Categories
ბიზნესი

Motorola ა.შ.შ-ში Xbox 360-ის გაყიდვების აკრძალვას ითხოვს

ა.შ.შ-ს ვაჭრობის საერთაშორისო კომისია (ITC) Motorola-ს მიერ Microsoft-ის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის გადახედვას დათანხმდა.

საუბარია სათამაშო კონსოლის Xbox 360-ის მიერ არაკანონიერად გამოყენებულ მთელ რიგ დაპატენტებულ ტექნოლოგიებზე. კონკრეტილად: მონაცემების უკაბელო გადაცემა და ვიდეო მასალების დეკოდირება.

«მოტოროლა» მარეგულირებლებისგან ძიების ჩატარებასა და შეერთებულ შტატებში «მაიკროსოფტის» კანონდამრღვევი პროდუქციის გაყიდვების აკრძალვას ითხოვს. საკუთარ გადაწყვეტილებას ITC მიმდინარე წლის დასაწყისში დააფიქსირებს.

წყარო: Fudzilla

Categories
Apple ბიზნესი

iPhone 4 — 2010 წლის ყველზე გაყიდვადი eBay-პროდუქტი

ინტერნეტ-აუქციონმა eBay-მ 2010 წლის ყველაზე გაყიდვადი პროდუქტების ათეული გამოაქვეყნა.

სიის სათავეში ივნისსში წარმოდგენილი კომუნიკატორი Apple iPhone 4 მოექცა. სწორედ ივნისის თვეში გაიყიდა ყველაზე მეტი iPhone 4 (აქსესუარების ჩათვლით) eBay-ის აუქციონზე — საერთო ჯამში 1,63 მლნ ერთეული.

მეორეზე გავიდა ყველასათვის ცნობილი სათამაშო «ბარბი» და ყველაფერი რაც მას უკავშირდება (1,18 მლნ ერთეული). 1,03 მლნ გაყიდული პროდუქტით, მესამეზეა «მილითარი» სტილის ტანსაცმელი, ხოლო 748,1 ათასი ერთეულით − Hot Wheels-ის სათამაშო ავტომობილები მეოთხე ადგილზე გავიდა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ხუთეულში შევიდა Apple-ის კიდევ ერთი პროდუქტი − პლანშეტური კომპიუტერი iPad. ის და მასთან დაკავშირებული აქსესუარები, სულ 621 ათასი გაიყიდა.

eBay-ის სრულ რეიტინგს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

წყარო: AppleInsider

Categories
Samsung ბიზნესი

Sony ა.შ.შ-ში LG-ის ტელეფონების იმპორტის აკრძალვას ითხოვს

კორპორაცია Sony-მ ა.შ.შ-ს ვაჭრობის საერთაშორისო კომისიას (ITC) გაუგზავნა სარჩელი LG Electronics-ის წინააღმდეგ.

ტელეფონების სამხრეთ კორეულ მწარმოებელს Sony-ს ტექნოლოგიების უკანონოდ გამოყენებაში ედება ბრალი. საჩივარი სულ რვა პატენტს ეხება: მობილური ტელეფონების მართვის საშუალებები, ნომრების სიის გამოსახულება, სიგნალის გადაცემა და სხვ.

Sony-ს მიაჩნია, რომ LG ამ ტექნოლოგიებს Lotus Elite-ში, Neon-ში, Remarq-ში, Rumor 2-ში, Xenon-ში და სხვა მოწყობილობებში იყენებს არაკანონიერად. კორპორაცია ITC-გან LG-ის პროდუქციის იმპორტის აკრძალვას ითხოვს. საჩივარი ასევე გაგზავნილია ლოს-ანჯელესის ფედერალურ სასამართლოში.

LG, მთელს მსოფლიოში, ტელეფონების რიგით მესამე (Nokia-სა და Samsung-ის შემდეგ) მწარმოებელს წარმოადგენს. კომპანია Gartner-ის შეფასებით, სამხრეთ კორეულმა ვენდორმა 27,5 მლნ ტელეფონის რეალიზაცია მოახერხა, რაც ბაზრის 6,6%-ს შეადგენს. Nokia და Samsung შესაბამისად 28,2-სა და 17,2%-ს აკონტროლებენ.

