ყოველ თვე, მთელს მსოფლიოში, 15 მლნ–ზე მეტი «გუგლფონი» აქტიურდება

როგორც Google–ის მობილური პლატფორმების განყოფილების ხელმძღვანელი, ენდი რუბინი იუწყება, Android–ის აქტივაციის ყოველდღიურმა რაოდენობამ 500 ათასს გადააჭარბა. მაისში ეს მაჩვენებელი 400 ათასს შეადგენდა, ხოლო 2010 წლის დეკემბერში — 300 ათასს. ბატონი რუბინის თქმით, ყოველ კვირას Android-აპარატების აქტივაციის რაოდენობა 4,4%–ით იზრდება. გასულ წელს, Gartner–ის შეფასებით, პლატფორმა Android–ის წილი ოპერაციული სისტემების მსოფლიო ბაზარზე 22,7%–ს შეადგენდა და გავრცელების მოცულობით, Symbian–ის შემდეგ, რიგით მეორე ადგილს იკავებდა. მიმდინარე წელს,…

Continue reading ყოველ თვე, მთელს მსოფლიოში, 15 მლნ–ზე მეტი «გუგლფონი» აქტიურდება

30 ივნისს ITC მიიღებს გადაწყვეტილებას Apple–სა და RIM–ის წინააღმდეგ Kodak–ის სარჩელთან დაკავშირებით

Kodak–ის აღმასრულებელი დირექტორი, ანტონიო პერესი (Mark Ovaska–ს ფოტო). დასასრულს უახლოვდება Kodak–ის მიერ სასამართლოში შეტანილი სარჩელის განხილვა, რომელიც Apple–სა და Research In Motion–ს (RIM) პატენტის უფლების დარღვევაში ადანაშაულებს. შეგახსენებთ, რომ 2010 წლის იანვარში Kodak–მა Apple-სა და RIM–ს სხვისი ტექნოლოგიის საკუთარ კომუნიკატორებში უკანონოდ გამოყენების გამო უჩივლა. იმავე წლის იანვარშივე ა.შ.შ–ს საერთაშორისო სავაჭრო კომისმიამ (ITC) უარყოფითი პასუხი გასცა Kodak–ის პრეტენზიებს, რადგან ის სრულიად უსაფუძვლოდ ჩათვალა. თუმცა…

Continue reading 30 ივნისს ITC მიიღებს გადაწყვეტილებას Apple–სა და RIM–ის წინააღმდეგ Kodak–ის სარჩელთან დაკავშირებით

2015 წელს ნახევარგამტარული მიკროსქემების ბაზრის მოცულობა $400 მლრდ–ს მიაღწევს

Tim Pannell / Corbis–ის ფოტო. კომპანია iSuppli პროგნოზირებს ნახევარგამტარილი პროდუქციის ბაზრის მოცულობის ზრდას 2015 წლამდე. ანალიტიკოსების შეფასებით, 2010 წელს, მთელს მსოფიოში, $304,1 მლრდ–ის ნახევარგამტარული მიკროჩიპების რეალიზება მოხერხდა. 2009 წელთან შედარებით, როცა ეს მაჩვენებელი $229,5 მლრდ–ს შეადგენდა, ზრდამ 32%–ს მიაღწია, ანუ დაახლოებით $75 მლრდ, რაც ინდუსტრიის ისტორიაში აბსოლიტური რეკორდი გახდა. მიმდინარე წელს, წინასწარი პროგნოზით, ბაზრის მოცულობა 7,2%–ით გაიზრდება და $325,9 მლრდ–ს მიაღწევს. მაქსიმალური…

Continue reading 2015 წელს ნახევარგამტარული მიკროსქემების ბაზრის მოცულობა $400 მლრდ–ს მიაღწევს

