Categories
Google Microsoft ბიზნესი

ერიკ შმიტდი: უსაფრთხოებისთვის გამოიყენეთ Mac და Chrome

Google–ის გენერალური დირექტორი, ერიკ შმიდტი.

სამშაბათს, Google–ის გენერალურმა დირექტორმა, ერიკ შმიდტმა, ინტერვიუ მისცა პოპულარულ საიტს, All Things Digital–ს, სადაც გააკეთა რამდენიმე საინტერესო კომენტარი IT-ტექნოლოგიების ბაზრის უმსხვილესი მოთამაშეების მიმართულებით.

ტრადიციულად, განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნეგატიური სიტყვები Microsoft–მა დაიმსახურა. ბატონი შმიდტის განცხადებით: «Microsoft–ს არ მოაქვს მომხმარებლისთვის რევოლუცია»; ეს სიტყვები, ძირითადად, XBox 360–ს ეხება, რომელიც შმიდტის აზრით «არ არის გამოთვლითი პლატფორმის დონეზე».

შმიდტს აზრით, «იმისათვის, რომ ინტერნეტში უსაფრთხოდ დარჩეთ, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ Google Chrome. ასევე თქვენ შეგიძლიათ PC-ის ნაცვლად გამოიყენოთ Mac».

…და ბოლოს, Google–ის გენერალური დირექტორის, IT-ბაზრის ტოპ–ოთხეულში Microsoft ვერ მოხვდა. ის თვლის, რომ ბაზრის ოთხი საუკეთესო მოთამაშეა: Google, Apple, Facebook და Amazon. «თითოეული მათგანი — ეს არის სამომხმარებლო ბრენდი, რომლებიც ქმნიან ისეთ რაღაცეებს, რომლებსაც სხვანაირად თქვენ ვერ გააკეთებთ», — განაცხადა შმიდტმა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ არცთუ ისე დიდი ხნის წინ Facebook გამოტყდა საძიებო სისტემის წინააღმდეგ გაკეთებულ «შავ» PR-აქციაში, ეს განცხადება საკმაოდ საინტერესოდ ჟღერს.

httpvhd://www.youtube.com/watch?v=udYdMSTP9EI

წყარო: Winrumors

Categories
Microsoft ბიზნესი

Microsoft თითოეული გაყიდული Android–მოწყობილობიდან $5–ს მიიღებს

Citigroup–ის ანალიტიკოსმა, უოლტერ პრიტჩარდმა (Walter Pritchard) გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Microsoft HTC–ის მიერ გაყიდული თითოეული Android-კომუნიკატორიდან $5-ს ღებულობს.

საუბარია ფულის დაქვითვაზე, რომელსაც HTC ინტელექტუალური საკუთრების უკანონოდ მითვისების ბრალდებით წაგებული სასამართლოს შემდეგ დათანხმდა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ შეთანხმების შემდეგ HTC–მა დაახლოებით 30 მლნ სმარტფონის რეალიზება მოახერხა, კორპორაცია Microsoft-მა $150 მლნ მიიღო. სასაცილოა, მაგრამ ეს რეზულტატი ხუთჯერ აღემატება Microsoft–ის მიერ საკუთარი მობილური პლატფორმის (Windows Phone) ლიცენზიების გაყიდვებიდან მიღებულ შემოსავალს.

პრიტჩარდი, ასევე, აცხადებს, რომ Microsoft ანალოგიურ სასამართლო გარჩევებს Android–მოწყობილობების სხვა მწარმოებლებთანაც გეგმავს და თითოეული გაყიდული «გუგლფონიდან» მიღებულმა შემოსავალმა შესაძლოა 7,5–დან 12,5–მდე ამერიკულ დოლარს მიაღწიოს.

Gartner–ის შეფასებით, გასულ კვარტალში, მთელს მსოფლიოში, 100,8 მლნ სმარტფონი გაიყიდა. ამასთან, განსაკუთრებით დიდი პოპულარობით Android–მოწყობილობები სარგებლობს: ამ ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ, იანვრიდან მარტის ჩათვლით, რეალიზებული «ჭკვიანი ტელეფონების» 36% მუშაობდა.

წყარო: Fast Company

Categories
Internet ბიზნესი

Facebook–მა და Spotify–მ შესაძლოა მალე მუსიკალური სერვისი გაუშვან

Anders Forsberg–ის ფოტო.

