Categories
Hardware

IFA 2012: პლანშეტი Sony VAIO Tap 20

Sony-მ დაამზადა მონობლოკის ტიპის სამაგიდო კომპიუტერი VAIO Tap 20, რომელიც აღჭურვილია 20-დიუმიანი სენსორული დისპელით. მოწყობილობის გამოყენება შესაძლებელია ტრადიციულ დეკსტოპად ან საშინაო პლანშეტად. მეორე შემთხვევაში სპეციალური საყრდენი იძლევა მაგიდის ზედაპირზე PC-ის პარალელურად ან მუხლებზე განთავსების საშუალებას. მწარმოებლებმა გაითვალისწინეს ჩაშენებული აკუმულატორული ელემენტი, თუმცა არ დაუსახელბიათ მისი მოცულობა.

მაქსიმალური კონფიგურაციით, VAIO Tap 20-ს აქვს 2-ბირთვიანი პროცესორი  Intel Core i7-3517U ტაქტური სიხშირით 1,9 გჰც (იზრდება 3,0 გჰც-მადე Turo-რეჟიმში). ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 4 ან 8 გბ-ს; მყარი დისკის ტევადობა — 750 გბ ან 1 ტბ. გრაფიკის დამუშავებას უზრუნველყოფს კონტროლერი Intel HD Graphics 4000; ეკრანის გარჩევადობა — 1600×900 პიქსელი (მხარდაჭერილია 10-წერტილიანი «მულტითაჩ» ინტერფეისი).

სხვა მახასიათებლები ასე გამოიყურება: Wi-Fi (802.11a/b/g/n) და Bluetooth 4.0 მოდულები, Gigabit Ethernet ადაპტერი, ქარდრიდერი, NFC მიკროჩიპი, 1,3-მეგაპიქსელიანი კამერა, ორი USB 3.0 პორტი და 2.1 ფორმატის აუდისისტემა. მონობლოკში შესაძლებელია დაყენებული იყოს ოპ. სისტემა Windows 8 ან Windows 8 Pro.

VAIO Tap 20-ის  წარდგენა მოხდა IFA 2012-ის გამოფენაზე; მისი გაყდვები დაიწყება ოქტომბრის ბოლოს.

[youtube]http://www.youtube.com/watch?v=MuSv6klxgiw[/youtube]

წყარო: Sony.

Categories
Hardware

IFA 2012: Dell-მა წარმოადგინა ახალი კომპიუტერები Windows 8-ის ბაზაზე

Dell-მა IFA 2012-ის გამოფენაზე ბერლინში (გერმანია) მოახდინა XPS-ის სერიის ახალი პერსონალური კომპიუტერების დემონსტრირება. კომპანიამ წარმოადგინა პლანშეტი XPS 10, ჰიბრიდული ულტრაბუქი XPS Duo 12 და ასევე დეკსტოპი XPS One 27 მაღალი გარჩევადობის ეკრანით. მოდელი XPS Duo 12-ს აქვს ორგინალური კონსტურქცია. 12-დიუმიანი სენსორული დისპლეი Gorilla Glass-ის დამცავი მინით დამაგრებული ჩარჩოს შიგნით ორი სპეციალური სამგარით, რისი მეშვეობითაც შესაძლებელია მისი გადატრიალება და კლავიატურაზე დადება. ამ ყველაფრის შედეგად, ულტარბუქი გარდაიქმნება პლანშეტად. მატრიცის გარჩევადობა შეადგენს 1920×1080 წერტილს (ფორმატი Full HD), მხარდაჭერილია ტექნოლოგია «მულტითაჩი». ოპ. სისტემა — Windows 8.

პლანშეტ XPS 10-ის შესახებ ცნობილია, რომ ის აღჭურვილია 10-დიუმიანი თაჩსქრინით და ARM-პროცესორით. პროგრამულ პლატფორმად გამოყენებულია Windows RT. მწარმოებელი გვპირდება ავტონომუირ რეჯიმში ხანგრძლივი დროით მუშაობას და შემაპირისპირებელი-სადგურის კლავიატურასთან ერთად შეერთების საშუალებას.