სმარტფონების მსოფლიო ბაზარზე Nokia–მ შესაძლოა დათმოს ლიდერის პოზიცია

კომპანია Nomura–ს ანალიტიკოსები სმარტფონების მსოფლიო ბაზარზე ძალთა მნიშვნელოვან გადანაწილებას პროგნოზირებენ. მათ მიაჩნიათ, რომ უკვე მიმდინარე კვარტლაში Nokia, რომელიც 1996 წლიდან ლიდერობს სმარტფონების უმსხვილეს მწარმოებელთა სიას, პირველ ადგილს კომპანია Samsung–ს დაუთმობს, ხოლო 2011 წლის მესამე მეოთხედში შესაძლოა საერთოდ მესამე ადგილზე გადაინაცვლოს (ადგილი გაუცვლის Apple–ს). 2012 წელსაც, Nomura–ს აზრით, Nokia გააგრძელებს ვარდნას: მას კიდევ ერთი საფეხურით დაბლა ტაივანური კომპანია HTC დასწევს. გარდა ამისა, იმ…

Continue reading სმარტფონების მსოფლიო ბაზარზე Nokia–მ შესაძლოა დათმოს ლიდერის პოზიცია

Hewlett-Packard Oracle-ს უჩივის

მოპასუხე ლარი ელისონი, Oracle–ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი (2010 წლის სექტემბერი; Kim Kulish / Corbis–ის ფოტო). კომპანია Hewlett-Packard–მა, პირობისამებრ, წამოიწყო სასამართლო ომი კორპორაცია Oracle–ს წინააღმდეგ. დავის მიზეზე Oracle–ს არცთუ ისე დიდი ხნის წინდელი გადაწყვეტილება გახდა, როცა კორპორაციამ შეწყვიტა Intel Itanium–ის არქიტექტურის სერვერებისათვის პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა. კომპანიაში მიაჩნიათ, რომ Itanium–ის ჩიპები «ძალიან ახლოს არის სიცოცხლის დასრულებასთან», ამიტომაც ამ პლატფორმისთვის ენერგიის ხარჯვა არ არის…

Continue reading Hewlett-Packard Oracle-ს უჩივის

Oracle Google–სგან «მილიარდობით დოლარს» მოითხოვს

Oracle–ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ლარი ელისონი (2004 წელი; Kim Kulish / Corbis–ის ფოტო). დასახელდა კომპენსაციის მოცულობა, რომლის მიღებსაც კორპორაცია Oracle, პატენტის უფლების დარღვევისთვის, კომპანია Google–სგან გეგმავს. ზემოთხსენებული საქმის განხილვა გასული წლის აგვისტოში დაიწყო. საძიეობო სისტემას ბრალი ედება Oracle–ს, როგორც მინიმუმ, შვიდი პატენტის უფლების დარღევაში, რომელიც პლატფორმა Java–სთან არის დაკავშირებული. ბრალმდებელი ამტკიცებს, რომ დაცული ტექნოლოგია არაკანონიერად გამოიყენება მობილურ ოპეარციულ სისტემა Android–ში.…

Continue reading Oracle Google–სგან «მილიარდობით დოლარს» მოითხოვს

Android-ის წილი, სმარტფონების ამერიკულ ბაზარზე, 40 პროცენტს უახლოვდება

TheHotGadget.com–ის ფოტო. კომპანია comScore–მ ფიჭური აპარატების ამერიკული ბაზრის აპრილის მონაცემები გამოაქვეყნა. მობილური ტელეფონი ან სმარტფონი 13 წელს გადაცილებულ 234 მლნ ამერიკელს აქვს. როგორც აღმოჩნდა, ა.შ.შ–ში ყველაზე დიდი პოპულარობით Samsung–ის მოწყობილობები სარგებლობს: მისი წილი 24,5%–ს შეადგენს. LG Electronics და Motorola რეიტინგში მეორე და მესამე ადგილს ინაწილებენ, რომლებიც, შესაბამისად, ბაზრის 20,9 და 15,6%–ს ფლობენ. შემდეგ მოდიან Apple (8,3%) და Research In Motion (8,2%). სმარტფონით სარგებლობს 74,6 მლნ…