როგორც ყველამ ვიცით, Facebook–ს არა აქვს უფლება თავის მომხმარებელს აუდიოფაილების ატვირთვის ნება დართოს, რადგან სამართალდამცავები სოციალურ ქსელს მომხმარებლების მიერ მუსიკის პირატულად გავრცელების ბრალდებით საკმაო პრობლემებს შეუქმნიან.

თუმცა, ცოტა ხნის წინ, ვებ–სივრცეში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Facebook–ში მალე ახალი მუსიკალური სერვისი გამოჩნდება, რომელის დამუშავება, ცნობილ მუსიკალურ ვებ–სამსახურთან, Spotify–სთან ერთად მიმდინარეობს.

როგორც იუწყებუან, სიახლე Facebook Music–ის სახელწოდებას (ან Spotify on Facebook) მიიღებს. Spotify–ს ინტეგრირება Facebook–ში მომხმარებლებს საშუალებას მისცემს სასურველი კომპოზიცია გაუზიარონ მეგობრებს, ან შექმნას ახალი მუსიკების შემფასებელი კლუბი. რაც შეეხება კომპოზიციების რაოდენობას — დღეისათვის Spotify–ში მილიონობით მუსიკალური ფაილია, რომლებიც საავტორო უფლებით არის დაცული, ასე რომ სამართალდამცავებთან Facebook–ს არანაირი პრობლემა არ შეექმნება.

როგორც მოსალოდნელია, სერვისი ორ კვირაში გაეშვება. სიხალოს გამოსაყენებლად საკმარისია Facebook–ში, საკუთარი პროფილის მარცხენა მხარეს, დავაჭიროთ Spotify–ის ლოგოს.

Facebook–ისა და Spotify–ის შეთანხმება უფასოა, ანუ რომელიმე პარტნიორი მეორეს არ უხდის. მომხმარებლისთვუს მუსიკალურ სერვისთან წვდომა ორი ტიპის იქნება: ფასიანი და უფასო. «უფასო მომხმარებლები» შეძლებენ თვეში მხოლოდ 10 საათის მოსმენას, ხოლო იმათთვის ვინც 10 ევროს გადაიხდის შეზღუდვა არ არსებობს.

მომსახურება, ჯერჯერობით, ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ იმ ქვეყნებისთვის, სადაც უკვე მუშაობს Spotify, ესენია: დიდი პრიტანეთი, ესპანეთი, ნორვეგია, ფინეთი, საფრანგეთი და შვედეთი.

ინტერნეტში გავრცელებულ ინფორმაციაზე Facebook–მა და Spotify–მ კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს.

წყარო: Forbes

Categories
ბიზნესი

Lenovo-მ წლიური მოგება მესამედით გაზარდა

Lenovo-ს აღმასრულებელი დირექტორი, იან იუანცინი (2008 წლის მარტი; Imaginechina / Corbis–ის ფოტო).

კომპანია Lenovo–მ უკანასკნელი მეოთხედისა და 2010/2011 ფინანსური წლის მუშაონის შედეგები გამოაქვეყნა.

პერსონალური კომპიუტერების უმსხვილესმა მიმწოდებელმა, იანვრიდან მარტის ჩათვლით, $4,88 მლრდ გამოიმუშავა, რაც გასული წლის რეზულტატთან შედარებით 13%–ით მეტია. სუფთა მოგებამ კი $42 მლნ შეადგინა.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ რეალიზებული კომპიუტერების რაოდენობა 16%–ით გაიზარდა, ამასთან გასულ კვარტალში პერსონალური კომპიუტერების მსოფლიო ბაზრის მოცულობა 1,1%–ით შემცირდა.

მიმდინარე წლის პირველ მეოთხედში, Lenovo–ს მიერ ჩინეთში რეალიზებული კომპიუტერების ფულადი ოდენობა, წლიური გამოთვლებით, 12,3%–ით გაიზარდა — $2,2 მლრდ–მდე. დღეისათვის, მშობლიურ რეგიონს Lenovo–სთვის, საერთო მოგების, დაახლოებით, ნახევარი მოაქვს. განვითარებადი ქვეყნებიდან მიღებულმა შემოსავალმა $850 მლნ–ს მიაღწია (ზრდა — 14,2%), ხოლო განვითარებული ქვეყნებიდან ჩინურმა ვენდორმა $1,8 მლრდ მიიღო (ზრდა —13,4%).