მონობლოკის ტიპის დესკტოპს XPS One 27-ს გააჩნია 27-დიუმიანი დისპლეი, რომლის გარჩევადობაც არის 2560×1440 წერტილი (ფორმატი WQHD). გვატყობინებენ, რომ კომპიუტერი გამოსადეგია, ყოვლდღიური სამუშაოსთვის და ასევე გასართობად.

მოწყობილობები გაყიდვაში გამოჩნდებიან მეოთხე კვარტალში, Windows 8-ის გამოსვლის შემდეგ, რომლის გამოსვლაც დაგეგმილია 26 სექტემბრისთვის.

[youtube]http://www.youtube.com/watch?v=WOtIUSwDoTI[/youtube]

წყარო: Dell.

Categories
Android Hardware Samsung

IFA 2012: მინი-პლანშეტმა Samsung Galaxy Note II-მა მიიღო LTE-ს მხარდაჭერა

Samsung  IFA 2012-ის გამოფენაზე (31 — 5 სექტემბერი; ბერლინი, გერმანია) წარმოადგენს პლანშეტის და სმარტფონის ჰიბრიდს Galaxy Note II-ს. მოწყობილობას გააჩნია 5,5-დიუმიანი სენსორული HD Super AMOLED დისპლეი გარჩევადობით 1280×720 პიქსელი და 4-ბირთვიანი პროცესორი ტაქტური სიხშირით 1,6 გჰც. ორიგინალი მოდელს აქვს იგივე ზომის თაჩქსრინი გარჩევადობით 1280×800 წერტილი და 1,4 გიგაჰერციანი ჩიპი ორი ბირთვით.

სიახლის განკარგულებაშია უკაბელო კავშირის Wi-Fi (802.11a/b/g/n) და Bluetooth 4.0 ადაპტერები, GPS-მიმღები, NFC მიკროჩიპი, აქსელერომეტრი, მიახლოვების და განათების სენსორები, ბარომეტრი, ციფრული კომპასი, გიროსკოპი და ასევე MicroSD სლოტი მოცულობით 64 გბ-მდე. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 2 გბ-ს; ჩაშენებული ფლეშ-მოდულის ტევადობა — 16, 32 ან 64. მოწყობილობას აქვს მთავარი კამერა ავტოფოკუსით და განათებით, მისი გარჩევადობაა 8 მლნ პიქსელი, ხოლო წინა კამერის გარჩევადობა შეადგენს 1,9 მლნ პიქსელს.

მინი პლანშეტს გააჩნია თითებით და სპეციალური კალმით S Pen-ით მართვის მხარდაჭერა. ტექნოლოგია Android Beam-ის გაუმჯობესებული ვერსია — S Beam, უზრუნველყოფს სხვადასხვა ფაილების გადაცემას უბრალოდ მოწყობილობის ანალოგიურ აპარტთან შეხების საშუალებით, Wi-Fi-შეერთების ან მობილური ქსელების მეშვეობით მონაცემების გადაცემის გარეშე.

Galaxy Note II-ს გააჩნია HSPA+-ის და LTE სტანდარტების მხარდაჭერა. მოწყობილობაში დაინსტალირებულია ოპ. სისტემა Android 4.1 Jelly Bean. სიახლის ზომებია 80,5×151,1×9,4 მმ, წონა შეადგენს 180 გ-ს. აკუმულატორული ელემენტის მოცულობა — 3 100 მა/სთ.

მინი-პლანშეტის გაყიდვები დაიწყება ოქტომბერში.

[youtube]http://www.youtube.com/watch?v=aGxbH3WdBUU[/youtube]

წყარო: Samsung.

Categories
Android Google Hardware Software

Android-ის განვითარება Apple-ის პატენტების გვერდის ავლით

Apple – Samsung-ის სასამართლო საქმის შემდეგ, სადაც Apple-მა გაიმარჯვა ძალიან ბევრი კითხვა წარმოიშვა და ჩემთვის ყველაზე საინტერესო მათ შორის არის ის თუ როგორ მოახერხა Google-მა Android ოპ. სისტემის და თავისი მოწყობილობების გამოშვება პატენტებზე გვერდის ავლით. Samsung-ის სადაო პროდუქცია მართლაც იყო შთაგონებული Apple-ის დიზაინით რაც აპარატულ და პროგრამულ მხარეს შეეხო.