წყარო: Bloomberg

Categories
Internet ბიზნესი

სტივ ჯობსი — «წლის მამაკაცი» გაზეთ Financial Times-ის ვერსიით

სტივ ჯობსი თავის ქმნილებასთან ერთად. (2010 წლის იანვარი, სან-ფრანცისკო; Newscom-ის ფოტო).

გასულ კვირას Time-მა განსაზღვრა «წლის მამაკაცი»: ეს ტიტული, «ნახევარი მილიარდი ადამიანის გაერთიანებისა» და «ინფორმაციის ახალი სისტემის შექმნის გამო», Facebook-ის დამფუძნებელს, 26 წლის მარკ ცუკერბერგს ერგო. თუმცა, მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან ფინანსურ გაზეთს, Financial Times-ს სულ სხვა შეხედულება აქვს: «წლის მამაკაცის» როლი ყველაზე მეტად, Apple-ის დამაარსებელს, სტივ ჯობს მოუხდება.

სტივ ჯობსისა და Apple-ის აღზევებას IT-ინდუსტრიაში Financial Times «თანამედროვე ბიზნეს-ისტორიაში ყველასგან გამორჩეულ დაბრუნებას» უწოდებს. საქმე არც ჯობსის მძიმე ავადმყოფობაშია და არც news.cnet-ის მიერ გამოქვეყნებულ შემთხვევით სტატიაში, სადაც მისი გარდაცვალების შესახებ წერდნენ, არამედ «ტიტულის» უმთავრესი მიზეზი IT-ინდუსტრიაში უმსვილესი კომპანიის ჩამოყალიბებაა, რომელიც კაპიტალიზაციით Microsoft-საც კი აღემატება.

როცა გაზეთების გარეკანს სტივ ჯობსის სურათები ამშვენებდა, ის ბევრად პატარა იყო ცუკერბერგთან შედარებით. პერსონალური კომპიუტერების პოპულარიზაციამ ის «ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში ნამდვილი როკ-ვარსკვლავად» აქცია.

წყარო: Financial Times

Categories
ბიზნესი

Android-ისა და iOS-ის საბაზრო წილები 2012 წელს გათანაბრდება

სტივ ჯობსი და მისი ქმნილება (2010 წლის იანვარი; პოლ საკუმის ფოტო, ასოშიეთედ პრესი).

Piper Jaffray-ის ანალიტიკოსების აზრით, Apple iOS-ისა და Google Android-ის პლანშეტური კომპიუტერების საბაზრო წილი 2012 წელს თითქმის გათანაბრდება.

მიმდინარე წელს,  წინასწარი შეფასებებით, 14,5 მლნ პლანშეტური კომპიუტერი გაიყიდება მთელს მსოფლიოში. აქედან, დაახლოებით 90%-ს Apple iPad-ის სხვადასხვა მოდიფიკაცია იკავებს. iPad-ის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტის Samsung Galaxy Tab-ის (OS Android) გაყიდვების მოცულობა, როგორც მოსალოდნელია, 1,5, მლნ ერთეულს გადააჭარბებს.

Piper Jaffray-ში მიაჩნიათ, რომ 2011 წელს iOS-ის წილი 53%-მდე შემცირდება, ხოლო Android-ის წილი 32,5%-მდე გაიზრდება. ერთი წლის შემდეგ კი, ეს მაჩვენებლები, სავარაუდოდ, გათანაბრდება, შესაბამისად 44 და 39%. თუმცა პლანშეტური კომპიუტერების გაყიდვების მოცულობა 70 მლნ-მდე გაიზრდება.

რაც შეეხება სხვა ოპერაციულ სისტემებს, კერძოდ Windows 7-ს, HP webOS-სა და RIM Playbook-ს, 2012 წლისათვის, მათი საერთო მოცულობა 17%-ს არ აღემატება.

წყარო: eWeek

Categories
Internet ბიზნესი

Yahoo! რამდენიმე ვებ-სერვისს ხურავს

Yahoo!-ს აღმასრულებელი დირექტორი კაროლ ბარტცი (Getty Images-ის ფოტო).

ვებ-წყაროები იტყობინებიან, რომ კომპანია Yahoo!, უახლოეს მომავალში, მთელ რიგ «არაეფექტურ» და «არაძირითად» ონლაინ სერვისებს დახურავს.

ცნობილი გახდა, რომ ოდესღაც პოპულარული საძიებო სისტემა AltaVista შეწყვეტს არსებობას, რომელიც ჯერ კიდევ Google-ის გამოჩენამდე არსებობდა (1995 წელი).

ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, 2005 წელს, დაუსახელებელ ფასად ნაყიდი სერვისის Delicious-ის არსებობის საკითხი.

გარდა ამისა, დასახური სერვისების სიაში მოხვდა სოციალური ქსელი MyBlogLog და ვებ-მომსახურება Buzz, რომელიც Digg.com-ის ანალოგს წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ Yahoo!-მ 600 თანამშრომელი დაითხოვა, ანუ დაახლოებით შტატების 4%. კადრების დათხოვნის ძირითადი მიზეზი — «ფინანსების ოფტიმიზაცია და ხარჯების შემცირება, რამაც ბიზნესის რაციონალიზაცია და ბაზარზე პოზიციების გამყარება უნდა გამოიწვიოს».

წყარო: Wall Street Journal

Categories
Games ბიზნესი

World of Warcraft: Cataclysm — ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი PC-თამაში

კომპანია Blizzard-მა, MMORPG World of Warcraft-ის გაგრძელების,  Cataclysm-ის გაყიდვების პირველადი ციფრები დაასახელა…

… და გაირკვა, რომ World of Warcraft: Cataclysm ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი PC-თამაში გახდა.

პირველ დღეს პროექტმა 3,3 მლნ ასლს გადააჭარბა, რაც წინა რეკორდთან შედარებით 500 ათასით მეტია, რომელიც, ასევე WoW-ადონმა — Wrath of the Lich King-მა დაამყარა, როცა 2008 წელს 24 საათში 2,8 მლნ ეგზეპლარი გაიყიდა. Blizzard-მა სხვადასხვა რეგიონში გაყიდვების ზუსტი ციფრების დასახელებისგან თავი შეიკავა, თუმცა ცნობილია, რომ რელიზიდან ერთ კვირაში, ევროპაში 1,46 მლნ ასლი გაიყიდა.

Cataclysm მიმდინარე წლის 7 დეკემბერს გამოვიდა. თამაშის სიუჟეტი მოგვითხრობს, თუ რა მოუვიდა აზეროტს მას შემდეგ, რაც Deathwing-მა გაიღვიძა. დრაკონის გამოღვიძებამ მთლიანად შეცვალა სამყაროს სახე: გამოჩნდა ახალი ტერიტორიები, გაქრა ძველი, შეიცვალა ლანდშაფტი და კლიმატი… აზეროტში მოგზაურობისას მოთამაშეს 3 500-ზე მეტი ქვესტის შესრულება და გმირის 85 დონემდე აყვანა მოუწევს.

თამაშის თრეილერი:

თამაშის კოლექციური გამოშვების დემონსტრაცია:

თამაშის სქრინშოთები:

წყარო: VG247

Categories
Games ბიზნესი

მობილურმა თამაშმა, Angry Birds-მა $50 მლნ გამოიმუშავა

კაზუალური თამაშის, Angry Birds-ის გაყიდვებიდან მიღებულმა შემოსავალმა $50 მლნ-ს გადააჭარბა.

ჯერჯერობით თამაში მხოლოდ მობილური მოწყობილობების (iOS, Android, Symbian^3) მფლობელთათვის არის ხელმისაწვდომი; დეველოპერები გვპირდებიან, რომ უახლოეს მომავალშ თამაში გამოვა PC-თვის, «მაკინტოშისთვის», ყველა კონსოლისთვისა და სოციალურ ქსელ Facebook-თვის.

სტუდია Rovio-ს თამაში ბაზარზე 2009 წლის 10 დეკემბერს გამოჩნდა. ერთი წლის განმავლობაში Angry Birds-მა შეძლო iOS-პლატფორმის ყველაზე პოპულარული თამაშების სიაში მოხვედრა. გულშემატკივრების 50 მილიონიანი არმია 200 მილიონ წუთს ატარებს «გაბრაზებულ ჩიტთან».