Lenovo–ს წლიური შემოსავალი, თითქმის, მესამედით გაიზარდა და $21,6 მლრდს მიაღწია. სუფთა მოგებამ $273 მლნ შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ კომპანიამ ფინანსური წელი პერსონალური კომპიუტერების მსოფლიო ბაზრის 10,2%–ით დაასრულა.

წყარო: Lenovo

Categories
Google ბიზნესი

Google სმარტფონებს ელექტრონულ საფულედ აქცევს

Google Wallet.

კომპანია Google–მა, შეერთებული შტატების ტერიტორიაზე, დაიწყო უკონტაქტო საგადასახადო სისტემის, Google Wallet–ის ტესტირება დაიწყო.

Google–ის პარტნიორები გახდნენ: ბანკი Citi, საერთაშორისო საგადამხდელო სისტემა MasterCard, კომპანია First Data, რომელიც საკრედიტო ბარათებით განხორციელებული ოპერაციების დამუშავებით არის დაკავებული და ამერიკის მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორი Sprint.

სისტემა Google Wallet მუშაობს სმარტფონებში, რომლებიც აღჭურვილია NFC–ჩიპბით (Near Field Communication). შეძენილი ნივთების საფასურის გადასახდელად საკმარისია აპარატი მივაახლოვოთ მთვლელ მოწყობილობას, რის შემდეგაც ფული ავტომატურად ჩამოიჭრება საბანკო ანგარიშიდან.

დღეისათვის პროგრამა Google Wallet ხელმისაწვდომია მხოლოდ კომუნიკატორ Nexus S 4G–თვის, რომელიც Sprint–ის ქსელში არის ჩართული. სიახლით სარგებლობა შესაძლებელია ყველა საგადამხდელო ტერმინალში, რომელიც იღებს MasterCard PayPass–ის ბარათს. საწყისი ეტაპისთვის სერვისი ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ნიუ–იორკსა და სან–ფრანცისკოში; ეტაპობრივად ის სხვა ქალაქებშიც ამუშავდება.

NFC — უკაბელო მაღალსიხშირული კავშირის სისტემა მუშაობის მცირე რადიუსით, რომელიც, დაახლოებით, 10 სანტიმეტრის მანძილზე დაშორებულ მოწყობილობებს შორის ინფორმაციის გაცვლის საშუალებას იძლევა. ეს ნიშნავს, რომ NFC–გაჯეტის საშუალებით შესაძლებელია უკონტაქტო მეთოდით ყიდვებისა და მომსახურეობის (მაგალითად, მგზავრობა მეტროში) გადახდა, შეძენილ საქონელზე დამატებითი ინფორმაციის მიღება და ა.შ.

ამასთან, სისტემა Google Wallet–მა გამოიწვია ძლიერი უკმაყოფილება ინტერნეტ–აუქციონის, eBay–სა და მისი საგადამხდელო სისტემის, PayPal–ის მხრიდან: Google–ს ბრალი ედება საგადამხდელო საიდუმლოებების მოპარვაში, რომელიც მობილური გადახდის ტექნოლოგიებს ეხება. eBay–ს მხრიდან წამოსული პრეტენზიები დაკავშირებულია Google–ის მენეჯერებთან, ოსამა ბედიერთან (Osama Bedier) და სტეფან ტილენიუსთან (Stephanie Tilenius), რომლების ადრე PayPal–ში მუშაობდნენ, შემდეგ კი აქტიურად იღებდნენ მომაწილეობას Google Wallet–ის გაშვებაში. eBay–ს ბრალდებასთან დაკავშირებით Google–ს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

httpvhd://www.youtube.com/watch?v=gZGoXvzW4WU

წყარო: Google

Categories
ბიზნესი

პლანშეტებისადმი დიდი ინტერესის გამო, ტრადიციული კომპიუტერების ბაზრის მოცულობა 0,3%–ით შემცირდა

კომპანია iSuppli–მ, მიმდინარე წლის პირველი კვარტლის, პერსონალური კომპიუტერების ბაზრის მოცულობა შეაფასა.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მედიაპლანშეტების მიმართ დიდი ინტერესის გამო (განსაკუთრებით Apple iPad) დესკტოპებისა და ნოუთბუქების გაყიდვების მოცულობა ეცემა. იანვრიდან მარტის ჩათვლით 81,3 მლნ PC-ის რეალიზება მოხერხდა, რაც გასული წლის რეზულტატთან შედარებით 0,3%–ით ნაკლებია (8,6 მლნ).