 

Google-ის აპარატურა: Nexus

ზოგიერთმა მკითხველმა შეიძლება თქვას, რომ Google არ აწარმოებს ამ მოწყობილობებს და მართალიც იქნება, თუმცა მისი როლი ძალიან დიდია აპარატული მხარის დამუშავებაში და რა თქმა უნდა Apple-ის პატენტების გვერდის ავლაში დიზაინის საკითხებში.

Nexus One

ეს იყო კოლაბორაციული პროექტი Google და HTC-ის შორის, ის მშვენიერი იყო. 3.7 დიუმიანი ეკრანი, ის უფრო დიდი იყო iPhone-ზე მაგრამ მისი უნიბოდი დიზაინი და ფორმა არ იმეორებდა კონკურენტს. აპარატული ღილაკები მოცულობითი იყო და მას სამართავად ტრეკბოლიც ქონდა. Google-მა წარმატებით აუარა გვერდი Apple-ის დიზაინის მთავარ შტრიხს, მრგავალკუთხოვან მართკუთხედს.

Nexus S

Google-ის შემდეგი ნექსუსი იყო Samsung-თან კოლაბორაცია. როცა Samsung უშვებდა Galaxy S-ს, რომელიც არღვევდა პატენტებს, Google-მა გადაწყვიტა დაეტოვებინა ეკრანი ისეთივე როგორც სხვა Samsung-ებს ქონდა მაგრამ მისი ფორმა ოვალურად ჩაზნექილი გახადა. ასევე დატოვა კორპუსის ფორმა უცვლელი როგორც წინა მოწყობილობაში იგივე მოტივაციით. მათ იცოდნენ, რომ თავი შორს უნდა დაეჭირათ  iPhone-ის დიზაინისგან და ეს შესანიშნავად გამოუვიდათ.

Galaxy Nexus

როგორც ჩანს Google-ს მოეწონა Samsung-თან მუშაობა და მათი შემდეგი მოწობილობაც ამ მწარმოებელმა გამოუშვა. ეს უფრო წინა მოდელის ევოლუცია იყო. არ შეცვლილა არც ეკრანის არც კორპუსის ფორმა. ახლა Google-მა გადაწყვიტა უპირატესობა მის მხარეს ყოფილიყო და საერთოდ მოაშორა აპრატული ღილაკები და ის ოპ. სისტემაში გადაიტანა. ამ დროს Samsung-მა Galaxy S II გამოუშვა, რომელიც აგრძელებდა Apple-ის დიზაინის კოპირებას.

Nexus 7

Google-ის ოფიციალური Nexus პლანშეტი, რომელიც უკვე Asus-თან კოლაბორაციის შედეგია სრულიად სხვა სეგმენტში განხორციელდა ვიდრე Apple. მათ 7 დიუმიანი ბაზარი შეარჩიეს. ეს საკმარისზე მეტია, რომ თავი აარიდო მსგავსებაში ბრალდებას. ასევე მას განსხვავებული ეკრანის პროპორციები აქვს და ის აგრძელებს Galaxy Nexus-ის ევოლუციას და არა აქვს აპარატული მართვის ღილაკები.

Google-ის stock: Android ოპ. სისტემა

მწარმოებლებთან აპარატურაზე მუშაობის პარალელურად Google ავითარებდა მის ოპ. სისტემას ისე, რომ ინოვაციები შექონდა მასში სხვისი პატენტების დარღვევის გარეშე.

Lock Screen

ერთ-ერთი მთავარი არის ეკრანის ბლოკირება, რომელიც ხშირად იყო სასამართლო გარჩევის საგანი. ადრეულ Android-ში ეს იყო უშნო ნაცრისფერი მართკუთხედი და მომხმარებელს აპარატული menu ღილაკით უწევდა ეკრანის განბლოკვა.

Android 2.0 (Eclair)-ში მოხდა მისი ხელახლა შექმნა და ის რკალისებური მბრუნავი დისკის მსგავსი გახდა სადაც გამოსახული იყო განბლოკვისა და გაჩუმების ღილაკები.