Continue reading Android-ის წილი, სმარტფონების ამერიკულ ბაზარზე, 40 პროცენტს უახლოვდება

2011 წელს HTC–მა, შესაძლოა, 40 მილიონი სმარტფონის რეალიზება მოახერხოს

HTC–ის პრეზიდენტი და გენერალური დირექტორი, პიტერ ჩოუ (Stephen Shankland / CNET–ის ფოტო). HTC-ის გენერალურმა დირექტორმა, პიტერ ჩოუმ, Qualcomm Uplinq–ის კონფერენციაზე გამოსვლისას (სან–დიეგო, კალიფორნია, ა.შ.შ), სმარტფონების ბაზარზე, კომპანიის წარმატებების შესახებ ისაუბრა. ჩოუს სიტყვებით, HTC ერთ–ერთი უმსხვილესი Android-დეველოპერი გახდა, რომელიც მხოლოდ Google–ს ჩამორჩება. გარდა ამისა, Canalys–ის შეფასებით, გაყიდული «გუგლფონების» რაოდენობით, კომპანია ლიდერობას არავის არ უთმობს. НТС–ის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ პირველ კვარტალში რეალიზებულმა…

Continue reading 2011 წელს HTC–მა, შესაძლოა, 40 მილიონი სმარტფონის რეალიზება მოახერხოს

Panasonic სმარტფონების საერთაშორისო ბაზარზე გამოჩნდება

კომპანია Panasonic–მა Android–სმარტფონების წარმოების დაწყებას გეგმავს. დღემდე Panasonic იაფფასიან მობილურ ტელეფონებს აწარმოებს, ისიც მხოლოდ იაპონური კავშირგაბმულობის ოპერატორებისთვის, მათ შორის NTT DoCoMo–სთვის. ადგილობრივ ბაზარზე, ფიჭური «ყურმილების» გაყიდვების მოცულობით, კომპანია, ლიდერთა დავაში, მეორე ადგილს იკავებს (პირველზეა Sharp). Panasonic–ის პირველი Android-კომუნიკატორები, იაპონურ ბაზარზე, მიმდინარე წლის ზაფხულში გამოჩნდება — P-07C მოდელი. ამ მწყობილობას გააჩნია 4,3 დიუმიანი სენსორული ეკრანი გაფართოებით 480×854 წერტილი, კამერა 5,1-მეგაპიქსელიანი მატრიცით, Wi-Fi და Bluetooth ადაფტერები, GPS მიმღები, ასევე…

Continue reading Panasonic სმარტფონების საერთაშორისო ბაზარზე გამოჩნდება

სტივენ ელოპი: Nokia–ს მობილური ბიზნესი არ იყიდება

Nokia–ს ხელმძღვანელმა, სტივენ ელოპმა კომენტარი გაუკეთა გავრცელებულ ჭორს იმის შესახებ, თითქოს Microsoft ფინური ვენდორის მობილური ტელეფონების განყოფილების შეძენას გეგმავს. «არ არსებობს არანაირი მოლაპარაკებები, ყველა ჭორი უსაფუძვლოა», — განაცხადა ბატონმა ელოპმა D9–ის კონფერენციაზე. რაც შეეხება «უსაფუძვლო» ჭორებს — მოლაპარაკება, Nokia–ს მობილური ბიზნესის გაყიდვის შესახებ, 2011 წლის ბოლოს უნდა დამთავრდეს; შეთანხმების ფასი $19 მლრდ–ს შეადგენს. ასევე, კონფერენციაზე გამოსვლისას, Nokia–ს ხელმძღვანელმა, ზუსტად რამდენიმე წამით, უჩვენა…

Continue reading სტივენ ელოპი: Nokia–ს მობილური ბიზნესი არ იყიდება