18,9%–ით, უმსხვილეს მწარმოებელთა სიას Hewlett-Packard ლიდერობს. ერთი წლის განმავლობაში, ამ კომპანიის გაყიდვების მოცულობა 2,1%–ით შემცირდა — 15,4 მლნ ერთეული. Dell, რომელიც 12,9%–ს აკონტროლებს, მეორე ადგილზე იმყოფება. პირველ კვარტალში კომპანიამ 10,5 მლნ კომპიუტერის რეალიზება მოახერხა, რაც 1,8%–ით ნაკლებია გასული წლის რეზულტატთან შედარებით.

ყველაზე მეტად Acer დაზარალდა, რომელიც ხურავს სამეულს. ამ კომპანიის წილი 20,4%–ით შემცირდა — 9,2 მლნ–მდე. პირველ კვარტალში Acer ბაზრის 11,4%–ს ფლობდა.

შემდეგ მოდიან Lenovo (8,1 მლნ) და Toshiba (4,7 მლნ), რომლებიც შესაბამისად 10,0 და 5,8%–ს აკონტროლებენ. 2010 წლის პირველ მეოთხედთან შედარებით, პირველი კომპანიის გაყიდვების მოცულობა 15,4%–ით, ხოლო მეორის — 2,6%–ით გაიზარდა.

iSuppli–ის პროგნოზით 2011 წელს, 2010 წელთან შედარებით, PC–ბაზრის მოცულობა 8%–ით გაიზრდება. გასულ წელს ზრდა 14%–ს შეადგენდა.

წყარო: iSuppli

Categories
Apple Microsoft ბიზნესი

15 წლის განმავლობაში, პირველად, IBM–ის კაპიტალიზაციამ Microsoft–ს გაასწრო

IBM–ის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი, სამუელ პალმიზანო (Erica Berger / Corbis–ის ფოტო).

გასული კვირის მიწურულს IBM–ის საბაზრო ღირებულებამ $208,1 მლრდ–ს მიაღწია. ეს ნიშნავს, რომ, პირველად, 15 წლის განმავლობაში კორპორაციამ შეძლო Microsoft–ის კაპიტალიზაციისთვის გაესწრო.

გასულ პარასკევს «მაიკროსოფტის» საბაზრო ღირებულებამ, დაახოებით, $208,0 მლრდ შეადგინა.

ამასთან, ორივე კომპანიის საბაზრი ღირებულება საკმაოდ ჩამორჩება Apple–ს — ინფორმაციული ტექნოლოგიების ლიდერის კაპიტალიზაცია, დაახლოებით $311,6 მლრდ–ს უტოლდება. დღეისათვის, სტივ ჯობსის იმპერიის ფასიანი ქაღალდის ფასი $340–ს შეადგენს. ანალიტიკოსების აზრით, ერთი წლის განმავლობაში Apple–ის აქციების ფასი $460–470–მდე გაიზრდება. შედეგად, «ვაშლის» საბაზრო ღირებულება $434 მლრდ–ს მიაღწევს. შედარებისთვის: დღეისათვის ყველაზე მსხვილი კომპანის, ნავთობ–გიგანტის, Exxon Mobil–ის ღირებულება, საერთო ჯამში, $423 მლრდ–ს შეადგენს.

ასეთი მონაცემებით, თუ ექსპერტთა მოსაზრება გამართლდა, ხოლო Exxon Mobil და სხვა მეგაკორპორაციები ვერ შეძლებენ საკუთარი კაპიტალიზაციის მოცულობის გაზრდას, Apple პლანეტის უმსხვილესი კომპანია გახდება.

წყარო: San Francisco Chronicle

Categories
ბიზნესი

Hewlett-Packard-ის კვარტალურმა შემოსავალმა $31,6 მლრდ–ს გადააჭარბა

HP-ის ხელმძღვანელი, ლეო აპოტეკერი (2011 წლის მარტი; Kim Kulish / Corbis–ის ფოტო).