Android 2.1-ში ის შეიცვალა ორი ერთმანეთის საპირისპირო სვაიპ ღილაკებით, რომელიც უნდა გადაწეულიყო მარცხნიდამ მარჯვნივ ან პირიქით, იკონები იგივე დარჩა.

Android 3.0 (Honeycomb)-ში ეს ყველაფერი საგრძნობლად შეიცვალა იკონა უკვე განბლოკვის ზონის ცენტრში მათავსეს და საჭირო იყო მისი ამ ზონიდან გატანა ნებისმიერი მიმართულებით.

Android 4.0 (Ice Cream Sandwich)-ში მოხდა მსგავსი ცვლილება მაგრამ აქ უკვე განბლოკვის გარდა დაემატა კამერასთან პირდაპირი წვდომის იკონა. 4.1 ვერსიაში მას დაემატა კიდევ ერთი Google Now ფუნქცია.

განვითარების ყოველ ეტაპზე Google ცდილობდა ინოვაციები კოპირების გარეშე მოეხდინა და მან ეს მოახერხა.

მცურავი სიები

Google-მა ეს პრობლემაც დელიკატურად მოაგვარა და პირველივე რედიზაინში 2.3 ვერსიაში სიის ბოლოში გასვლისას დაამატა უკუეფექტი. როცა სიის ბოლოში მოხვდებოდით შესაბამისი კიდიდან გამოანათებდა დინამიური სინათლის ეფექტი. ეს ყველა აპლიკაციაში ერთნაირი იყო დესკტოპისა და პროგრამების ბადის გარდა. პროგრამების ბადეში მათ გამოიყენეს 3D ლენტის ეფექტი და როცა მიაღწევდით ბოლს იკონები ავტომატურად დაუბრუნდებოდნენ საწყის ბადეს.

3.0 და 4.0 ვერსიებში შეიცვალა მიდგომა და პროგრამების ბადე დაიყო ჰორიზაონტალურ გვერდებად და მათი გადაფურცვლისას გამოყენებულია 3D tilt ეფექტი. ის უფრო დაემსგავსა დესკტოპს და უფრო კომფორტული გახდა. ამასთანავე ის შესამჩნევად განსხვავებულია Apple-ის დესკტოპისგან, რითაც თავი აარიდა სასამართლო გარჩევას.

დესკტოპი

სიების გარდა Google-მა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო დესკტოპს. iOS-გან განსხვავებით Android-ს გაყოფილი აქვს დესკტოპი და აპლიკაციების სია. ამი გარდა მას დესკტოპზე არა მხოლოდ იკონები აქვს ვიჯეტებიც. Nexus 7-ში კი გამოიკვეთა ფართო და კონტენტზე ორიენტირებული ვიჯეტების ტენდენციაც. ვიჯეტების ზომა ცვლადია და ის ავტომატურად ერგება ზომას და სხვა იკონების განლაგებასაც დესკტოპზე.

როცა Google-მა პირველად გააკეთა საქაღალდეები ის ძალიან უშნო და ძნელად მოსახმარი იყო. ფოლდერის შემნის მერე საჭირო იყო მასზე დაჭერა, რომ დაგენახათ მისი კონტენტი. მას შემდეგ რაც Apple-მა შემოიტანა საქაღალდეების შექმნის ახალი მეთოდი (იკონების ერთმანეთზე გადატანით) Google-მა გადაწყვიტა ეს თავისებურად გაეკეთებინა და იკონების ისევ ცხრილში განთავსების ნაცვლად ისინი რგოლში მოათავსა, რომელიც დაჭერის შემდეგ იშდება 3D ეფექტით.

