Adobe Systems-მა რეკორდული მოგება ნახა

Adobe Systems-ის აღმასრულებელი დირექტორი შანტანუ ნარაიენი Web 2.0-ის სამიტზე. კომპანია Adobe Systems-მა გამოაქვეყნა მიმდინარე ფინანსური წლის კვარტალური მოგების რეზულტატები. პროგრამული უზრუნველყოფის გიგანტმა 2010 წლის მესამე კვარტალში ნახა რეკორდული მოგება, — $990,3 მლნ. გასული წლის მესამე მეოთხედთან შედარებით, როდესაც კომპანიამ მიიღო $697,5 მლნ, მოგება გაიზარდა 42%-ით. ასევე სუფთა მოგება გაიზარდა 69%-ით. თუ ერთი წლის წინ Adobe-მ გამოიმუშავა…

Continue reading Adobe Systems-მა რეკორდული მოგება ნახა

Oracle აპირებს მიკროჩიპების მწარმოებელი კომპანიის შესყიდვას

Oracle-ის აღმასრულებელი დირექტორი და ერთ-ერთი დამფუძნებელი ლარი ელისონი როგორც ცნობილი გახდა, კომპანია Oracle აპირებს საკუთარი ბიზნესის გაზრდას. დღეისათვის Oracle-ის აპარატული პლატფორმები იქმნება კომპანია Sun Microsystems-ში. ლაპარაკია SPARC-ის არქიტექტურის პროცესორებზე და მის ბაზაზე შექმნილ სერვერებზე. «ჩვენ შევისყიდით მიკროჩიპების მწარმოებელ კომპანიას», — განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა და ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ლარი ელისონმა. მისი თქმით, კორპორაცია აპირებს აპარატული ბიზნესის…

Continue reading Oracle აპირებს მიკროჩიპების მწარმოებელი კომპანიის შესყიდვას

Google TV-ის პირველი ტელევიზორი 12 ოქტომბერს გამოვა

როგორც ჩანს, პირველი ტელევიზორი, რომელსაც ექნება Google TV-ის მხარდაჭერა ეკუთვნის Sony-ის. მოწყობილობის პრეზენტაცია დაგეგმილია 12 ოქტომბერს. ეს იქნება Google TV-ის მუშაობის პირველი, რეალური ჩვენება! httpvhd://www.youtube.com/watch?v=vS0la9SmqWA წყარო slashgear.

საჭესთან მობილურის გამოყენება ზრდის ავტოსაგზაო შემთხვევისას სიკვდილიანობის რაოდენობას

ჩრდილოეთ ტეხასის უნივერსიტეტის (ა.შ.შ) სამედიცინო ცენტრის თანამშრომლებმა გამოთვალეს, რომ 2001 წლიდან 2007 წლამდე, ავტომობილების მძღოლებმა, რომლებიც საჭესთან ლაპარაკობდნენ მობილურზე ან აგზავნიდნენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას, მოკლეს 16 ათასი ადამიანი. მკვლელების უმეტესობის ასაკი არ ღემატებოდა 30 წელს. ა.შ.შ-ს კომუნიკაციების ფედერალური კომისიის მონაცემებით, თუ 2002 წელს, ამერიკაში, ყოველთვიურად იგზავნებოდა მილიონი სმსი, 2008 წლისათვის ეს მაჩვენებელი გაიზარდა 110 მლნ-მდე.…

Continue reading საჭესთან მობილურის გამოყენება ზრდის ავტოსაგზაო შემთხვევისას სიკვდილიანობის რაოდენობას

F1 2011-ის რელიზი შედგა

თამაში ეძღვნება «ფორმულა -1-ის» რბოლას. «სარბოლო სიმულატორი F1 2010 გამოვიდა!» — განაცხადა კომპანია Codemasters-მა. თამაშის ჩრდილო ამერიკული რელიზი შედგა გუშინ (ევროპული — დღეს), თუმცა მწარმოებლები უკვე ფიქრობენ გაგრძელებაზე. ცნობილია, რომ დეველოპერების ძირითადი ჯგუფი, თამაშის რელიზის შემდეგ გაემგზავრა დასასვენებლად. მუშაობს მხოლოდ ორი ადამიანი: რეჟისორი პოლ ჯილი (Paul Jeal) და მთავარი დიზაინერი სტივენ ჰუდი (Stephen Hood). «მე…