კომპანია Hewlett-Packard–მა მიმდინარე წლის პირველი კვარტლის (იანვარი–აპრილი) მუშაობის შედეგები გამოაქვეყნა.

სამი თვის განმავლობაში, პერსონალური კომპიუტერების უმსხვილესმა მწარმოებელმა $31,6 მლრდ–ის შემოსავალი მიიღო. ეს მაჩვენებელი, დაახლოებით, 3%–ით მეტია გასული წლის რეზულტატთან შედარებით. სუფთა მოგებამ $2,3 მლრდ შეადგინა, ანუ $1,05 ცენტი ერთი ფასიანი ქაღალდი. შედარებისთვის: 2010 წლის პირველ კვარტალში კომპანიამ $2,2 მლრდ გამოიმუშავა — 91 ცენტი აქციაზე.

სერვერებისა და მონაცემთა შენახვის სისტემების გაყიდვების მოცულობა 15%–ით გაიზარდა, პროგრამული უზრუნველყოფა — 17%–ით. მიუხედავად ამისა, სამომხმარებლო სეგმენტი 5%–ით შემცირდა.

Hewlett-Packard–ში, მიმდინარე ფინანსური წლის განმავლობაში, $129–დან $130 მლრდ–მდე შემოსავლის მიღებას პროგნოზირებენ.

წყარო: Hewlett-Packard

Categories
Internet ბიზნესი

სარეკლამო ვიდეორგოლები YouTube–ზე

როგორც ჩანს YouTube–საც «შემოაკლდა» ფული 🙁

ვიდეოს დაწყების წინ, ავტომატურად ირთვება სარეკლამო ვიდეო რგოლი, რომლის გამორთვაც შეუძლებელია. რეკლამის ჩვენების დროს თუ ფლეერს დავაკლიკებთ ბრაუზერში იხსნება ახალი ფანჯარა, რომელსაც დამკვეთის საიტზე გადავყავართ.

PS: რეკლამა შეიძლება ჯერ ბევრს არც უნახავს, რადგან ასეთი ტიპის რეკლამების დამკვეთთა რაოდენობა ჯერჯერობით მცირეა.

Categories
ბიზნესი

Dell-მა კვარტალური მოგება, თითქმის, გაასამმაგა

Dell–ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, მაიკლ დელი (2010 წლის სექტემბერი; Kim Kulish / Corbis–ის ფოტო).

კომპანია Dell–მა 2011 წლის პირველ კვარტალში რეკორდული მოგება ნახა — 49 ცენტი აქციაზე.

კომპიუტერებლის უმსხვილესი მწარმოებლის შემოსავალმა, სამი თვის განმავლობაში, $15 მლრდ შეადგინა, ანუ გასული წლის მონაცემს 1%–ით გადააჭარბა. ამასთან სუფთა მოგება, პრაქტიკულად, გასამმაგად: თუ 2010 წლის პირველ კვარტალში კომპანიის სუფთა მოგება $341 მლნ–ს არ აღემატებოდა, დღეისათვის ეს მაჩვენებელი $945 მლნ–ს შეადგენს.

მსხვილი კორპორაციული კლიენტების მიერ შეკვეთილი ტექნიკის გაყიდვების მოცულობა, ერთი წლის განმავლობაში, 5%–ით გაიზარდა — $4,5 მლრდ. საშუალო და მცირე ბიზნესმა Dell–ს, დაახლოებით, $3,8 მლრდ მოუტანა, რაც გასული წლის მონაცემთან შედარებით 7%–ით მეტია. მიუხედავად ამისა, საჯარო სეგმენტის მოცულობა 2%–ით დაეცა — $3,8 მლრდ–მდე, ხოლო სამომხმარებლო სეგმენტის — 7%–ით ($3,0 მლრდ–მდე).

IDC–ის შეფასებით, დღეისათვის Dell პერსონალური კომპიუტერების უმსხვილეს მიმწოდებელთა სიაში მეორე ადგილზე იმყოფება (HP–ის შემდეგ): გასულ კვარტალში კომპანია 10,3 მლნ PC-ის რეალიზება მოახერხა, რაც მსოფლიო ბაზრის 12,8%–ს შეადგენს.

წყარო: Dell