ძიება

Google როგორც პირველი ძიებაში აქაც ფრთხილად მოიქცა. პირველ Android მოწყობილობებში იყო გამოყოფილი ძიების ღილაკი, რომელიც პირდაპირ იძახებდა Google-ის საძიებო სისტემას დესკტოპიდან ან აპლიკაციების შიგნით. ასევე იყო ძიების ვიჯეტიც, რომელიც ერთდროულად ეძებდა როგორც ვებში ასევე აპლიკაციებშიც. Android 3.0 და  4.0 ვერსიებში Google-მა დაამატა მუდმივი ძიების ზოლი დესკტოპზე. ამ შემთხვევაში Apple-მა უკვე უჩივლა Google-ს და Galaxy Nexus-ის მოკლე ვადიან აკრძალვასაც მიაღწია ა.შ.შ-ს მასშტაბით.

Google-მა შესამჩნევად შეცვალა ძიება 4.1 ვერსიაში და წარმოადგინა ახალი პროდუქტი Google Now,  რომელმაც ძირეულად შეცვალა საძიებო ინტერფეისი ბარათებით სადაც გამოსახულია ამინდი, რუკები, ანგარიშები და უამრავი დაგეგმილი თუ დაუგეგმავი შეხსენება შესაბამისი საძიებო იმფორმაციით. მათ ასევე შეცვალეს ვებში და მოწყობილობაში ძებნის მექანიზმი Apple-ის პატენტების გვერდის ავლით. ასევე უპასუხეს Siri-ს მსგავსი მაგრამ უფრო სწრაფი ხმოვანი ძიებით და მოქმედებებით Google Now-ში.

რას ნიშნავს ეს მომავლისთვის

Google-ს უკვე აქვს მნიშვნელოვნად განსხვავებული და დიზაინით და დახვეწილობით გამორჩეული Android ოპ. სისტემა, მათთვის ადვილია პატენტების დარღვევის გარეშე განახორციელონ ინოვაციები. მწარმოებლებიც უნდა შეეცადნონ, რომ უფრო ნაკლებად შეცვალონ ოპ. სისტემის წყარო რაც პირველ რიგში გამოჩნდა HTC Sense-ის ახალ ვერსიებში, რომელიც ცდილობს ნაკლებად შეცვალოს და მოერგოს Android-ის სტანდარტულ სამომხმარებლო ინტერფეისს და იმედია სხვა მწარმოებლებიც მიბაძავენ მას.

Nexus

ჭორების თანახმად Google აპირებს მისი ახალი მოწყობილობების გამოშვებას წლის ბოლოსკენ. რა თქმა უნდა ის შეეცდება მისი პარტნიორები დაიცვას პოტენციალური საპატენტო გარჩევებისგან და მათ ყურადღებას გადაიტანს განსხვავებულ დიზაინზე და აპარატულ გაუმჯობესებაზე.

Motorola

როგორც ვიცით მათ უკვე შეიძინეს ამ კომპანიის მობილური ნაწილი და ძალიან მალე ალბათ ვიხილავთ ფრთხილად შესრულებულ აპარატულ პროდუქტებს უკვე Google-ის პირდაპირი შეკვეთით.

მომზადებულია TheVerge-ის მიხედვით.

Categories
Hardware Samsung

Samsung Galaxy Note II უკვე ორ კვირაში

ჩვენ მხოლოდ ორი კვირა გვაშორებს Samsung-ის შემდგომი Galaxy Note სმარტფონის პრეზენტაციას. კომპანიის ახალი სარეკლამო ვიდეო მხოლოდ მცირე დეტალს: ახალ სტილუსს აჩვენებს და დანარჩენი მხოლოდ სატეკლამო ფრაზებით არის შემოფარგლული. შეგახსენებთ, რომ შემდგომი Note წარმოდგენილი იქნება Unpacked Berlin ღონისძიებაზე 29 აგვისტოს IFA-ს მიმდინარეობისას.

[youtube]http://www.youtube.com/watch?v=KZPJcHwsSD4[/youtube]

წყარო: Engadget

Categories
Hardware

Razer DeathStalker: სათამაში კლავიატურა თხევადკრისტალური-დისპლეით

კომპანია Razer-მა წარმოადგინა საინტერესო სათამაშო კლავიატურა. სიახლემ მიიღო სახელი DeathStalker. ის სხვა კლავიატურებისგან გამოირჩევა თხევადკრისტალური-დისპლეით, რომელიც განთავსებულია კლავიატურის მარჯვენა მხარეს. სენსორულ პანელს შეუძლია მუშაობა გარკვეულ პროგრამებთან, აპლიკაციებთან, ვიჯეტებთან და ა.შ. დამატებითი პანელის გამოყენება, ასევე შესაძლებელია Facebook-ზე და Twitter-ზე სიახლეების სანახავად. გარდა ამისა, ეკრანზე შესაძლოა ვიხილოთ გაშვებული თამაშის შესახებ ინფორმაცია, თუმცა ჩნდება კითხვა, ვინ უყურებს კლავიატურას თამაშის დროს?