Continue reading F1 2011-ის რელიზი შედგა

2013 წლისათვის სმარტფონს ეყოლება მილიარდი მომხმარებელი

2015 წლისათვის OS Android-ს ეყოლება მილიარდნახევარი მომხმარებელი. 2013 წლისათვის მსოფლიო ხმარებაში იქნება მილიარდზე მეტი სმარტფონი, იუწყება კვლევითი კომპანია Informa Telecoms & Media. სმარტფონების რაოდენობის კოლოსალური ზრდა განპირობებულია ორი მიზეზით: პირველი ის, რომ უმსხვილესი კომპანიები, რომლებიც აწარმოებენ მობილურ მოწყობილობებს იძულებულნი არიან კონკურენცია გაუწიონ ერთმანეთს და მეორე ახლად ფეხადგმული კომპანიები იბრძვიან ბაზრის დასაკავებლად. დღეისათვის, სტატისტიკის მიხედვით, მობილურ…

Continue reading 2013 წლისათვის სმარტფონს ეყოლება მილიარდი მომხმარებელი

RIM BlackBerry ამყარებს ახალ რეკორდს

RIM-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯიმი ბოლსილი. კანადურმა კომპანიამ Research In Motion-მა (RIM) გამოაქვეყნა მიმდინარე ფინანსური წლის კვარტალური მოგების რეზულტატები. სამი თვის განმავლობაში კომპანიამ მიიღო $4,62 მლრდ შემოსავალი, თუმცა ანალიტიკოსები $4,47 მლრდ-ს პროგნოზირებდნენ. წლიური გამოთვლებით RIM-ის მოგება გაიზარდა თითქმის მესამედით: 2010 ფინანსური წლის მეორე კვარტლში ვენდორმა გამოიმუშავა $3,53 მლრდ. საერთო ჯამში მოგება მობილური მოწყობილობებიდან გაიზარდა 79%-ით, მასთან დაკავშირებული…

Continue reading RIM BlackBerry ამყარებს ახალ რეკორდს

Oracle-ის კვარტალური მოგება გაიზარდა 20 პროცენტით

Oracle-ის აღმასრულებელი დირექტორი და ერთ-ერთი დამფუძნებელი ლარი ელისონი. მსოფლიოში პროგრამული უზრუნველყოფის ერთ-ერთმა უმსხვილესმა მიმწოდებელმა გამოაქვეყნა 2010 ფინანსური წლის კვარტალური მოგების რეზულტატები. Oracle-ის შემოსავალმა ბოლო სამი თვის განმავლობაში მიაღწია $7,5 მლრდ-ს, რაც 48%-ით მეტია 2010 ფინანსური წლის პირველ მეოთხედთან შედარებით — $5,07 მლრდ. კვარტალური მოგება წლიური გამოთვლებით გაიზარდა 20%-ით, დაახლოებით $1,35 მლრდ, ანუ 27 ცენტი ერთი…

Continue reading Oracle-ის კვარტალური მოგება გაიზარდა 20 პროცენტით

Intel ამაგრებს პოზიციებს მიკროპროცესორების ბაზარზე

Intel-ის აღმასრულებელი დირექტორი პოლ ოტელინი IDF-ის საშემოდგომო ფორუმზე. კომპანია iSuppli-მ შეაფასა კომპიუტერული მიკროპროცესორების მსოფლიოში უმსხვილესი მწარმოებლების საბაზრო წილები მიმდინარე წლის მეორე მეოთხედში. iSuppli-ის მონაცემების მიხედვით, გასულ კვარტალში კომპანია Intel აკონტროლებდა ბაზრის 80,4%-ს. შედარებისათვის: მიმდინარე წლის პირველ მეოთხედში მისი წილი იყო 80,3%. წლიური გამოთვლით კომპანიის დანაკარგმა შეადგინა 0,3%: 2009 წლის მოერე კვარტალში ფლობდა ბაზრის 80,7%-ს. AMD-ს…

Continue reading Intel ამაგრებს პოზიციებს მიკროპროცესორების ბაზარზე

შესაძლოა ევროპულმა მობილურმა ოპერატორებმა საკუთარი ოპერაციული სისტემა შექმნან.

სატელეკომუნიკაციო-კომპანია Orange-ის გენერალური დირექტორი სტეფან რიშარი. უმსხვილესი ევროპელი მობილური ოპერატორები მზად არიან შექმნან საკუთარი ოპერაციული სისტემა სმარტფონებისათვის, იუწყება GSMA Mobile Business Briefing. ახალი ოპერაციული სისტემის შექმნის იდეა ეკუთვნის ტელეკომ-კომპანია Orange-ის (France Telecom) გენერალურ დირექტორს სტეფან რიშარს. 8 ოქტომბერს რიშარი პარიზში შეხვდება უმსხვილესი ოპერატორების Telefonica-ს, Deutsche Telekom-ისა და Vodafone-ის ხელმძღვანელებს, რათა განიხილონ სიტუაცია და შეაფასონ მობილური აპარატების ბაზარზე…

Continue reading შესაძლოა ევროპულმა მობილურმა ოპერატორებმა საკუთარი ოპერაციული სისტემა შექმნან.