.

ეს არის ახალი პროექტი დიზაინერისა და ინჟირერის Saurabh Datta-სგან. კოპენჰაგენის ინტერაქციული დიზაინის ინსტიტუტში დიზაინერმა შექმნა მოწყობილობათა სერია, რომელიც ადამიანებს ასწავლის, როგორ დააჭირონ პიანინოს კლავიშს ან როგორ მოხაზონ კანტები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ მოწყობილობას არ აკონტროლებთ თქვენ, არამედ ის გაკონტროლებთ.

ინჟინერმა პროექტი დაიწყო იმის გამოძიებით, თუ როგორ შეეძლო ესწავლა პიანინოზე დაკვრა მექანიკური მოწყობილობის გამოყენებით. თუ მოწყობილობებს მივცემთ მეტ შესაძლებლობებს, შეუძლიათ თუ არა მათ განავითარონ ჩვენი კონკრეტული უნარები? მაგალითად, მასწავლებელი არის მანქანა, როდესაც ის იკავებ შენს ხელს და გასწავლის ხატვას კონკრეტული მოძრაობების განხორციელებით. რამდენჯერმე გამეორების შემდეგ, ხელი იმახსოვრებს მოძრაობას და შეუძლია თავადვე გაიმეოროს. ინჟინერის მოწყობილაც შესაბამისად მუშაობს.

DSC_4992-2_1250-660x495

მოწყობილობა შეგვიძლია ჩავთვალოთ მოდულად იმისა თუ როგორი ინტერაქცია შეიძლება ჰქონდეთ მომავალში ადამიანსა და მანქანებს. დიზაინერის განცხადებით, ბევრი ადამიანი თავს არაკომფორტულად გრძნობდა, როდესაც მოწყობილობა სრულად აკონტროლებდა მათ. შედეგად, ადამიანები ეწინააღმდეგებოდნენ მაქნაას ხელის მოძრაობებით. მეორე ტესტში, დიზაინერის მოწყობილობები იწერენ, სწავლობენ მომხმარებლის მოძრაოებებს და იმეორებენ. ინჟინერის სხვა დაკვირვებები და ტესტები შეგიძლიათ იხილოთ აქ.

 

Categories
Uncategorized

HTC One (M9) ახალი ფლაგმანის მოლოდინში

როგორც ცნობილია, ბარსელონაში MWC 2015-ის გამოფენაზე კომპანია HTC წარმოგვიდგენს თავის ახალ ფლაგმანს. სავარაუდოა, რომ ეს ფლაგმანი ისეც იქნება One სერიიდან – ველით, HTC One M9-ს. თუმცა, შესაძლებელია ეს მოლოდინები არ გამართლდეს: შეიძლება წარდგენა არც ამ გამოფენაზე მოხდეს და არც მოსალოდნელი მოწყობილობა წარმოგვიდგინონ. ეს მხოლოდ მოარული ხმებია, მაგრამ ბოლო წლების გამოცდილებით შეიძლება ითქვას, რომ ახალ სმარტფონებზე ჭორები ამართლებს. ამ პატარა სტატიაში მოგიყვებით, რა ჭორები დადის HTC-ის ახალ ფლაგმანზე. დავიწყეთ.HTC-One-M8-Ultrapixel

HTC One (M9)-ის წინასწარი მახასიათებლები გამოიყურება შემდეგნაირად:

  • კორპუსის მატერიალი: ალუმინი, მინა
  • ოპერაციული სისტემა: Android 5.x, Sense 7.0
  • ქსელი: GSM/EDGE, UMTS/HSDPA, LTE Cat 6
  • დისპლეი: Super LCD 3, დიაგონალი 5” გარჩევადობა 1920×1080 ან 5.1’’ გარჩევადობით 2540×1440
  • პროცესორი: 8-ბირთვიანი, 64-ბიტიანი, პლატფორმაზე Qualcomm Snapdragon 810, 4-ბირთვიანი სიხშირეზე 2 გჰც + 4-ბირთვიანი 1.55 გჰც
  • გრაფიკა: Adreno 430
  • ოპერატიული მეხსიერება: 3 გბ
  • ფლეშ-მეხსიერება: 32 გბ
  • მეხსიერების ბარათი სლოტი: აქვს, 128-მდე
  • ინტერფეისები: Wi-Fi dual-band, Bluetooth 4.x LE, microUSB ჯეკი დამუხტვისთვის/სინქრონიზაციისთვის, 3.5 მმ-იანი ყურსასმენებისთვის
  • მთავარი კამერა: 20 მპ
  • წინა კამერა 4 მპ (UltraPixel)
  • ნავიგაცია: GPS (A-GPS-ის მხარდაჭერა), გლონასი
  • დამატებითი: აქსელომეტრი, სინათლის სენსორი, მიახლოების სენსორი, სწრაფი დამუხტვის ფუნქცია
  • ბატარეა: არაა ინფორმაცია
  • ზომები: არაა ინფორმაცია
  • წონა: არაა ინფორმაცია

კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, რომ ეს მონაცემები არის სავარაუდო და რეალობა შეიძლება აღმოჩნდეს სრულიად განსხვავებული.

უცნობია HTC One M9-ის დიზაინი მსგავსი იქნება თუ არა One სერიის წინა მოდელების. საინტერესო მომენტია ეკრანის შესახებ: ხმები დადის, რომ M9-ის დისპლეის დიაგონალი იქნება 5,2 და გარჩევადობა 2560×1440 წერტილი. ეს ვარიანტი მხარდაჭერილია ორი ფაქტით: ახალ სმარტფონში BoomSound-ის ტექნოლოგიის დინამიკები იქნება უფრო კომპაქტური, ვიდრე წინა მოდელებში. მეორე ფაქტი: M9, დიდი ალბათობით, აღჭურვილი იქნება Qualcomm-ის უახლესი პლატფორმით, რომელსაც შეუძლია შემოგვთავაზოს შესანიშნავი სიჩქარე. ამის გათვალისწინებით, HTC-ს შეუძლია თავს უფლება მისცეს თავის ახალ ფლაგმანს გაუკეთოს მაქსიმალური გარჩევადობის ეკრანი. კამერასთან დაკავშირებით ყველაფერი ასე თუ ისე ცნობილია. ეს იქნება 20 მპ მოდული. ამბობენ, რომ ფოტოს ხარისხით სხვა ფლაგმანებს ვერ შეეჯირება. თითქმის დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ M9-ში გამოყენებული იქნება Snapdragon 810 Qualcomm-სგან. დანარჩენი კითხვები პასუხგაუცემელი რჩება. მოსაცდელი დარჩა მხოლოდ ერთნახევარი თვე 🙂

 

კინოსტუდია Oculus Story Studio წარმოგვიდგენს პირველ ფილმს VR-ის ჩაფხუტისთვის

oculusssleadდღეს გახდა ცნობილი, რომ კომპანია Oculus VR-მა გახსნა საკუთარი კინოსტუდია. საუბარია, ვირტუალური რეალობის ჰორიზონტების გართოებაზე. პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმის სახელწოდებაა “Lost” და მისი პრემიერა შედგება Sundance-ის კინოფესტივალზე. თუმცა, უნდა ითქვას, რომ “Lost” არ არის ერთადერთი ფილმი, რომელზეც ამჟამად კინოსტუდია მუშაობს.

rrryorrre-sreserrr-2015-01-27-ri-17-12-311-480x359

“Lost”-ის ყურება შესაძლებელი იქნება ვირტუალური რეალობის შლემით, რომელმაც მიიღო კოდური სახელწოდება Crescent Bay. სამწუხაროდ, რამდენიმე ფოტოსურათის გარდა არავითარი დამატებითი ინფორმაცია არ გვაქვს ახალი ფილმის შესახებ.

rrryorrre-sreserrr-2015-01-27-ri-17-12-47-480x342

rrryorrre-sreserrr-2015-01-27-ri-17-13-00-480x342

rrryorrre-sreserrr-2015-01-27-ri-17-13-18-480x384

rrryorrre-sreserrr-2015-01-27-ri-17-13-361-480x338

rrryorrre-sreserrr-2015-01-27-ri-17-13-48-480x338