ეკრანის თავზე მოთავსებულია 10 თხევადკრისტალური ღილაკი, რისი მეშვეობითაც შესაძლებელია მათზე ნებისმიერი გამოსახულების გამოტანა. სიახლე აღჭურვილია განათებით, მომხარებლებს შეეძლებათ სამი ხელმისაწვდომი ფერიდან ნებისმიერის არჩევა. კლავიატურის ღირებულება სრული ფუნქციონალით შეადგენს 250 დოლარს, ხოლო მოდიფიკაციის ფასი თხევადკრისტალური-დისპლეის გარეშე და განათების ერთი ვარიანტით – $80.

[youtube]http://www.youtube.com/watch?v=ogVyBSQwHzQ[/youtube]

წყარო: Engadget.

Categories
Android Hardware Samsung

Glaxy Note 10.1 ძალიან მალე

ძალიან საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა Galaxy Note 10.1-ის შესახებ. Samsung-მა თქვა რომ მის S Pen-ით აღჭურვილი პლანშეტი გლობალურად ხელმისაწვდომი გახდება აგვისტოდან WiFi და 3G მოდელების სახით, LTE ვერსია კი მოგვიანებით გამოვა.

ოფიციალურად გავრცელდა ვიდეო რგოლი Youtube-ზე სადაც წარმოდგენილია ახალი პლანშეტის ფუნქციონალური შესაძლებლობები. ასე, რომ ძალიან მალე გვექნება ახალი Galaxy Note პლანშეტი და ნუ დაგავიწყდებათ აგვისტოშივე იქნება ახალი Galay Note სმარტფონის ანონსიც.

[youtube]http://www.youtube.com/watch?v=qbgBxr4H59A[/youtube]

Categories
Android Hardware Samsung

Samsung Galaxy S Duos: „GooglePhone“ ორი სიმ-ბარათის მხარდაჭერით

Samsung-ის სმარტფონების ხაზი შეივსო მოდელით Galaxy S Duos-ით (S7562), რომელიც არის Android 4.0 Ice Cream Sandwich-ის მართვის ქვეშ. აპარატში გამოყენებულია 1-გიგაჰერციანი პროცესორი Qualcomm Snapdragon MSM7227A გრაფიკული ამაჩქარებლით Adreno 200-ით. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 512 მბ-ს; ჩაშენებული ფლეშ-მოდულის ტევადობაა 4 გბ. 4-დიუმიან სენსორულ დისპლეის გააჩნია 480×800 წერტილი გარჩევადობა.

კომუნიკატორს აქვს უკაბელო კავშირის Wi-Fi (802.11b/g/n) და Bluetooth 3.0 ადაპტერები, GPS-მიმღები, წინა 0,3-მეგაპიქსელიანი და მთავარი 5-მეგაპიქსელიანი კამერა, ავტოფოკუსით და შუქდიოდური განათებით. ასევე არის, სლოტი MicroSD-ბარათებისთვის, MicroUSB-პორტი, 3,5-მილიმეტრიანი ბუდე ყურსასმენების შესაერთებლად, აქსელერომეტრი, მიახლოვების სენსორი და ციფრული კომპასი. მოდელი განკუთვნილია GSM 850/900/1800/1900 მჰც და HSDPA 900/2100 მჰც ქსელებში გამოსაყენებლად; მხარდაჭერილია ორი სიმ-ბარათის დაყენება. მისი ზომები — 121,5×63,1×10,5 მმ, ხოლო წონა შეადგენს 120 გ-ს. კვებას უზრუნველყოფს აკუმულატორული ელემენტი მოცულობით 1 500 მა/სთ.