პოპოლარობის უმთავრესი მიზეზი არის რეალიზაციის სიმარტივე, სასაცილო სიუჟეტი, «სუფთა ფიზიკა» და ხშირი განახლება. პატარა ეკრანზე იბრძვიან ფრინველები და ღორები. უკანასკნელს იცავს გალავანი; შურდულიდან გატყორცნილი ფრინველები კი ცდილობენ მტრის დამარცხებას. თითოეულ მათგანს აქვს «უნიკალური» შესაძლებლობები, რაც სხვადასვანაირი ტიპის ნგრევას იწვევს…

თამაშის თრეილერი:

httpvhd://www.youtube.com/watch?v=1Bk_nqUQ0fc

ვიდეო-რგოლი თამაშიდან:

httpvhd://www.youtube.com/watch?v=bNNzRyd1xz0

წყარო: Wired

Categories
Microsoft ბიზნესი

Microsoft: «დიახ, ჩვენ ვცადეთ Facebook-ის შესყიდვა»

ჟურნალ Wired-ის (2010 წლის მაისი) გარეკანი: მამა და შვილი? (Gubatron-ის ფოტო)

Microsoft-ის კორპორატიული სტრატეგიის დეპარტამენტისა და შესყიდვების მმართველმა ფრიც ლანმანმა დაადასტურა, რომ იტ-გიგანტი, $15 მლრდ-ის სანაცვლოდ, ახალგაზრდა სოციალური ქსელის შთანთქმას აპირებდა.

ტეპ-მენეჯერმა ეს განცხადება LeWeb-2010-ის კონფერენციაზე (8-9 დეკემბერი, პარიზი, საფრანგეთი) ღონისძიების დამფუძნებელთან ლუკ ლემერთან გააკეთა, რომელმაც შეამჩნია, რომ Facebook იმეორებს Microsoft-ის განვითარების გზას.

თუმცა, თავიდან ეს ინფორმაცია დევიდ კირკპატრიკის წიგნში The Facebook Effect-ში მოხვდა. როგორც ავტორი წერს, 2007 წელს Microsoft-ის გენერალურმა დირექტორმა, სტივ ბალმერმა, Facebook-ის დამფიძნებელს, მარკ ცუკერბერგს, $15 მლრდ შესთავაზა, მაგრამ მან განუცხადა, რომ კომპანია არ იყიდება.

საბოლოო ჯამში იტ-ინდუსტრიის ტიტანი, $240 მლნ-ის სანაცვლოდ, აქციების 1,6%-ს დათანხმდა.

დღეისათვის კომპანიები მჭიდროდ თანამშრომლობენ ერთმანეთთან. საძიებო სისტემა Bing-ის საშუალებით Facebook-ის მომხმარებელს შეუძლია მოიძიოს ინფორმაცია თავის მეგობარზე, ხოლო სოციალური ქსელის წერილების გაგზავნის ახალი სისტემა Microsoft Docs-ის საოფისე პროგრამების ვებ-სერვერთან არის ინტეგრირებული.

ფრანც ლანმანის განცხადებით, Facebook თავისი «უფროსი ძმის» გასწრებას მალე შეძლებს. დღეისათვის ორივე კომპანიის ღირებულება შესაბამისად $50 მლრდ-სა და $220 მლრდ-ს შეადგენს.

წყარო: TechCrunch

Categories
ბიზნესი

2011 წელს HTC 60 მლნ სმარტფონს გამოუშვებს

HTC-ის გენერალური დირექტორი პიტერ ჩოუ Mobile Asia Congress 2010-ის ჩვენებაზე (2010 წლის 17 ნოემბერი; textlad-ის ფოტო).

მომავალ წელს HTC 60 მლნ სმარტფონის რეალიზებას აპირებს, იუწყება DigiTimes.

ინფორმაცია, HTC-ის კოლოსალური გეგმების შესახებ, ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც კომპანიამ თავისი აპარატების მომავალ მიმწოდებლებთან ჩაატარა პრეზენტაცია. ღონისძიებას, სადაც დასახელდა ეს ციფრი, 200-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა, ხოლო აქედან ნახევარი იმ ფირმების წარმომადგენლები იყვნენ, რომლებიც HTC-ის მოწყობილობებისთვის სხვადასვა კომპონენტებს ამზადებენ.

კომპანიის გეგმების შესახებ ისეუბრა HTC-ის მთავარმა მენეჯერმა მეთიუ კოსტელომ (Matthew Costello).

აპარატების ძირითად OS-ს Android და Windows Phone 7 წარმოადგენს. გარდა ამისა, გავრცელდა ჭორი, რომ კომპანია Qualcomm Brew-ის ბაზაზე შექმნილ მოწყობილობების გაყიდვასაც აპირებს.

წყარო: DigiTimes