Galaxy S Duos-ის ღირებულება, ჯერჯერობით უცნობია.

წყარო:  GSMArena.com.

Categories
Hardware Samsung

Samsung ემზადება ახალი თაობის AMOLED-ეკრანების წარმოებისთვის

კომპანია Samsung, მიმდინარე კვატრლის დასრულებამდე აპირებს ახალი თაობის Youm დისპლეების გამოშვების დაწყებას პორტატული მოწყობილობებისთვის. გვამცნობენ, რომ ეკრანების წარმოებისას გამოყენებული იქნება ტექნოლოგია AMOLED (აქტიური მატრიცა ორგანულ შუქდიოდებზე). ეს მეთოდი იძლევა ეკრანების შექმნის საშუალებას, რომლებსაც გააჩნიათ თხევადკირსტალურ-დისპლეებთან შედარებით უფრო მცირე ენერგომოხმარება, მცირე ზომის სისქე, გაუმჯობესებული ფერების გადაცემა და მაღალი კონტრასტულობა.

პირველად Samsung წარმოადგენს ეკრანებს შუშის პანელით. ასეთი პროდუქტების სისქე შეადგენს 0,6 მმ; ისინი გამოყენებული იქნებიან მათ შორის სმარტფონებშიც. 2014 წლისთვის დაგეგმილია დრეკადი დისპლეების მასიური წარმოება. რადიუსი მიაღწევს 2 სმ-ს; ეკრანებს მოქნილობას მისცემს პლასტიკური ზედაპირი. თავადაპირველად დრეკადი დისპლეების ზომა იქნება 4-დან 5-დიუმამდე. ხოლო, პერსპექტივაში იგეგმება დიდი და პატარა ზომის პანელების გამოშვება სხვადასხვა გაჯეტებისთვის, მათ შორის პლანშეტური კომპიუტერებისთვის და მაჯის საათებისთვის.

წყარო: Phys.Org.

Categories
Android Hardware Samsung

გაყიდულია 10 მლნ სმარტფონი Samsung Galaxy S III!

კომპანია Samsung გვარწმუნებს, რომ მისი ფლაგმანური კომუნიკატორის Galaxy S III-ის გაყიდვებმა, რომელიც არის Android 4.0 Ice Cream Sandwich-ის მართვის ქვეშ, მიაღწია რეკორდულ მაჩვენებელს. აპარატი წარმოდგენილი იყო 2012 წლის მაისში. მის აღჭურვილობაში შედის: 4-ბირთვიანი პროცესორი Exynos ტაქტური სიხშირით 1,4 გჰც, 1 გბ ოპერატიული მეხსიერება, უკაბელო კავშირის Wi-Fi (802.11a/b/g/n) და Bluetooth 4.0 ადაპტერები, GPS/GLONASS მიმღები, NFC-მიკროჩიპი და MicroSD სლოტი. სენსორულ HD Super AMOLED დისპლეის გააჩნია 4,8-დიუმიანი დიაგონალი; მისი გარჩევადობა — 720×1280 წერტილი (720р). ასევე არის ორი კამერა — მთავარი 8-მეგაპიქსელიანი მატრიცით და 1,9-მეგაპიქსელიანი წინა.

გაყიდვების დაწყების მომენტიდან ორი თვის მანძილზე გაიყიდა 10 მლნ სმარტფონი Galaxy S III. შედარებისთვის: Galaxy S II-ს და Galaxy S I-ს ამ მაჩვენებლის მისაღწევად დასჭირდათ ხუთი და შვიდი თვე შესაბამისად. შეფასებების მიხედვით, Samsung არის მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ფიჭური აპარატების მწარმოებელი: მეორე კვარტალში კომპანიამ მოახდინა 95,8 მლნ „ყურმილის“ რეალიზება, მათ შორის 50,0 მლნ სმარტფონის. ერთი წლით ადრე Samsung-ის კომუნიკატორების გაყიდვები შეადგენდა 17 მლნ ცალს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხვონა მსგავს მოწყობილობებზე თითქმის სამჯერ გაიზარდა.

წყარო: ფრანს-პრესი.